ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
ეიფორია
Euphoria
**„ეიფორია“ (Euphoria, 2018)** არის დრამატული ფილმი, რომელიც მოგვითხრობს ორი დაზე, ინგრიდზე და ემილიაზე, რომლებიც წლების მანძილზე დაშორებულნი იყვნენ და ახლა ცდილობენ ურთიერთობის აღდგენას. ფილმი ვითარდება მაშინ, როდესაც ემილია, რომელიც სერიოზულ ავადმყოფობას ებრძვის, ინგრიდს მასთან ერთად დაუვიწყარ მოგზაურობაში წასვლას სთხოვს. ისინი ერთად მიემართებიან უჩვეულო, იზოლირებულ თავშესაფარში, რომელიც ცხოვრების დასრულების ადგილია. ფილმი გვიჩვენებს დებს შორის რთულ და მტკივნეულ ურთიერთობას, როგორ უწევთ მათ სიცოცხლესთან, სიკვდილთან და ურთიერთობების შეცდომებთან დაპირისპირება. „ეიფორია“ არის სევდიანი, ემოციურად დატვირთული ისტორია, რომელიც ეხება სიცოცხლის ფინალს, პატიებას და საკუთარ თავთან და ერთმანეთთან შერიგების მნიშვნელობას.
უცნობი
The Little Stranger
ომის შემდგომი ზაფხულის ერთ ცხელ დღეს ვორვირკშირში, განმარტოებით მდგომ „ჰანდრედს ჰოლში“ ავადმყოფთან ექიმს გამოიძახებენ. ეს სახლი აირისების ოჯახის საცხოვრებელია ორ საუკუნეზე მეტი ხანია. ახლა სახლი დანგრევის პირასაა. რამე უფრო ავისმომასწავებელი ხომ არ ემუქრებათ აირისებს, ვიდრე ეს გაუბედურებული ცხოვრება?
მკვლელის კრედო | Assassin\'s Creed
რევოლუციური ტექნოლოგიის საშუალებით, რომელსაც მემკვიდრული ინფორმაციის გათავისუფლება შეუძლია, კალუმ ლინჩი გამოცდის მისი წინაპრის თავგადასავლებს მეთხუთმეტე საუკუნეში
45 წელი
45 Years
ქეით მერსერი და მისი მეუღლე ჯეფი იძულებული არიან, თავიანთი ქორწინების 40 წლის იუბილე გადადონ, რადგანაც ჯეფის შუნტირების ოპერაციის გადატანა უწევს. საკმაოდ უცნაურ, მემარცხენე, უშვილო, პროვინციელ წყვილს ერთი კვირა დარჩა, სანამ თავიანთი ერთად ყოფნის 45 წლის იუბილეს იზეიმებენ. კაცმა რომ თქვას, ეს კვირა მხოლოდ დაგეგმვას, ტანსაცმლის შეძენას და საზოგადოებასთან ხანმოკლე ურთიერთობას დაჭირდება. მოულოდნელად ჯეფი შვეიცარიის ხელისუფლებისგან გამანადგურებელ ინფორმაციას იღებს: მისი ყოფილი შეყვარებულის, კატიას უნაკლოდ შენახული სხეული იპოვეს 50 წლის შემდეგ, რაც ის ალპების მყინვარიდან გადაიჩეხა. ამ ინფორმაციის მიღების წამიდან, ქეითი ოთახში თანდათან კატიას სუნამოს სუნს გრძნობს და ქორწინების შესახებ მისეული ხედვა სამუდამოდ იცვლება.
მინდა რაღაც გითხრა
minda ragac gitxra / Blame It on Mum
როდესაც მოულოდნელად ცნობილი ხდება, რომ ოჯახის დედა წარსულში გატაცებული იყო ერთი მამაკაცით, ყველაფერი თავდაყირა დგება. ეს საიდუმლო გამჟღავნდება ერთ-ერთი ქორწინების ცერემონიის დროს, რასაც ოჯახში სრული ქაოსი მოჰყვება. ოჯახის წევრები იწყებენ საკუთარ თავზე ფიქრს, ეჭვებსა და გრძნობებს, რაც კომიკურ და ემოციურ სიტუაციებში გადაიზრდება. ოჯახი ცდილობს, შეეგუოს ამ ახალ რეალობას და გაარკვიოს, რა არის ნამდვილი სიყვარულისა და ერთგულების მნიშვნელობა. „მინდა რაღაც გითხრა“ არის კომედიური დრამა, რომელიც ეხება ოჯახურ ურთიერთობებს, სიყვარულს და საიდუმლოებებს, რომლებიც ერთ დღეში შეიძლება თავდაყირა დააყენოს ადამიანების ცხოვრება.
ანგელა
angela / Angel
ინგლისი. XX საუკუნის დასაწყისი. ანგელა დერეველი ღარიბი, მაგრამ ლიტერატურული ნიჭით დაჯილდოვებული მომხიბვლელი გოგონაა, რომელიც წარმატებისა და სიყვარულის იმედით ცხოვრობს... პირველი ნაწარმოების გამოქვეყნების შემდეგ, ის თავს აღწევს პროვინციულ სიღარიბეს და მოდურ ცხოვრებას იწყებს... ოცნებობს ცნობილ რომანისტობაზე, არფაზე დაკვრას სწავლობს და თავის ცხოვრებას ლამაზი სურათებითა და სკულპტურებით ილამაზებს... მაგრამ მის გზას სოციალურ კიბეზე, შეცდომები და თავგადასავლები მხარდამხარ მიჰყვება