ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
სამერლენდი
Summerland
მეორე მსოფლიო ომის დროს, ინგლისელი ქალი გულს გადაუხსნის ერთ ევაკუირებულს. ეს არის ქალობის, სიყვარულისა და მეგობრობის ძალიან ამაღელვებელი ისტორია.
დედოფლის კორგი
The Queen\'s Corgi
მულტფილმი უელშ კორგი პემბროკის სახელად რექსის თავგადასავალის შესახებ მოგვითხრობს – ბრიტანეთის დედოფლის, ელიზაბედ II-ის, საყვარელი ძაღლი, რომელიც ერთ დღეს თავის პატრონს მხედველობიდან დაკარგავს და ხმაურიანი ქუჩების შუაგულში სრულიად მარტო დარჩება. ფეშენებლური სასახლის მკვიდრი უეცრად უცხო და არასტუმართმოყვარე სამყაროში მოხვდება, სადაც იგი სხვადასხვა ჯიშის ბოროტი ძაღლების პირისპირ აღმოჩნდება. უჩვეულო თავგადასავლების დროს, რექსის სახლში მისასვლელი გზის, მოულოდნელი სიყვარულის და მისი ნამდვილი “მე-ს” პოვნა მოელის
ქურდების მეფე
KING OF THIEVES
ბებერი თაღლითების ბანდა, ლონდონის საიუველირო კვარტალის გრანდიოზულ ძარცვას ახორციელებს.
ღამის მატარებელი ლისაბონამდე
Night Train to Lisbon
\"Night Train to Lisbon\" არის 2013 წლის დრამატული თრილერი, რომელიც შვეიცარიელი ფილოსოფოსისა და მწერლის, პასკალ მერსიეს ამავე სახელწოდების რომანის მიხედვითაა გადაღებული. ფილმი მოგვითხრობს შვეიცარიელი პროფესორის, რაიმუნდ გრეგორიუსის (ჯერემი აირონსი) ცხოვრებაში მოულოდნელად განვითარებულ მოვლენებს, რომლებიც მას ახალსა და იდუმალ მოგზაურობაში ჩათრევს. რაიმუნდი შვეიცარიის პატარა ქალაქში ცხოვრობს, სადაც ლათინურს ასწავლის და მარტოხელა ცხოვრებით ცხოვრობს. მისი ყოველდღიურობა რადიკალურად იცვლება, როდესაც ერთ დღეს, გზაზე გადაარჩენს ქალს, რომელიც აპირებდა ხიდიდან გადახტომას. შემთხვევის შემდეგ ქალს თავისი პალტო რჩება, რომლის ჯიბეში რაიმუნდი პორტუგალიელი მწერლის, ამადეუ დე პრადოს, ფილოსოფიურ წიგნს და ლისაბონის მატარებლის ბილეთს პოულობს. სპონტანურად, რაიმუნდი ამ მატარებელში ჩაჯდება და ლისაბონში მიემგზავრება, რათა მეტი გაიგოს წიგნის ავტორისა და მისი ფილოსოფიის შესახებ. ლისაბონში ყოფნისას, რაიმუნდი იკვლევს პრადოს ცხოვრებისეულ ისტორიას, რომელიც დაკავშირებულია პორტუგალიის დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლის, სიყვარულისა და მსხვერპლშეწირვის სევდიან თემებთან. პრადოს წარსულის საიდუმლოებები და მისი გავლენა ახლანდელ ცხოვრებაზე რაიმუნდისთვის ღრმა სულიერ გამოცდილებად იქცევა.
კვარტეტი
Quartet
ოვაციები, ყვავილები და თაყვანისმცემლები წარსულში დარჩნენ, მაგრამ თამამი მოხუცები ბიჩემ-ჰაუსიდან ბრიტანული ოპერის სცენის სახლიდან არ აპირებენ..
უკანასკნელი სურვილები
Last Orders
სიკვდილის წინ ჯეკ არტურ დოდსმა სთხოვა მეგობრებს მისი ფერფლი ზღვაზე გაფანტონ. ჯეკი ძალიან უყვარდათ მეგობრებს, ამიტომ მისი გარდაცვალების შემდეგ რეი, ლენი, ვიკი და ვინსი ჯდებიან მანქანაში და ზღვაზე მიემგზავრებიან, მეგობრის უკანაკნელი სურვილის შესასრულებლად
ექიმი ჟივაგო
Doctor Zhivago
რუსი მწერლის, ბორის პასტერნაკის ნაწარმოების ეკრანიზაცია, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და დღეს კლასიკადაა აღიარებული.ომარ შარიფი და ჯული კრისტი ორ მთავარ გმირს განასახიერებენ, რომლებსაც ერთმანეთი უყვართ, მაგრამ ერთად ყოფნას ვერ ახერხებენ