ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
უდარდელი
Happy-Go-Lucky
პოპის უდარდელი ცხოვრების რამდენიმე ეპიზოდი, ის სამხრეთ ლონდონში ცხოვრობს და საოცარი ოპტიმისტია.
ღვთიური შობა
The Nativity Story
ფილმი მოგვითხრობს ღვთისმშობელი მარიამის და იოსების მძიმე მოგზაურობის შესახებ, მას შემდეგ, რაც ისინი ნაზარეთიდან განდევნეს. მოგზაურობის დროს ისინი ბედმა არაერთხელ გამოსცადა. მათი გზა მთავრდება ბეთლემში, სადაც იესო დაიბადა..
სახელითა მამისათა
saxelita mamisata / In the Name of the Father
ფილმის მოქმედება 1974 წელს იწყება, როდესაც ჩრდილოირლანდიურ ქალაქებში რეგულარული არმია იდგა, ინგლისში კი ზედიზედ ფეთქდებოდა სახლები. ფილმის მთავარი გმირი აპოლიტიკური ირლანდიელია, სახელად ჯერი, რომელიც მეტალის ქურდობით ირჩენს თავს. მისივე თქმით იმ დროს ჯერის მხოლოდ ორი რამ აინტერესებდა - თავისუფალი სიყვარული და ნარკოტიკები. და როდესაც მამამ, დეიდა ენთან, ლონდონში გააგზავნა, მან თავისი ადგილი ჰიპების კომუნაში მოძებნა, სადაც მშვენივრად გრძნობდა თავს. მაგრამ ერთხელაც ყველაფერი შეიცვალა. ჯერის და მისი მეგობრის თვალწინ ბარი აფეთქდა...