ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
შემიყვარე თავდავიწყებით
Fall for Me
ლილი სტუმრობს თავის დას, ვალერიას, და გაოცებული იგებს, რომ ის ფრანგ კაცზე, მანუზეა დანიშნული. მოულოდნელად ის გაიცნობს ღამის კლუბის მენეჯერს, ტომს, რომელთანაც მაშინვე მყარდება ძლიერი კავშირი. თუმცა კუნძულის მოვლენების უკან ბნელი საიდუმლო იმალება
უინდერმირელი ბავშვები
The Windermere Children
სულისშემძვრელი და ემოციურად დატვირთული ისტორია ჰოლოკოსტგამოვლილი ბავშვებისა, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დიდ ბრიტანეთში გადიყვანეს რეაბილიტაციისათვის. ახალ მიწაზე ყველაფერი შიშითა და გაურკვევლობით დაიწყო, თუმცა თანდათან იმედის, კეთილი ნების, დიდი მეგობრობისა და ბედნიერების ტრიუმფად იქცა, რასაც ისინი ასე აფასებენ და უფრთხილდებიან
ჯუნგლები
Jungle
ეგზოტიკური თავგადასავლების მაძიებელი მეგობრები ბოლივიის გაუვალ ჯუნგლებში მიემგზავრებიან. მაგრამ მას შემდეგ , რაც წინამძღოლი ქრება და მეგობრები ველური ბუნების პირისპირ აღმოჩნდებიან, დაუვიწყარი თავგადასავალი გადარჩენისათვის ბრძოლად გადაიქცევა.
ჰიტმენი: აგენტი 47
Hitman: Agent 47
ფილმი მოგვითხრობს ელიტარული მკვლელის ისტორიას, რომელიც გენური ინჟინერიის მიერ არის შექმნილი. ის ცდილობს ამოხსნას თავისი წარმოშობის საიდუმლო.
პლასტიკური
Plastic
ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა ბიჭების თავგადასავალზე რომლებიც არა სწორ დროს არა სწორ ადამიანს გაძარცვავენ, შედეგად კი ერთი სერიოზული კრიმინალის ყურადღებას მიიქცევენ, რომელიც მათ სიცოცხლის სანაცვლოდ 2 მილიონს მოსთხოვს
ღია საფლავი
Open Grave
ამბავი ადამიანზე, რომელიც აღმოაჩენს თავს ორმოში, რომელიც სავსეა გვამებით. ამასთან, მას არ ახსოვს არაფერი, არ იცის, ვინ არის, საიდან და როგორ აღმოჩნდა აქ. მან უნდა გაარკვიოს, თუ რა მოხდა.
დიდი გასროლა
The Big Bang
კერძო დეტექტივს ქირაობენ იმისთვის, რომ იპოვონ დაკარგული სტრიპტიზის მოცეკვავე. ადვილი საქმე ნელ-ნელა იხლართება - ის, ვისაც დეტექტივი დაკითხავს - კვდება...
ვალკირია
Valkyrie
მეორე მსოფლიო ომის დროს აფრიკაში დაჭრილი ნაცისტი პოლკოვნიკი კლაუს ფონ შტაუფენბერგი მშობლიურ გერმანიაში ბრუნდება და წინააღმდეგობის მოძრაობის წევრებს უერთდება, რომელთაც სურთ ჩრდილოვანი მთავრობა შექმნან და მოკლან ადოლფ ჰიტლერი. მოვლენების განვითარებისას პოლკოვნიკი ცენტრალური ფიგურა ხდება და სახელმწიფო გადატრიალების ხელმძღვანელობა და პირადად ფიურერის მკვლელობაც მას დაევალება.
დაცემა
Downfall
1945 წლის აპრილში გერმანია რუსეთის წინააღმდეგ დამარცხების წინაშე დგას, აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან მტრის ჯარით არის გარშემორტყმული. ამ დროს ჰიტლერი ბერლინში ისევ ქადაგებს რომ ისინი გაიმარჯვებენ და მოუწოდებს ჯარისკაცებს ბოლო სისხლის წვეთამდე იბრძოლონ. ფილმი \"დაცემა\" აღწერს რეიხის დაცემის ბოლო ხუთ დღეს, როდესაც გერმანიის მთავარმა ლიდერებმა სიცოცხლის გადასარჩენად მათ საყვარელ ფიურერსაც კი უღალატეს,თვითონ ჰიტლერს კი პარანოია ემართება, მას ხან გიჟური ოპტიმიზმის შემოტევა აქვს და ხან თვითმკვლელობის სურვილით შეპყრობილი დეპრესიაში ვარდება.
ბოროტების სავანე: აპოკალიფსი
Resident Evil: Apocalypse
სურათის მოქმედება ვიტარდება სევდიანად ცნობილ რაკუნ-სითის ქუჩებში, ქალაქის, რომელსაც ძლიერი კორპორაცია ”ამბრელა” აკონტროლებს. ქიმიური კატასტროფის შემდეგ ქალაქის მოსახლეობა ნელ-ნელა ზომბებად იქცევა, ისინი კი ვის გონებაც ბოლომდე არ იმოქმედა საშინელმა ვირუსმა,თავის ბოლო დღეებს შიშის ატმოსფეროში და სიკვდილს ნატვრაში გაატარებენ
დედოფალი მარგო
dedofali margo / Queen Margot
1572 წლის 24 აგვისტოს ღამე, ცნობილი როგორც ბართლომეს ღამე. საფრანგეთში რელიგიური ომი მიდის. ქვეყანაში წესრიგის დასამყარებლად, მშვენიერი და ამაყი პრინცესა მარგო, კათოლიკური მეფის კარლ IX და, ცოლად პროტესტანტს გენრიხ ნავარსკის უნდა გაყვეს. ქორწილის მერე კი ბართლომეს ღამე მოხდა, რომელსაც სასტიკმა ეკატირინა მედიჩიმ გაუწია ორგანიზება.
სტალინგრადი
Stalingrad
სტალინგრადის ბრძოლა იყო ერთ-ერთი მთავარი მოვლენა მეორე მსოფლიო ომში. გერმანიის მთავარსარდლობას სურდა დაეპყრო ქალაქი სტალინგრადი და მდინარე ვოლგის მარცხენა სანაპირო, რომელზეც გადიოდა მთავარი სატრანსპორტო გზა ქვეყნის ევროპულ და აზიურ ნაწილებს შორის. სტალინგრადის დაპყრობით გერმანელებს გზა ეხსნებოდათ მთავარი ნავთობის საბადოებისაკენ - გროზნოსა და ბაქოსკენ. 1941 წლის ზამთარში, იმის გამო, რომ გერმანული არმია არ იყო მზად ზამთრის ომებისათვის, მათი შეტევა მოსკოვზე შეჩერდა და საბჭოთა ჯარების კონტრშეტევის შედეგად უკანაც დაიხიეს..