ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
მათ შესახებ ვინც სიკვდილს ელის
Those About to Die
ფილმი \"Those About to Die\" ისტორიული ეპოსია, რომელიც ანტიკური რომის დრამატულ სამყაროში გვაბრუნებს. სიუჟეტის ცენტრშია გლადიატორთა ბრძოლები, სადაც მებრძოლებს უწევთ დაუნდობელ არენაზე სიცოცხლისა და სიკვდილის არჩევანის წინაშე დადგომა. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ როგორც ცნობილი გლადიატორები, ისე პოლიტიკოსები და მაღალი წრის წარმომადგენლები, რომელთა ბედი დაკავშირებულია იმ სიკვდილით სავსე ბრძოლებთან, სადაც ადამიანური ღირსება და ცხოველური ინსტინქტები ერთმანეთს ერწყმის. ფილმი ეხება ძალაუფლების, პატივისცემის და ღირსების თემებს, თან სთავაზობს მაყურებელს ნამდვილი ისტორიებით შთაგონებულ სურათს, სადაც კულისებს მიღმა მიმდინარე ინტრიგები, სიძულვილი და ძალაუფლების ბრძოლა კიდევ უფრო ამძაფრებს გლადიატორთა არენის ტრაგიკულობას.
მეამბოხე მთვარე | Rebel Moon - Part One: A Child of Fire
მოვლენები ვითარდება შორეულ მომავალში და მოგვითხრობს გალაქტიკის შორეულ კუთხეში მდებარე კოლონიის შესახებ, რომლის მშვიდობიანი მოსახლეობა სასტიკი ტირანის, სახელად ბალისარიუსის და მისი ჯარის ტერორის ქვეშ აღმოჩნდება. შედეგად, კოლონიის სასოწარკვეთილი მოქალაქეები იდუმალი წარსულის მქონე ახალგაზრდა ქალს, კორას საშიშ მისიაში აგზავნიან, რათა მან იპოვოს მოკავშირეები და მეომრები ახლომდებარე პლანეტებზე, რომლებსაც შეუძლიათ მათი დაცვა…
არმაგედონის დრო | Armageddon Time
მოზარდობის ისტორია, რომელიც იკვლევს მეგობრობისა და ერთგულების თემას, როდესაც ამერიკა ემზადება რონალდ რეიგანის პრეზიდენტად არჩევისთვის.
ვაჟიშვილი | THE SON
წარმატებული ადვოკატი, ახალ ცოლთან და ახალშობილთან ერთად, თანახმაა, იზრუნოს თავის თინეიჯერ შვილზე წინა ქორწინებიდან მას შემდეგ, რაც მისი ყოფილი ცოლი შეშფოთდება ბიჭის თავხედური საქციელით.
ვირტუოზი
The Virtuoso
პროფესიონალი მკვლელი ახალ დავალებას მიიღებს. ერთადერთი ინფორმაცია რაც მას შემკვეთმა მიაწოდა არის დრო და ადგილი. არც სახელი.არც აღწერა. არაფერი
მამა
mama / The Father
კაცი ასაკის მატებასთან ერთად უარს ამბობს ყველანაირ დახმარებაზე შვილის მხრიდან. როდესც გააცნობიერებს მის შეცვლილ გარემოებებს ის ეჭვის შეტანას იწყებს საყვარელ ადამიანებში და საკუთარ რეალობაშიც კი
ორი პაპი
The Two Popes
ფილმი \"The Two Popes\" მოგვითხრობს ორი სრულიად განსხვავებული კათოლიკური ლიდერის, პაპი ბენედიქტე XVI-სა და კარდინალ ხორხე მარიო ბერგოლიოს (მომავალ პაპ ფრანცისკეს), ურთიერთობაზე. ფილმი ასახავს 2013 წლის მოვლენებს, როდესაც პაპი ბენედიქტე გადაწყვეტს გადადგეს კათოლიკური ეკლესიის მეთაურობიდან, რაც დიდ ინტერესს და მოლოდინს იწვევს საზოგადოებაში. ფილმში ყურადღება გამახვილებულია პაპების პირად ურთიერთობებსა და მათ მსოფლმხედველობაზე. ბენედიქტე XVI უფრო კონსერვატორი და ტრადიციული ხედვებით გამოირჩევა, მაშინ როცა კარდინალი ბერგოლიო იბრძვის რეფორმებისთვის და ეკლესიის მოდერნიზაციისთვის. ფილმში მათი დისკუსიები არა მხოლოდ ეკლესიის შიდა საკითხებს ეხება, არამედ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს, რწმენის საკითხებს და ეკლესიის როლს თანამედროვეობაში. \"Two Popes\" სავსეა ფილოსოფიური საუბრებით, ამაღელვებელი სცენებით და იუმორითაც, რომელიც ორ განსხვავებულ ადამიანსა და მათ განსხვავებულ შეხედულებებს აჩვენებს. მიუხედავად განსხვავებებისა, პაპი ბენედიქტე და ბერგოლიო ურთიერთობების მეშვეობით ხვდებიან, რომ მათ შორის არსებობს ერთიანი მიზანი — ეკლესიის გაძლიერება და სამყაროში უკეთესობის მოტანა.
ტრანსფორმერები: უკანასკნელი რაინდი
Transformers: The Last Knight
ჰონკონგის ბრძოლის შემდეგ ოპტიმუს პრაინს ახალი საფრთხე ელის, რომელსაც მარტო ვერ გაუმკალვდება. ამიტომ მას უწევს ახალი მოკავშირეების ძებნა, რათა გადაარჩინოს დედამიწა და სამყარო..
შეცდომა
Misconduct
„შეცდომა“ (Misconduct, 2016) არის იურიდიული თრილერი, რომელიც მოგვითხრობს ახალგაზრდა ამბიციური ადვოკატის, ბენ კეჰილის, ისტორიას, რომელიც ერთ-ერთი ფარმაცევტული გიგანტის სკანდალურ საქმეს იღებს. ბენი აწყდება ძლევამოსილ მილიარდერს, არტურ დენინგს, და იკვლევს კორუფციას, რომელიც ამ საქმესთან არის დაკავშირებული. თუმცა, გამოძიების სიღრმეში შესვლისას, მისი პირადი და პროფესიული ცხოვრება თანდათან იშლება, ხოლო იგი ჩათრეული ხდება მოტყუებისა და ძალადობის ბნელ ქსელში. ფილმი სავსეა მოულოდნელი შებრუნებებით, ინტრიგებით და დაძაბულობით, სადაც სიმართლე და ტყუილი ერთმანეთს ერწყმის და ბენი რთული მორალური არჩევანის წინაშე დგება.
ავტობანი
avtobani / Collide
ამერიკელი ტურისტი კეისი მის მეგობართან ერთად აღმოჩნდება ორი განგსტერული დაჯგუფების გარჩევების მონაწილე. ამ მომენტიდან იწყება სასიკვდილო რბოლა გერმანიის ავტობანებზე
კოსტუმერი
The Dresser
ფილმი მოგვითხრობს წარმატებულ თეატრის მსახიობსა და მის პირად ასისტენტზე.
ნუგეში
Solace
ფედერალური გამოძიების ბიუროს აგენტები ჯო და კეტრინი უცნაური მკვლელობების სერიას იძიებენ. ყველა დანაშაულს აერთიანებს რაღაც ზებუნებრივი. სერიული მკვლელი ყოველ ჯერზე ნაბიჯით წინაა საუკეთესო გამომძიებლებზე. აგენტები დახმარებისათვის სპეცსამსახურების ანალიტიკოს, პენსიაზე გასულ დოქტორ ჯონ კლენსის მიმართავენ, რათა ის დამნაშავის პოვნაში დაეხმაროს. ჯონი მალე ხვდება, რომ მისი მოწინააღმდეგე მასზე გაცილებით ჭკვიანია.
ბატონი ჰაინეკენის გატაცება
batoni hainekenis gataceba / Kidnapping Mr. Heineken
ფილმი მოგვითხრობს 4 ძმაკაცის ისტორიას, ისინი ფინანსურ კრახს განიცდიან ბიზნესში და დიდი ფულის ძიებაში გადაწყვეტენ ქალაქის უმდიდრესი ადამიანის გატაცებას.
წამოდი ჩემთან ერთად
Blackway (Go with Me)
ჯულია ბრუნდება მშობლიურ ქალაქში, სწავლის დამთარების შემდეგ და ხდება სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, ადამიანსგან რომლის სახელია ბლექვეი. გოგონა როცა მიხვდება, რომ პოლიცია ამ ქალაქში როგორც ასეთი არ ფუნქციონერობს, დახმარებისთვის მიმართავს მეგობრებს, (ყოფილ მეტყევეს და მის ახლობელს) ისინი მოძალადის ძებნის პროცესში მიხვდებიან, რომ ჯულია პირველი მსხვერპლი არ არის.
ველური დასავლეთის სამყარო | Westworld
ბნელი ოდისეა ხელოვნური ცნობიერების გარიჟრაჟზე და ცოდვის ევოლუციაზე. ახლო მომავლისა და ხელახალი წარმოსახვითი წარსულის კვეთაზე, ის იკვლევს სამყაროს, რომელშიც ყველა ადამიანის მადა, რაც არ უნდა კეთილშობილი თუ გარყვნილი, იყოს, შეიძლება დატკბეს.
ნოე
Noah
ნოე, მტანჯველი გამოცხადებებით, სამყაროს აღსასრულის შესახებ, ცდილობს გონს მოიყვანოს ცოდვაში მცხოვრები ხალხი, რომლებიც ნაცვლად იმისა, რომ მონანიების გზას დაადგნენ, პირიქით, განდევნიან წინსწარმეტყველს. და ნათელმხილველის ოჯახი, რომლის ხმაც არ მოისმინეს, მიემართება უდაბნოსკენ. სადაც უფლის ნებით კიდობანს აშენებს.
ჰიჩკოკი
Hitchcock
ფილმის არის ცნობილი რეჯისორის ალფრედ ჰიჩკოკის ცხოვრების და შემოქმედებითი პროცესის შესახებ
შენ მაღალ შავგრემან მამაკაცს გაიცნობ
You Will Meet a Tall Dark Stranger
ფილმში მოთხრობილია ოჯახის წევრებზე, მათ ურთიერთობებზე და მცდელობაზე, როგორმე თავი დააღწიონ პრობლემებს
ადამიანი მგელი
The Wolfman
ფილმის მთავარი გმირი სამშობლოში დაბრუნებას გადაწყვიტავს რათა იპოვოს თავისი ძმა,რომელიც დაიკარგა.ამ ქალაქში საშინელი არსება ცხოვრობს,რომელიც ადამიანებს სასტიკად უსწორდება..
ბეოვულფი
Beowulf
ლორდი ბეოვულფი მეფის - ხროტგარის ბრძანებით თავის ძლიერ განაყოფთან ერთად გადაცურავს ზღვას, რათა გაანთავისუფლოს ვასალიის სოფლის მცხოვრებლები საშინელი არსებისაგან. გრენდელი არ არის ბოროტების მაგიური ძალა, ის არის არსება რომელიც შედგება ადამიანის სისხლისაგან, ის არის დიდი და უზომოდ ბოროტი
რიტუალი | The Rite
სემინარიის სტუდენტი მაიკლ კოვაკი ვატიკანში ეგზორციზმის რიტუალის შესასწავლად მიემგზავრება. რომში ის შეხვდება მამა ლუკას, რომელიც მას რწმენის ბნელ მხარეს გაუხსნის...
ბზარი
Fracture
პროკურორის თანაშემწეს არასასიამოვნო თამაშში ითრევს პიროვნება, რომელიც ეჭვმიტანილი იყო საკუთარი ცოლის მკვლელობაში, მაგრამ ბიუროკრატიული შეცდომის გამო სასჯელი თავიდან აიცილა..
მეფის მთელი ამალა
mefis mteli amala / All the Kings Men
ფილმში აღწერილია ჟურნალისტი ჯეკ ბურდენის პოლიტიკური ისტორია.ჯეკი შეხვდება უილი სტარკას ,რომელიც უბიძგებს ჯეკის პოლიტიკაში წასვლას.
ყველაზე სწრაფი ინდიანი | The World\'s Fastest Indian
ახალზელანდიელი ბერტ მუნროს ცხოვრების ისტორია, რომელმაც წლები დახარჯა 1920 წლის ინდური მოტოციკლის შექმნაზე - მოტოციკლი, რომელიც დაეხმარა მას ხმელეთზე სიჩქარის მსოფლიო რეკორდის დამყარებაში 1967 წელს იუტაში, ბონევილის მარილის ფლატზე.
ცუდი კომპანია
Bad Company
როდესაც ჰარვარდ დამთავრებული სი ეის აგენტი ოპერაციის დროს კვდება, საიდუმლო აგენტი საქმეში მის ტყუპისცალს რთავს..
წითელი დრაკონი
Red Dragon
ყოფილ ფედერალურ აგენტ უილ გრეჰემს, რომელიც ერთხელ თავად ძლივს გადაურჩა სასტიკი ჰანიბალის,ეგრედწოდებული \"კანიბალის\" კლანჭებს, კვლავ უწევს მასთან ურთიერიერთობა. როგორც ირკვევა, ახლა მხოლოდ ლექტერს შეუძლია დაეხმაროს გამოძიებას ახალი სერიული მკვლელის, ფრენსის დოლარჰაიდის დაჭერაში. მაგრამ რამდენად სანდოა ასეთ ადამიანთან თანამშრომლობა?..
ჰანიბალი
hanibali / Hannibal
წლების განმავლობაში ის წარმატებით უსხლტებოდა ხელიდან მართლმსაჯულებას, ახლა იგი ხელოვნების მკვლევარის სტატუსით მშვიდად ცხოვრობს იტალიაში. მაგრამ მას ამერკიაში დაბრუნება უწევს იმისათვის, რომ ცუდ მდგომარეობაში ჩავარდნილ ფედერალურ აგენტ კლარისა სტარლინგთან კვლავ დაამყაროს კონტაქტი.
შეუსრულებელი მისია 2
Mission: Impossible II
აგენტი ითან ჰანტი, კომპიუტერის გენიოს ლუთერ სტიკელთან და მომხიბლავ, ქურდ ქალბატონთან ერთად მთელ ავსტრალიასა და ესპანეთში დაჰქრის, რათა შეაჩეროს ყოფილი შეუსრულებელი მისიის აგენტის მიერ, გენეტიკურად გამოყვანილი ბიოლოგიური იარაღის - ქიმერას წარმოება.
ტიტუსი
titusi / Titus
ომს არ მოაქვს გამარჯვება - ყველაზე ხმაურიან გამარჯვებას სასტიკი დამარცხება მოყვება თან. გამარჯვებული გენერალი ტიტუს ანდრონიკი რომში ტრიუმფით ბრუნდება და თავისი ტყვეების სიკვდილით დასჯას ითხოვს. მაგრამ გოთების მშვენიერი და ცბიერი დედოფალი ტამარა სიკვდილს გადაურჩება და ტიტუსზე შურისძიების ფიცს დადებს
გაიცანით ჯო ბლექი | Meet Joe Black
როცა დაუნდობელი სიკვდილი ბილ ფერიშის სულს მოაკითხავს, შესთავაზებს სიცოცხლის რამდენიმე დღის სანაცვლოდ ბილმა მასპინძლობა გაუწიოს. ფერიში თანხმდება, და ჯო ბლექის სახელს ამოფარებული სიკვდილი მონაწილეობას იღებს ბილის ყოველდღიურ ცხოვრებაში, მას ბილის ქალიშვილი შეუყვარდება. თუმცა, ბლექის შვებულება მთავრდება, ისევე როგორც ფერიშის სიცოცხლე...