ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
განსაკუთრებულ ჯენტლმენთა ლიგა | The League of Extraordinary Gentlemen
მე-20 საუკუნის მიწურულს, ინგლისის სახელმწიფო ბანკზე თავდასხმამ, რომელიც სავარაუდოდ გერმანელმა ჯარისკაცებმა მოაწყვეს და შემდგომ ბრიტანელი ჯარისკაცების ფორმაში გადაცმული პირების მიერ, გერმანიის დირიჟაბლების ქარხანაზე განხორციელებულმა შეტევამ, ევროპა ომის ზღვრაზე მიიყვანა. ბრიტანეთის მთავრობის ემისარი ჩადის აფრიკაში, რომ ლეგენდარული ალან ქუოთერმენი საქმის გამოძიებაში ჩართოს.
იპოვო ფორესტერი
Finding Forrester
მწერალი უილიამ ფორესტერი მრავალი წელია რაც, საკუთარი ნებით, განდეგილად ცხოვრობს. ის ხალხში უკანასკნელად ორმოცი წლის წინ გამოჩნდა, როდესაც მისი შესანიშნავი წიგნი დაიბეჭდა. მას შემდეგ, მისი სახლის ზღურბლზე არავის გადაუბიჯებია. მაგრამ 16 წლის ჯამალ უოლესმა მასთან შეღწევა მოახერხა. ეს შემთხვევითი შეხვედრა საბედისწერო აღმოჩნდა. ფორესტერს კარს მიღმა ცხოვრების ინტერესი კვლავ გაუჩნდა, ჯამალი კი, რომელსაც ბრწყინვალე სპორტული მომავალი აქვს, მიხვდა, რომ მისი ჭეშმარიტი მოწოდება - ლიტერატურაა...
პირველი რაინდი
pirveli raindi / First Knight
კიდევ ერთი ისტორია მეფე არტურისა და კამელოტის ლეგენდის შესახებ. არტურმა თავის სურვილის მიუხედავად ტახტი ლანსელოტს უნდა გადასცეს, გუინევრა კი თავისი ქმრის მიმართ ერთგულების და მისი მეტოქის სიყვარულს შორის იტანჯება
რობინ ჰუდი ქურდების უფლისწული
Robin Hood: Prince of Thieves
როდესაც ნოთინგჰემის მხდალმა შერიფმა რობინის მამა მოკლა, ლეგენდარულმა მშვილდოსანმა დაიფიცა, რომ შურს იძიებდა. მისიის შესასრულებლად ის დამხმარე ძალად განდევნილ თანასოფლელებს (და სანდომიან ქალიშვილ მერიენს) შეეკვრება. ერთად ისინი ბოროტი შერიფის წინააღმდეგ იბრძვიან.
ინდიანა ჯონსი და უკანასკნელი ჯვაროსნული ლაშქრობა
Indiana Jones and the Last Crusade
ინდიანა წმინდა გრაალის ძებნით არის დაკავებული.იგი უამრავ საოცრებებს აღმოაჩენს.ინდიანა მოგზაურობის დროს იპოვის სასმისს,რომელიც იესო ქრისტეს ხელში ეკავა...
ხელშეუხებელნი
The Untouchables
ახალგაზრდა აგენტი ელიოტ ნესი ჩიკაგოში ჩამოდის და ალ კაპონეს გამოჭერა აქვს გადაწყვეტილი. ეს ადვილი არ არის, კაპონე პოლიციასთანაა შეკრული. ნესი ჯიმი მელოუნს შეხვდება და დახმარებას სთხოვს. ჯიმი აფრთხილებს, რომ კაპონეს დაჭერა ომის გამოცხადებას ნიშნავს.
მთიელი
mtieli / Highlander
მისი პირველი ბრძოლა შოტლანდიის მთებში მოხდა 1536 წელს. მის ყველაზე მნიშვნელოვან ბრძოლას იგი ნიუ-იურკკში გამართავს 1986 წელს. მისი სახელია კონორ მაკლეოდი. იგი უკვდავია
ვარდის სახელი
vardis saxeli / The Name of the Rose
ფრანცისკანელი მორჩილი ვილიამი და მისი ახალგაზრდა თანმხლები იძიებენ მისტიკური მკვლელობების სერიას შუასაუკუნეების სააბატოში
ბრილიანტები სამუდამოდ
briliantebi samudamod / Diamonds Are Forever
ბრილიანტებს იპარავენ იმისათვის, რომ გადაყიდონ საერთაშორისო ბაზარზე. ჯეიმს ბონდი მორიგი მისიის შესასრულებლად მიდის ლას-ვეგასში, სადაც მის მოსისხლე მტერს ბლოფელდს ხვდება.
ჯეიმს ბონდი აგენტი 007: მხოლოდ ორჯერ ცოცხლობ
jeims bondi agenti 007: mxolod orjer cocxlob / You Only Live Twice
ბოროტმოქმედების ცბიერებას საზღვარი არააქვს. ამ ჯერად ჯეიმს ბონდი იაპონიაში იძიებს საქმეს.ეს არის მეხუთე ფილმი ბონდიანას სერიიდან
ჯეიმს ბონდი აგენტი 007: სფერული მეხი
jeims bondi agenti 007: sferuli mexi / Thunderball
კრიმინალურმა ორგანიზაციამ ორი ატომური ბომბი ჩაიგდო ხელში და გამოსასყიდად 100 მილიონ დოლარს ითხოვს ბრილიანტების სახით, რომელიც 7 დღეში უნდა მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ატომურ იარაღს გამოიყენებენ. \\R\\N საიდუმლო სამსახური ჯეიმს ბონდს ბაჰამის კუნძულებზე აგზავნის,რომ მან კიდევ ერთხელ გადაარჩინოს მსოფლიო
ჯეიმს ბონდი: გოლდფინგერი
Goldfinger
ბონდი მაიამიში ისვენებს, როცა M -ისგან გოლდფინგერზე თვალთვალის დავალებას იღებს. ბონდი გოლდფინგერის მეგობარ გოგონას ჯილ მასტერსონს იტაცებს, მაგრამ თავდასხმის შემდეგ გონებაზე მოსული აღმოაჩენს, რომ ჯილი მკვდარია და მისი სხეული ოქროს საღებავითაა დაფარული. ლონდონში დაბრუნების შემდეგ ბონდს გამოძიების გაგრძელებას დაავალებენ, მაგრამ გააფრთხილებენ , რომ ეს დავალება მის ვენდეტად არ უნდა იქცეს. ბონდი გოლდფინგერს ვერ დაუმეგობრდება, მას თვალთვალში გამოიჭერენ და დატყვევებულს ამერიკაში წაიყვანენ. ის გოლდფინგერის გეგმის შესახებ შეიტყობს, რომელსაც კოდური სახელი \"დიდი სლემი\" ჰქვია, რაც ფორტ ნოუზე თავდასხმას და გოლდფინგერის ოქროს მარაგის გაზრდას გულისხმობს. შეძლებს თუ არა ბონდი გოლდფინგერის შეჩერებას? \\R\\Nლეგენდარული ბონდიანის მესამე ფილმი შონ კონერის მონაწილეობით.