ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
ომის საფასური
Warfare
საზღვაო ქვეითთა დანაყოფის ოცეული ერაყის ქალაქ რამადიში სახიფათო მისიას იწყებს, სადაც ომის ქაოსი და ძმობა მათი მოგონებების მეშვეობით არის მოთხრობილი...
მიდსომარი
Midsommar
დრამატული ჰორორი ახალგაზრდა წყვილის შესახებ, რომლებიც შვედეთში გამგაზავრებას გადაწყვეტენ მეგობრებთან ერთად. ისინი დასვენებას და იზოლირებულ სოფელში მცხოვრები მათი ძველი მეგობარის მონახულებას აპირებენ, სადაც ლეგენდარული “მიდსომარის” ფესტივალი უნდა გაიმართოს – ზაფხულის ბუნიობასთან დაკავშირებული უჩვეულო ტრადიცია, რომელიც ცოტა ხნის წინ დაობლებულ ახალგაზრდა მთავარ გმირში შფოთვის და შიშის გრძნობას გამოიწვევს, რადგან მალე ცხადი გახდება, რომ ფესტივალი სინამდვილეში ადგილობრივი წარმართული ოკულტიზმის თავშესაფარია, რომელსაც უღმრთო კულტი სწრაფადვე სულ უფრო სასტიკ და სისხლიან რიტუალად გადააქცევს. ხოლო ახალგაზრდა გმირებს სიცოცხლისთვის ჯოჯოხეთური ბრძოლა მოუწევთ
უცნობი
The Little Stranger
ომის შემდგომი ზაფხულის ერთ ცხელ დღეს ვორვირკშირში, განმარტოებით მდგომ „ჰანდრედს ჰოლში“ ავადმყოფთან ექიმს გამოიძახებენ. ეს სახლი აირისების ოჯახის საცხოვრებელია ორ საუკუნეზე მეტი ხანია. ახლა სახლი დანგრევის პირასაა. რამე უფრო ავისმომასწავებელი ხომ არ ემუქრებათ აირისებს, ვიდრე ეს გაუბედურებული ცხოვრება?
ლაბირინთში მორბენალი 3: სიკვდილით განკურნება
Maze Runner: The Death Cure
ფილმის მოქმედება იწყება მაშინ, როდესაც ტომასი გლეიდერების ლიდერი ხდება. ისინი ბოლო მისიის შესასრულებლად მიემგზავრებიან უკანასკნელ ქალაქში, რომეცლიც ლაბირინთს წარმოადგენს და ხაფანგებითაა სავსე. ისინი ყველა კითხვაზე მიიღებენ პასუხს, თუ შეძლებენ ლაბირინთიდან გაღწევას
შავი სარკე: ბრანდაშმიგი
Black Mirror: Bandersnatch
ფილმი \"Black Mirror: Bandersnatch\" არის ინტერაქტიული დრამა, რომელიც მაყურებელს საშუალებას აძლევს, თავად მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები სიუჟეტის განვითარებაზე. ფილმის მოქმედება ვითარდება 1980-იან წლებში და მოგვითხრობს ახალგაზრდა პროგრამისტზე, სტეფან ბატლერზე, რომელიც ცდილობს შექმნას კომპიუტერული თამაში სახელწოდებით \"Bandersnatch\", რომელიც ეფუძნება კ choose-your-own-adventure სტილის წიგნს. სიუჟეტის ცენტრში დგას სტეფანის მცდელობა, განავითაროს ინოვაციური თამაში, რომელიც რეალურად რთული და კომპლექსურია. ამ პროცესში ის ნელ-ნელა იწყებს ფსიქოლოგიურ დაღლას და შფოთვას, რადგან მოვლენები მის ცხოვრებაში და თამაშში ერთმანეთს ერწყმის. ის იწყებს ფიქრს, რომ შესაძლოა, მისი ცხოვრება, როგორც თამაშის პერსონაჟი, ვინმეს მიერ იმართება. ფილმი მრავალი ფინალითაა წარმოდგენილი, რაც დამოკიდებულია მაყურებლის არჩევანზე და სიუჟეტის სხვადასხვა განვითარებაზე. \"Bandersnatch\" ეხება თავისუფალი ნებისა და კონტროლის თემებს, სადაც მაყურებელს ეძლევა უნარი, გადაწყვიტოს, როგორ უნდა წარიმართოს სტეფანის ცხოვრება. ფილმი რთულ ფილოსოფიურ და ფსიქოლოგიურ საკითხებსაც ეხება, რაც ხშირად ჩნდება \"Black Mirror\"-ის სამყაროში. ინტერაქტიული ფორმატი ახალ გამოცდილებას სთავაზობს მაყურებელს, რომელიც მუდმივად დგას გადაწყვეტილებების წინაშე, რამაც შეიძლება სრულიად შეცვალოს სიუჟეტის მიმდინარეობა და დასასრული.
პლასტიკური
Plastic
ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა ბიჭების თავგადასავალზე რომლებიც არა სწორ დროს არა სწორ ადამიანს გაძარცვავენ, შედეგად კი ერთი სერიოზული კრიმინალის ყურადღებას მიიქცევენ, რომელიც მათ სიცოცხლის სანაცვლოდ 2 მილიონს მოსთხოვს
ჩვენ მილერები ვართ
We’re the Millers
ნარკოდილერი შექმნის ფიქტიურ ოჯახს, დაიქირავებს ცოლსა და ორ ბავშვს, იმისთვის რომ მექსიკიდან ამერიკაში სატვირთო მანქანით გადაიტანოს ათასი ფუნტი მარიხუანა
რემბოს შვილი
Son of Rambow
ინგლისი, 80იანი წლები, ფილმში მოთხრობილია მეგობრობაზე, რწმენაზე და არდადეგებზე