ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
მეგა 2: ფსკერზე | MEG 2: THE TRENCH
ექშენ-ჰორორი, მარიანას ღრმულიდან ამოსული კიდევ ერთი პირველყოფილი ურჩხულის, კარხაროდონის მეგალოდონის შესახებ, რომელიც მილიონობით წლის წინათ გადაშენებულად ითვლებოდა, და რომელსაც ახლა გამოცდილი დრაივერი და გემის კაპიტანი იონა ტეილორი დაუპირისპირდება. გაბედული და გამოცდილი მკვლევარი დრაივრების ჯგუფთან ერთად იკვლევს ოკეანის ყველაზე უცნობ და ღრმა წყლებს. მაგრამ მათი მოგზაურობა გადაიქცევა ქაოსად, როდესაც სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება საფრთხეს შეუქმნის მათ მისიას და აიძულებს გადარჩენისთვის ბრძოლას. ახლა კოლოსალური მეგალოდონის და გარემოს დაუნდობელი მძარცველების წინააღმდეგ ბრძოლაში, გმირებმა უნდა აჯობონ თავიანთ დაუნდობელ მტაცებლებს დროის წინააღმდეგ ინტენსიურ რბოლაში.
ბოროტების სავანე 5: შურისძიება
Resident Evil: Retribution
სასიკვდილო T–ვირუსი, რომელიც შეიქმნა კორპორაცია \"ამბრელას\" ლაბორატორიაში ნელ-ნელა მსოფლიოს მოსახლეობას აქცევს ზომბებად. კაცობრიობის ბოლო იმედია ელისი, რომელიც ადგილს დაიმკვიდრებს კორპორაციის კვლევითი ბაზების შუაგულში და იგებს კიდევ უფრო მეტს საკუთარი ბურუსით მოცული წარსულის შესახებ. ელისი ეძებს გლობალური კატასტროფის წარმოშობის მიზეზებსა და დამნაშავეებს
დიდი გასროლა
The Big Bang
კერძო დეტექტივს ქირაობენ იმისთვის, რომ იპოვონ დაკარგული სტრიპტიზის მოცეკვავე. ადვილი საქმე ნელ-ნელა იხლართება - ის, ვისაც დეტექტივი დაკითხავს - კვდება...
ერაგონი
Eragon
მოქმედება ვითარდება ჯადოსნურ ქვეყანაში ალაგეზიაში, რომელიშიც ელფები, ჯუჯები და სხვა ზღაპრული პერსონაჟები ცხოვრობენ. ფილმის მთავარი გმირი - 17-წლის სოფლელი ბიჭია სახელად ერაგონი, ის უკანასკნელი გვარის წარმომადგენელია, როდესღაც ძლევამოსილი დრაკონების მხედდრებიდან. ერთხელ ერაგონი იპოვის დრაკონის კვერცხს. ერაგონს ბედზე უწერია დრაკონი - საფვირას გაზრდა და მოვლა; დიდ ომში მონაწილეობის მიღება; ელფების ქალაქის ელესმერას ძიებაში უნახავ მიწებზე გავლა, რომლებიც ავსებულები არიან საფრთხით და სილამაზით; შეებრძოლება ჯადოქრებთან და ურჩხულებთან; ჩასვლა მთის შუა გულში ჯუჯების სამეფოში, იმისათვის რომ გახდეს პირველი თავისუფალი მებრძოლი, რომელიც არაა დამოკიდებული არც მხედართა მეფეზე, არც ვარდენების წინამძღოლზე
ბოროტების სავანე: აპოკალიფსი
Resident Evil: Apocalypse
სურათის მოქმედება ვიტარდება სევდიანად ცნობილ რაკუნ-სითის ქუჩებში, ქალაქის, რომელსაც ძლიერი კორპორაცია ”ამბრელა” აკონტროლებს. ქიმიური კატასტროფის შემდეგ ქალაქის მოსახლეობა ნელ-ნელა ზომბებად იქცევა, ისინი კი ვის გონებაც ბოლომდე არ იმოქმედა საშინელმა ვირუსმა,თავის ბოლო დღეებს შიშის ატმოსფეროში და სიკვდილს ნატვრაში გაატარებენ
ფორტიტუდი
fortitudi / Fortitude
მორიგი მკვლელობა ხდება მიყრუებულ ქალაქში - ამჯერად არქტიკის განაპირას. დეტექტივი მორტონი გამოცხადდება პოლარულ ფორტიტიუდში, რომ გამოიძიოს ამოუცნობი მკვლელობების სერია