ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
დროის მოგზაურობა
Voyage of Time: Life\'s Journey / ქართულად
სამყაროს ზეიმი, რომელიც აჩვენებს მთელ დროს, მისი დაწყებიდან საბოლოო ნგრევამდე. ეს ფილმი განიხილავს ყველაფერს, რაც მოხდა სამყაროს მოსამზადებლად, რომელიც ახლა ჩვენს წინაშე დგას: მეცნიერება და სული, დაბადება და სიკვდილი, გრანდიოზული კოსმოსი და ჩვენი პლანეტის წუთისოფლის სიცოცხლის სისტემები. (ფართო ვერსია ქეით ბლანშეტის თხრობით.)
თასების რაინდი
Knight of Cups
ლოს-ანჯელესში მცხოვრები სცენარისტი ცდილობს გაერკვეს თავის ცხოვრებაში და უცნაურ მოვლენებში, რომელიც მის ცხოვრებაში ხდება.
საოცრებისკენ
To the Wonder
მარინა და ნილი მონ-სენტ-მიშელიდან ოკლაჰომაში ბრუნდებიან, სადაც პრობლემები იწყება. ნილი რომანს აჩაღებს ჯეინთან, მარინა კი ქმარს ჩარლისთან ღალატობს. ორივე მათგანი დასხმარებლად მიმართავს მოძღვარ ქუანთინს, რომელიც პირადი ცხოვრების არქონის გამო იტანჯება და მთლიანად ჩაფლულია თავისი მრევლის ცხოვრებაში.
მკის დღეები
Days of Heaven
ბილი და ები – შეყვარებულები არიან, რომლებიც თავს და–ძმად ასაღებენ(ასე ნაკლები კითხვა ჩნდება). ისინი სამსახურის ძებნაში ამერიკაში მოგზაურობდნენ. ტეხასში, სასიკვდილოდ დაავადებული მდიდარი ფერმერი მათ სამუშაოს შესთავაზებს, სამუშაოს მოსავლის აღებისას. ბილი შეიტყობს, რომ ფერმერს მხოლოდ ერთი წლის სიცოცხლე დარჩა და შესთავაზებს ების მასზე გათხოვებას
უნაყოფო ნიადაგი
Badlands
1959 წელს ახალგაზრდა ყმაწვილი სახელად კიტი და მისი არასრულწლოვანი მეგობარი გოგონა ჰოლი გარბიან სახლიდან, გოგონას მამის მკვლელობის შემდეგ, რომელიც მათ შეხვედრებს უკრძალავდა. მონტანას უნაყოფო მიწებზე მგზავრობისას წყვილი დაუნდობელი მკვლელობების სერიას ჩაიდენს..