ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
გრგვინვა ქართულად | RUMBLE
სამყაროში, სადაც ურჩხულთა ჭიდაობა გლობალური სპორტია და მონსტრები სუპერვარსკვლავი სპორტსმენები არიან, თინეიჯერი ვინი ცდილობს მამამისის კვალს გაჰყვეს და მწვრთნელი გამოვიდეს.
თინეიჯერი ტიტანები წინ!
tineijeri titanebi win! / Teen Titans Go! To the Movies
რობინი ბეტმენის თანაშემწე და ახალგაზრდა ტიტანების ლიდერია! მას სურს, რომ მისი გუნდი გახდეს ცნობილი
სუპერ აგენტი ძაღლები (ქართულად)
Super agenti dzaglebi (qartulad) / Show Dogs
მაკაცრი და არამეგობრული როტვეილერი-პოლიციელი სახელად მაქსი, დავალებით ფარულად იგზავნება ცხოველების არალეგალური ვაჭრობის შესაჩერებლად, რომლებიც ძაღლების პრესტიჟულ გამოფენაზე ლას-ვეგასში იკრიბებიან. ამისთვის მაქსი და მისი პოლიციელი ადამიანი-მეწყვილე კონკურსანტთა რიგებს შეუერთდებიან, და ახლა გმირები იძულებულნი არიან – სალონის პროცედურებით დაწყებული ქორეოგრაფიის გაკვეთილებით დამთავრებული, სპეციფიკური მომზადების კურსი გაიარონ.
კუ-ნინძები
Teenage Mutant Ninja Turtles
ქალაქი გმირებს მოელის, სიბნელემ მოიცვა ნიუ-იორკი. ყველაფერს შრედერი და მისი ბოროტი ფუტების კლანი აკონტროლებს, დაწყებული პოლიციიდან, დამთავრებული პოლიტიკოსებით. მომავალი ბინდითაა მოსილი მანამ, სანამ, კანალიზაციიდან არ ამოვა და თავისი მოვალეობის შესრულებას არ შეუდგება ოთხი ძმა კუ-ნინძა.კუებმა უნდა იმუშაონ უშიშარ რეპორტიორ ეიპრილთან და მის სარკასტულ ოპერატორ ვერნ ფენვიკთან ერთად, რომ ქალაქი იხსნან და გამოიცნონ შრედერის ვერაგული გეგმა…
ცხენი ბოჯეკი
BoJack Horseman
ბოჯეკი - ის ცხენის გარდა, 90-იანების შოუს ყოფილი ვარსკვლავია. ჩვენს დროში ცდილობს ისევ წამოდგეს ფეხზე და იპოვნოს თავის თავი, მაგრამ არ გამოსდის. ბოჯეკი სვამს ბევრ ვისკის, ატარებს ფერად სვიტერებს და უაზროდ ხუმრობს. ირგვლივმყოფები მას ვერ უგებენ, მაგრამ უნდათ დაეხმარონ. მათ შორისაა - გაუპარსავი მეგობარი ტოდი და ყოფილი შეყვარებული პრინცესა კაროლინა
ლეგო ფილმი
The Lego Movie
ჩვეულებრივი ლეგო-ქანდაკება, რომელიც ფიქრობს, რომ ის არის განსხვავებული და ელიტური ლეგო-კომპლექტიდან, შეურთდება ლაშქრობას ბოროტი ლეგო-დიქტატორის წინააღმდეგ
მამაკაცები შავებში 3
Men in Black 3
აგენტები ჯეი და ქეი ამჯერად წარსულში. ჯეი თავის წარსულზე გაურკვეველ ამბებს შეიტყობს. ქეის სიცოცხლე და პლანეტის ბედი კი ბეწვზე ჰკიდია, რისთვისაც ჯეიმ წარსულში უნდა იმოგზაუროს, რომ ყველაფერი გამოასწოროს. ამ პროცესში ჯეი ასევე იმ საიდუმლოსაც აღმოაჩენს, რომელსაც ქეი უმალავდა.
არიეტის საიდუმლო სამყარო
arietis saidumlo samyaro / The Secret World of Arrietty
პატარა ადამიანების ისტორია, რომლებიც ჩვენს გვერდით ცხოვრობენ. მათი არსებობა საიდუმლოდ ინახება, მაგრამ არიეტი აკრძალვებს არღვევს. მას 12 წლის შო ამჩნევს და ისინი საუკეთესო მეგობრები ხდებიან
ჯონა ჰექსი
Jonah Hex
მეცხრამეტე საუკუნის ბოლო. ჯონა ჰექსი - მოხეტიალე დაქირავებული მკვლელია. მას ყველაზე უკანასკნელ შემთხვევაში მიმართავენ, როდესაც ადამიანის ან რაღაც არაადამიანურის დაჭერა სურთ. მიუხედავად იმისა, რომ ჰექსი ადამიანებს გაურბის, ერთ-ერთ ბორდელში მომუშავე ლეილასთან კონტაქტს მაინც არ წყვეტს. მას ახალი დავალება აქვს - უნდა მოძებნოს და დაიჭიროს ვუდუს შამანი კვენტინ ტერნბალი, რომელსაც განზრახული აქვს მიცვალებულთა არმიის შეკრება და სამხრეთის კონფედერატებისგან გაწმენდა...
საზიზღარი მე
Despicable Me
შეხედულებით საზიზღარი, მაგრამ შინაგანად კეთილი გრიუ ცდილობს მსოფლიოში ნომერ პირველი ბოროტმოქმედის სახელი დაიმკვიდროს. ამისათვის ის გადაწყვიტავს მთვარე მოიპაროს, თავისი შექმნილი მინიონების არმიის დახმარებით. საქმეს კონკურენტები ართულებენ, ყველაფერთან ერთად მას ხელს უშლის ოჯახური მდგომარეობაც - გრიუ იძულებულია სამ ობოლზე იზრუნოს.
ერთხელ რომში
When in Rome
„ერთხელ რომში“ (When in Rome, 2010) არის რომანტიკული კომედია, რომელიც მოგვითხრობს წარმატებული, მაგრამ სიყვარულში უიღბლო ნიუ-იორკელი ქალის, ბეთ მარტინის, შესახებ. ბეთი რომში მოგზაურობს თავისი დის ქორწილზე და, იმედგაცრუებული სიყვარულისგან, მონეტის მოპარვას გადაწყვეტს სიყვარულის შადრევნიდან. თუმცა, მოულოდნელად, შადრევნის ჯადოქრობა ჩაერევა და რამდენიმე მამაკაცი, რომელთა მონეტებიც მან აიღო, მოულოდნელად იწყებს მისი სიყვარულისთვის ბრძოლას. ბეთი ცდილობს გაუმკლავდეს უცნაური თაყვანისმცემლების ნაკადს, სანამ საბოლოოდ ვერ გაარკვევს, რა არის ნამდვილი გრძნობა და ვინ არის მისი ნამდვილი სიყვარული. ფილმი სავსეა მხიარული სიტუაციებით, რომანტიკული ქიმიითა და იუმორით, რაც მაყურებელს ლაღ და სასიამოვნო გამოცდილებას სთავაზობს.
დარვინის მისია
G-Force
გაწვრთნილი ცხოველებისგან შემდგარი საიდუმლო აგენტების ჯგუფი, მათ შორის ზღვის გოჭები: დარვინი, ხუარესი, ბლასტერი, თხუნელა სპექლსი და ბუზი სახელად მუჩი - ამერიკის მთავრობის მისიას ასრულებენ ბოროტი ძალის, ლეონარდ საბერის დასამარცხებლად, რომელსაც საყოფაცხოვრებო ტექნიკით მსოფლიოს განადგურება სურს. თუმცა მთავრობა ჯგუფის მისიას შეწყვეტს და მათ ცხოველების მაღაზიაში გაამწესებს. შეძლებენ თუ არა ისინი გაქცევას, არამზადის დამარცხებასა და მსოფლიოს გადარჩენას?...
ნახევრად პროფი
Semi-Pro
საკალათბურთო ლიგის ყველაზე უკანასკნელი გუნდის მწვრთნელი, ჯეკი მუნი იმედს არ კარგავს და თავისი გუნდის, ბოლო ადგილიდან მეოთხეზე გადაადგილებას აპირებს ამით მისი გუნდი NBA-ში მოხვდება...
ჰორტონი
Horton Hears a Who!
ერთ დღეს სპილო ჰორტონს მტვრის ნამცეციდან ძახილი მოესმა. ვიღაც დახმარებას ითხოვდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი მტვრის ნამცეცზე ვერაფერს ხედავდა, მაინც გადაწყვიტა დახმარება. მტვრის ნამცეცი ჰუს სახლი აღმოჩნდა. ჰუ ქალაქ ჰუვილში ცხოვრობს. ჰორტონი თანახმაა დაიცვას ჰუები და მათი სახლები..
რატატუი
Ratatouille
პარიზის ერთ-ერთ ყველაზე მშვენიერ რესტორანში ახალგაზრდა, შეუპოვარი ვირთხა სახელად რემი, ოცნებობს გახდეს ცნობილი ფრანგი მზარეული. მისი ოჯახის სურვილებსა და რემის მოწოდებას შორის შეუსაბამობაა. რემი და მისი მეგობარი ლინგუინი ისე გაამხიარულებენ სინათლის ქალაქს, რომ ყველაფერი თავდაყირა დადგება.
წავიდეთ ციხეში
wavidet cixeshi / Let\'s Go to Prison
ჯონ ლიშიცკის ცრუდ დააბრალეს დანაშაულის ჩადენა და ციხეში ჩააჯინეს. თავისუფლებაზე გამოსვლის შემგეგ, მას შურისძიების წყურვილი კლავს მოსამართლეზე, რომელმაც მას სასჯელი მიუსაჯა. შურისძიება საშინელია: მოსამართლეს შვილს ნელსონს ბრალი დაედო ოქროს გატაცებაში და იმავე ციხეში ჩასვეს, რომელშიც ჯონი იჯდა. რომელიც, სხვათაშორის, მიყვება თავის მტერს, იმისათვის რომ დარწმუნდეს სასჯელის სიმკაცრეში