ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
საზიზღარი მე 4
Despicable Me 4
ფილმის „საზიზღარი მე 4“ კვლავ უბრუნდება ყველასთვის საყვარელ ანტიგმირ გრიუს, რომელიც ამჯერად კიდევ უფრო დიდ გამოწვევას უნდა შეხვდეს. მასთან ერთად ისევ არიან მინიონები – მისი კომიკური და მომხიბლავი დამხმარეები, რომელთა გულწრფელობა და ხანდახან დაბნეულობა უამრავ სასაცილო სიტუაციას იწვევს. ამ ნაწილში გრიუს ახალი ავანტიურა და მისი ცხოვრებისეული არჩევანი ელის, რომელიც არა მხოლოდ მის სამყაროს, არამედ მის ოჯახსაც შეეხება. ფილმი გვთავაზობს დიდ მხიარულებას, საოცარ თავგადასავალს და წარმოუდგენელ ტექნოლოგიურ მოწყობილობებს, რაც ბავშვებისა და უფროსებისათვის ერთნაირად სახალისო იქნება. „საზიზღარი მე 4“ გვპირდება ისევ იმას, რასაც ამ ფილმის სერიები ასე განსაკუთრებულს ხდის – ოჯახური ღირებულებების, მეგობრობისა და სიყვარულის სასაცილო და თბილ კომბინაციას.
სქესთა ომი
Battle of the Sexes
55 წლის უიმბლდონის ჩემპიონის ბობი რიქსისა და 29 წლის ტენისის მოთამაშე ქალის ბილი ჯინ კინგის დაპირისპირების ისტორია. ლეგენდარულმა მატჩმა , რომელიც 1973 წელს ჩატარდა ტელეეკრანებთან 50 მილიონი მაყურებელი შეკრიბა და დაამტკიცა, რომ პროფესიონალი ქალი ტენისის მოთამაშეები უთანაბრდებიან მამაკაც მოთამაშეებს.
საზიზღარი მე 3
Despicable Me 3
გრუმ და მისმა ცოლმა უნდა შეაჩეროს 80-იანი წლების ვარსკვლავი ბალტაზარი , რომელსაც მსოფლიოს დაპყრობა სურს.
დიდი შემცირება
The Big Short
ფილმი მოგვითხრობს კაცზე, რომელმაც გლობალური ეკონომიკის კრიზისით მილიარდები იშოვა..
საზიზღარი მე 2
Despicable Me 2
ყველასთვის საყვარელი ანიმაციის მეორე ნაწილი - გრუ და გოგონები, ექიმი ნეფარიო და ძალიან ბევრი საყვარელი მინიონი, აგრეთვე ახალი პერსონაჟები და თავგადასავალი გელოდებათ წინ.
საზიზღარი მე
Despicable Me
შეხედულებით საზიზღარი, მაგრამ შინაგანად კეთილი გრიუ ცდილობს მსოფლიოში ნომერ პირველი ბოროტმოქმედის სახელი დაიმკვიდროს. ამისათვის ის გადაწყვიტავს მთვარე მოიპაროს, თავისი შექმნილი მინიონების არმიის დახმარებით. საქმეს კონკურენტები ართულებენ, ყველაფერთან ერთად მას ხელს უშლის ოჯახური მდგომარეობაც - გრიუ იძულებულია სამ ობოლზე იზრუნოს.
40 წლის ვაჟიშვილი
The 40 Year Old Virgin
ადამიანის ისტორია, რომელსაც პრაქტიკულად ყველაფერი აქვს, სექსის გარდა. მეგობრები გადაწყვიტავენ გამოასწორონ ეს საწყენი შეცდომა და მას წყვილს შეურჩევენ.