ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
შუაღამის ექსპრესი
shuagamis eqspresi / The Midnight Meat Train
ფოტოგრაფი ლეონი მის მეგობარ გოგონა მაიასთან ერთად ცხოვრობს. ისინი ფოტოხელოვნების ბიზნესში დამკვიდრებას ცდილობენ. მაია მის მეგობარ იურგისს დაუკავშირდება და ლეონისა და წარამატებული გალერეის მფლობელის, სიუზან ჰოფის შეხვედრას შეათანხმებს; სიუზანი ლეონის ნამუშევარს შეაფასებს და ურჩევს ფოტოების ხარისხი გამოასწოროს. გულგატეხილი ლეონი ღამის გასეირნებას მოაწყობს, რათა ახალი ფოტოები გადაიღოს. სწორედ ამ დროს იგი სამ პანკს აედევნება, რომლებიც მეტროსკენ მიდიან. ისინი თავს ესხმიან ახალგაზრდა ქალს, ლეონი ქალს დაიცავს, ხოლო პანკები გაქცევით უშველიან თავს. მეორე დღეს ლეონი იგებს, რომ ეს ქალი დაკარგულია. იგი პოლიციაში მიდის, მაგრამ დეტექტივი ლინ ჰადლი მის საჩივარს დიდად არ აქცევს ყურადღებას. ლეონი უცნობი ქალის ბედით შეპყრობილი გახდება, იგი მეტროს სადგურის დასათვალიერებლად მიდის,სადაც ვაგონში ყასაბს,სახელად მაჰაგონი დაინახავს და იეჭვებს, რომ სწორედ ისაა მკვლელი, ამიტომ ყველგან დაყვება და უთვალთვალებს
დაბოლილები 2 (ჰაროლდი და კუმარი 2)
Harold & Kumar Escape from Guantanamo Bay
ჰაროლდი და კუმარი ამსტერდამში არდადეგების მხიარულად გატარებას აპირებენ..მარგამ თანამგზავრები მათ ტერორისტებად ჩათვლიან... წყვილს ხელისუფლება ტერორისტობას მის მერე დააბრალებს ,რაც მათ თვითმფრინავში პლანის მოსაწევ კალიანის ამსტერდამში გადატანაზე დაიჭერენ.არადა რა საჭიროა ამსტერდამში კიდევ ერთი კალიანი?!
ჰოსტელი 2
Hostel: Part II
სამმა სტუდენტმა–გოგონამ ევროპაში მოგზაურობისას, გადაწყვიტეს ცოტა დიდი ხნით დარჩენილიყვნენ ბრატისლავაში. ისინი თვითონაც კი აზრზე არ არიან, რომ ხორცის და სისხლის სამეფოში მოხვდნენ. ადგილობრივი ერთერთი სასტუმრო ხომ, რომელშიც ჩვენი გმირები დაბინავდნენ, ბნელ საიდუმლოს ინახავს – საიდუმლო ორგანიზაციას, რომელიც წამებით და მკვლელობებითაა დაკავებული. შეძლებენ გოგოები ამ სისხლიანი ჯოჯოხეთიდან თავის დაღწევას?
ჰერკულესი
Hercules
ანტიკური ბერძნული ღმერთების, ზევსისა და ჰერას ვაჟიშვილის, ლეგენდარული ჰერკულეის ისტორია ბავშვებისათვის გასაგები და სახალისო ფორმითაა გადმოცემული.
სასარგებლო გასაჭირი
sasargeblo gasachiri / Good Trouble
ახალგაზრდა კელი და მარიანა ფოსტერები ლოს ანჯელესში გადადიან და ცხოვრებას ახალი ფურცლიდან იწყებენ