ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
პინოქიო
Pinocchio
ჯეპეტო, ღარიბი იტალიელი დურგალია, რომელიც ერთ დღეს ხის თოჯინას დაამზადებს, რომელსაც საუბარი და დამოუკიდებლად გადაადგილება შეუძლია. ჯეპოტოს, თავდაპირველად მისი გაყიდვა ჰქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ გადაწყვეტს მას შვილივით მოეპყროს და პინოქიოს დაარქმევს. თუმცა, პინოქიო ურჩი და ცრუპენტელა აღმოჩნდება. მრავალი უბედურების შემდეგ, ის ლურჯ ფერიას შეხვდება, რომელიც მას ჰპირდება, რომ გადააქცევს ნამდვილ ბიჭუნად, თუ ის კარგად მოიქცევა და იქნება გულადი და სამართლიანი, რომელსაც ყველა ემოციის სრულად განცდა შეეძლება.
ყავა და სიგარეტი
yava da sigareti / Coffee and Cigarettes
ფილმი შედგება 11 ნოველისაგან, რომლებიც ბოლო 17 წლის განმავლობაშია გადაღებული. ფილმის ყოველ ფრაგმენტში არის ორი კომპონენტი - ყავა და სიგარეტი - რომლებიც, როგორც ალამაზებენ ცხოვრებას, ასევე ავადმყოფობამდეც მივყავართ. რეჟისორი თავის პერსონაჟებს მაქსიმალურ თავისუფლებას აძლევს და თითქმის არ ცვლის მათ. ისინი ფილმში თავის თავს თამაშობენ
ასტერიქსი და ობელიქსი კეისარის წინააღმდეგ
Asterix & Obelix Take on Caesar
ჩვენ წელთაღრიცხვამდე 50 წელს ასტერიქსი და ობელიქსი , პატარა მაგრამ კარგად დაცულ სოფელში ცხოვრობენ. აქ დრუიდები ჯადოსნურ სასმელს ამზადებენ, რაც ნებისმიერ ადამიანს ძლიერ ჯარისკაცად აქცევს. როდესაც რომაელები გალიის გავლით ინგლისის არხისკენ მიემართებიან, ცეზარი და მისი რაზმი ამ საიდუმლო ელექსირის არსებობას აღმოაჩენენ და შეიპყრობენ დრუიდების ლიდერს, რომელმაც მისი დამზადების რეცეპტი იცის. ახლა ასტერიქსი და ობელიქსი მის გამოსახსნელად არიან გაგზავნილები.
ჯონი კბილსაჩიჩქნი
joni kbilsachichqni / Johnny Stecchino
ფილმი მოგვითხრობს სკოლის ავტობუსის მძღოლის დანტეს ისტორიას.ის ძაან მორცხვე იყო და სულ მარტოობაში ატარებდა დღეებს დიდი სიყვარულის მოლოდინში.
კანონგარეშე
Down by Law
მოქმედება ახალ ორლეანეში ხდება. დიჯეი ზაკი, რომელმაც მთელი რიგი წარუმატებლობები განიცადა, მოპარული ავტომობილის გადაყვანაზე დათანხმდა, რათა ცოტა ფული იშოვოს. სამწუხაროდ, მას პოლიცია აჩერებს. მისი მანქანის საბარგულში კი მკვდარია. ის ციხეში ხვდება. ლუიზიანის ციხეში მის კამერაში ორი დამნაშავე ზის, ისინი განსხვავებულები არიან, მაგრამ მოუწევთ ერთმანეთს შეეგუონ.