ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
სენდმენი
THE SANDMAN
მოთხრობის მთავარი გმირი მორფეუსია. ის ოცნებების ოსტატია. მართალია, ამ ყველაფერთან ერთად, ის უბრალო ოკულტისტმა მოატყუა, მან მოახერხა მორფეუსის დამწყვდევა ხანგრძლივი სამოცდაათი წლის განმავლობაში. ღვთაება მთელი ძალით ცდილობდა ბორკილების მოშორებას. ამდენი წლის შემდეგ მან მაინც მოახერხა მშობლიურ სამყაროში დაბრუნება, რომელიც შეიცვალა. ახლა მორფეუსი შეეცდება დაიბრუნოს თავისი ძალები, თუმცა, როგორც გაირკვა, მის გარშემო არა მხოლოდ სამყარო შეიცვალა, არამედ თავადაც სრულიად განსხვავებული გახდა...
ხავერდოვანი ბენზოხერხი
Velvet Buzzsaw
მდიდარი მხატვრები და კოლექციონერები ნებისმიერ თანხას გადაიხდიან როდესაც ხელოვნება მომგებიან ინვესტიციას წარმოადგენს. ისინი მზად არიან დანაშაულიც კი ჩაიდინონ, რადგან ადამიანის სიხარბესა და მომხვეჭელობას საზღვარი არ აქვს. როდესაც ასპარეზზე ახალი ნიჭიერი ხელოვანი გამოდის ყოველი ადამიანი, ვინც პირადი სარგებლობისკენ მიისწრაფვის, მისტიური და ჯოჯოხეთური ძალის სამიზნე ხდება.
მერი შელი | Mary Shelley
„მერი შელი“ არის ბიოგრაფიული დრამა, რომელიც მოგვითხრობს ლეგენდარული ავტორის, მერი შელის, ახალგაზრდობაზე და იმ მოვლენებზე, რომლებმაც მის სახელგანთქმულ ნოველას „ფრანკენშტაინი“ ჩაუყარა საფუძველი. მერი, რომელსაც ოჯახური კონფლიქტები და პირადი ტკივილები მუდმივად თან სდევს, პოეტ პერსი ბიშ შელისთან ურთიერთობით იპოვის შთაგონებასა და თავისუფლებას, თუმცა, ამ ურთიერთობას თან სდევს ბევრი ტანჯვა და გულისტკივილი. ფილმი ასახავს მერის ბრძოლას როგორც მწერლად და ქალად თავის დამკვიდრებისთვის ეპოქაში, როდესაც მისი იდეები და შესაძლებლობები ჩრდილში იყო მოქცეული. „მერი შელი“ არის ამბავი სიყვარულზე, დაკარგვაზე და შემოქმედებით ტკივილზე, რომელიც შთამბეჭდავად აცოცხლებს მერის დაუვიწყარ ისტორიას.
მოგზაურობის დასასრული
mogzaurobis dasasruli / Journey\'s End
ისტორია ბრიტანელი ოფიცერების გუნდზე პირველი მსოფლიო ომის ბოლო გაზაფხულზე. ახალგაზრდა და გულუბრყვილო ლეიტენანტი რეილი უერთდება ფრონტზე მისი ბავშვობის კუმირსა და ოჯახის ახლობელს, კაპიტან სტენჰოუპს. მას წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ შეიცვალა იგი მსახურებისას
გზაზე
gzaze / On the Road
დინი და სალი ბითნიკების კლასიკური წარმომადგენლები არიან. გამოცდილების მისაღებად და ცხოვრების არსის საპოვნელად მეგობრები მთელს ამერიკას მოივლიან მანქანით
მარადისობის მოლოდინში
Waiting for Forever
ბავშვობის საუკეთესო მეგობრები, უილი და ემა, დიდი ხანია რაც დაშორდნენ ერთმანეთს. ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობს ემა. უილისთვის კი იგი ყოველთვის მნიშვნელოვანი ადამიანი იყო მის ცხოვრებაში. უილი თვლიდა, რომ ისინი დაკავშირებული არიან ერთმანეთთან და ყოველთვის დაყვებოდა უკან. მას არც სახლი აქვს, არც ავტომობილი ჰყავს, არც მუდმივი სამუშაო - უილი ცხოვრობს და დროდადრო მუშაობს ილუზიონისტად. როცა მოულოდნელად ავად გახდება ემას მამა, გოგონა მშობლიურ ქალაქში ბრუნდება და ცდილობს უკან მოიტოვოს წარუმატებელი პირადი ცხოვრება და სატელევიზიო მსახიობის კარიერა...