ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
ჩემი მარცხენა ფეხი
My Left Foot: The Story of Christy Brown
ფილმი გადაღებულია ირლანდიელი ინვალიდის, კრის ბრაუნის მიღწევების შესახებ. ბრაუნი ცერებრალური დამბლის მსხვერპლი გახდა და გარშემო ყველას განუვითარებელ ადამიანად მიაჩნდა. რომ არა დედის და ოჯახის სიყვარული, აგრეთვე საკუთარი გმირობა და მიზანდასახულობა, ის არ ისწავლიდა ფეხის თითებით ხატვას და წერას. დეი-ლუისმა ნამდვილად დამსახურებულად მიიღო ოსკარი ბრაუნის როლის შესრულებისთვის. აგრეთვე ოსკარი მიიღო ფრიკერმაც - დედის როლის შესრულებისთვის.
451 ფარენჰაიტით
Fahrenheit 451
რეი ბრედბერის ცნობილი რომანის ეკრანიზაცია. მომავლის სამყარო, რომელშიც ყველანაირი ბეჭდვითი გამოცემა ნადგურდება მეხანძრეთა სპეციალური რაზმების მეშვეობით, წიგნების მიმართ ინტერესი და მათი შენახვა კი კანონით ისჯება. სერჟანტი მონეგი ბრმად ასრულებს ბრძანებებს, მაგრამ კლარისასთან შეხვედრა აიძულებს გადახედოს საკუთარ ცხოვრებას.