ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
თქვენო ღირსებავ
Your Honor
ბრაიან კრენსტონი თამაშობს ნიუ ორლეანის მოსამართლის როლს , რომლის შვილიც ავტოსაგზაო შემთხვევისა და შემდეგ მიმალვის მონაწილეა. როცა ტყუილები და მუქარები მთელს ქალაქს მოიცავს , მაიკლ დესიატო წარმოუდგენელი არჩევანისა და აღმოჩენების წინაშე დგება. სცენარში ნაჩვენებია , თუ რამდენად ღრმად შეიძლება შეტოპოს პატიოსანმა ადამიანმა საუკუთარი შვილის სიცოცხლის გადასარჩენად.
გარიყული მეფე
Outlaw King
მეფედ კურთხევის შემდეგ, ინგლისელების მიერ იძულებით გადასახლებული შოტლანდიის მეფე, ლეგენდარული მეომარი რობერტ VIII დე ბრუსი, ტახტის დასაბრულებლად იბრძვის.
კალიბრი
Calibre
ორი მეგობარი შაბათ-კვირას შოტლანდიის მშვიდ მთიან სოფელში მიდის სანადიროდ. ისინი არ აღმოჩდნენ მზად იმისათვის, რაც მათ იქ დახვდათ
შუაღამის ექსპრესი
shuagamis eqspresi / The Midnight Meat Train
ფოტოგრაფი ლეონი მის მეგობარ გოგონა მაიასთან ერთად ცხოვრობს. ისინი ფოტოხელოვნების ბიზნესში დამკვიდრებას ცდილობენ. მაია მის მეგობარ იურგისს დაუკავშირდება და ლეონისა და წარამატებული გალერეის მფლობელის, სიუზან ჰოფის შეხვედრას შეათანხმებს; სიუზანი ლეონის ნამუშევარს შეაფასებს და ურჩევს ფოტოების ხარისხი გამოასწოროს. გულგატეხილი ლეონი ღამის გასეირნებას მოაწყობს, რათა ახალი ფოტოები გადაიღოს. სწორედ ამ დროს იგი სამ პანკს აედევნება, რომლებიც მეტროსკენ მიდიან. ისინი თავს ესხმიან ახალგაზრდა ქალს, ლეონი ქალს დაიცავს, ხოლო პანკები გაქცევით უშველიან თავს. მეორე დღეს ლეონი იგებს, რომ ეს ქალი დაკარგულია. იგი პოლიციაში მიდის, მაგრამ დეტექტივი ლინ ჰადლი მის საჩივარს დიდად არ აქცევს ყურადღებას. ლეონი უცნობი ქალის ბედით შეპყრობილი გახდება, იგი მეტროს სადგურის დასათვალიერებლად მიდის,სადაც ვაგონში ყასაბს,სახელად მაჰაგონი დაინახავს და იეჭვებს, რომ სწორედ ისაა მკვლელი, ამიტომ ყველგან დაყვება და უთვალთვალებს
განსაკუთრებულ ჯენტლმენთა ლიგა | The League of Extraordinary Gentlemen
მე-20 საუკუნის მიწურულს, ინგლისის სახელმწიფო ბანკზე თავდასხმამ, რომელიც სავარაუდოდ გერმანელმა ჯარისკაცებმა მოაწყვეს და შემდგომ ბრიტანელი ჯარისკაცების ფორმაში გადაცმული პირების მიერ, გერმანიის დირიჟაბლების ქარხანაზე განხორციელებულმა შეტევამ, ევროპა ომის ზღვრაზე მიიყვანა. ბრიტანეთის მთავრობის ემისარი ჩადის აფრიკაში, რომ ლეგენდარული ალან ქუოთერმენი საქმის გამოძიებაში ჩართოს.