ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
ვარსკვლავური გზა: უსასრულობა | Star Trek Beyond
ვარსკვლავური ფლოტის კრეისერის უშიშარი გუნდი იძიებს მიუწვდომელ კოსმოსის სიღრმეებს. მისიის შესრულებისას გმირები ეჯახებიან ამოუცნობ ძალას, რომელიც რისკის ქვეშ აყენებს, არა მარტო მათ მისიას და ფედერაციის სტაბილურობას, არამედ მთელს სამყაროს წესრიგს
ჰიტმენი: აგენტი 47
Hitman: Agent 47
ფილმი მოგვითხრობს ელიტარული მკვლელის ისტორიას, რომელიც გენური ინჟინერიის მიერ არის შექმნილი. ის ცდილობს ამოხსნას თავისი წარმოშობის საიდუმლო.
ვარსკვლავური გზა: სიბნელეში
Star Trek Into Darkness
დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ, ხომალდ “ენტერპრაიზის” გუნდი ამჩნევს, რომ მათი ორგანიზაციის საქმიანობა და პრინციპები შიგნიდან იხრწნება. ფლოტი შებოჭილია გაუაზრებლობის შიშით და უმოქმედობით. მსოფლიო კი ნელ-ნელა მიექანება წყვდიადისაკენ. კაპიტანი კირკი თავის თავზე იღებს ვალდებულებას ებრძოლოს დასადგურებულ ქაოსს და ბოროტებას
რისკის ზღვარი
Margin Call
„რისკის ზღვარი“ (Margin Call, 2011) არის თრილერი, რომელიც ვითარდება 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს და მოგვითხრობს ერთი ღამის განმავლობაში ხუთი ფინანსური პროფესიონალის ამბავს, რომლებიც ცდილობენ გადაარჩინონ თავიანთი კომპანია, როცა შერჩეული რისკები ნათლად გამოაშკარავდება. ფილმში მთავარი პერსონაჟები აწყდებიან მორალურ და ეთიკურ გადაწყვეტილებებს, რაც გავლენას ახდენს როგორც მათ კარიერებზე, ისე მათი ოჯახების მომავალზე. სიუჟეტი მკაფიო და დაძაბული ატმოსფეროს ფონზე ვითარდება, რაც მაყურებელს აჩენს კითხვებს ფინანსური სექრეტების და ადამიანური პასუხისმგებლობის შესახებ. „რისკის ზღვარი“ არის ინტელექტუალური და საყურადღებო ნამუშევარი, რომელიც სინამდვილის ერთგვარი სარკეა ბიზნეს სამყაროს შესახებ.
ვარსკვლავური გზა
Star Trek
გალაქტიკის ბედი ორი სხვადასხვა სამყაროს წარმომადგენელი მეტოქის ხელშია. ერთი მათგანი - თავდგადასავლების მოყვარული ჯეიმს ტიბერიუს კირკი აიოვადან, მეორე - სპოკი, რომელიც პლანეტა ვულკანზე გაიზარდა და გარიყულ იქნა თავისი ნახევრადადამიანური წარმოშობის გამო. ორივე თავგამოდებით ცდილობს მოხვდეს თანამედროვე კოსმოსურ ხომალდ ”ინტერპრაისის” ეკიპაჟში
ნოსფერატუ
nosferatu / NOS4A2
ახალგაზრდა ვიქტორია მაკქუინი საკუთარ თავში უნიკალურ ძალას აღმოაჩენს, მას შესწევს უნარი გახსნას პორტალი და გადაადგილდეს დაკარგული ნივთების სამყაროში. რაც მეტად ეფლობა თავის ნიჭში მით მეტი მსგავსი უნარით დაჯილდოვებული ადამიანი ხვდება. ზოგი მათგანი შესაძლებლობას კეთილად იყენებს, ზოგი კი უიმედო ბოროტებაშია ჩაფლული. ერთხელაც ვიქტორია ხვდება ჩარლი მენქსს, რომელიც უკვდავებას ბავშვთა სულების ხარჯზე ინარჩუნებს, რის შემდეგაც ვიქტორია მიზნად ისახავს გაათავისუფლოს სამყარო ამ ბოროტი არსებისგან.