ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
გამართლება
Rampart
სიუჟეტს საფუძვლად უდევს რეალური სკანდალი დატრიალებული ლოს ანჯელესის პოლიციის სპეციალურ განყოფილებაში, რომელშიც ორმოცდაათზე მეტი ოფიცერი წარდგა ადგილობრივი ხელისუფლების წინაშე, კორუფციასთან და თანამდებობის უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით.ოფიცერი, რომელიც შემთხვევით ჩათრეულ იქნა ამ საქმეშე, ცდილობს აღადგინოს მისი კარგი სახელი და რეპუტაცია
შიკრიკი
The Messenger
აშშ-ს არმიის სერჟანტი უილ მონტგომერი დაბრუნდა ერაყიდან და ახალი მოვალეობა გაუჩნდა - მან დაღუპული ჯარისკაცების ქვრივებს პირადად უნდა აცნობოს, რომ მათი მეუღლეები ფრონტიდან ცოცხლები ვეღარ დაბრუნდებიან. ძნელია \"სიკვდილის მოციქულის\" ეთიკური დილემის წარმოდგენა, რადგან სერჟანტ მონგომერის ერთ-ერთი ქვრივის მიმართ გრძნობები გაუჩნდა...
დიდი თევზი
Big Fish
მომაკვდავი მამის სანახავად მშობლიურ ქალაქში ჩასული ფილმის გმირი ცდილობს უკეთ გაიცნოს საკუთარი მშობელი. ამ მიზნით მის მიერ შეგროვებულ ცნობებს მამის ცხოვრების შესახებ მოულოდნელ აღმოჩენამდე მიჰყავთ იგი..
დიდი მამიკო
Big Daddy
ბავშვებს მშობლების ამორჩევა რომ შეეძლოთ, ყველა 30 წლის სანის აირჩევდა. ის ხომ ყველაფრის უფლებას მოგცემდათ. ჭამე რამდენიც გინდა კეტჩუპი, სადაც გინდა იქ გადააფურთხე, თუ გინდა ქუჩაში ლასტებით იარე, არ დაიძინო, ხელებსაც ნუ დაიბან და საწოლიც არ გაასწორო..
მაკულატურა
Pulp Fiction
ბურგერების მოყვარული დაქირავებული მკვლელი, მისი ფილოსოფოსი პარტნიორი, განგსტერის ნარკოტიკით გაბრუებული მეწყვილე და არავისთვის საჭირო მოკრივე - ამ კომედიური ელფერის კრიმინალურ ფილმში მათი გზები იკვეთება. მათი თავგადასავალი სამ ისტორიად არის მოთხრობილი, რომლის გმირებიც დროში მოგზაურობენ..
მილერის გზაჯვარედინი
Miller\'s Crossing
მილერის გზაჯვარედინი ძმები კოენების პირველი წარმატებული ფილმია, რომელმაც ფართო მაყურებლამდე მიაღწია. ერთ-ერთი საუკეთსო ფილმი მაფიაზე, რომელიც რადიკალურად განსხვავდება ტიპიური მაფიოზური ფილმებისგან..
ნიუ-იორკის მეფე
King of New York
ციხიდან გამოსვლისას, განგსტერი ფრენკ უაითი გამოაცხადებს, რომ ნიუ–იორკში ნარკოტიკებით ვაჭრობას თვითონ გააკონტროლებს და გაანადგურებს ყველას, ვინც მის გზაზე დადგება. ნიუ–იორკი სისხლიანი გარჩევების არენად იქცევა..