ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
შეშლილი გული
Crazy Heart
ასაკში შესული ალკოჰოლიკის ბედ ბლეიკის ცხოვრებაში, რომელიც წარსულში ცნობილი ქანთრის მომღერალი იყო, თითქმის უკვე ყველაფერი წარსულშია. მას აქვს უკანასკნელი შანსი, რომ შეცვალოს თავისი დარჩენილი ცხოვრება. ბედი უნდა ენდოს ახალგაზრდა ჟურნალისტს და გახდეს ქანთრის ამომავალი ვარსკვლავის პროდიუსერი..
წარმატების ფასი
A Shot at Glory
შოტლანდიური საფეხბურთო გუნდის მენეჯერს ერთად უამრავი პრობლემის მოგვარება უწევს: მან უნდა გადალახოს ოჯახური სიძნელეები, უნდა იპოვოს კავშირი და დაამყაროს კარგი ურთიერთობა ახალ ამერიკელ უფროსთან და თავის საფეხბურთო გუნდთან ერთად უნდა მოიგოს მთავარი პრიზი...
გატაცება 60 წამში | Gone in Sixty Seconds
ყოფილი მანქანების გამტაცებელი რენდელ \"მემფის\" რეინესი, რომელიც ამ საქმიანობას შეეშვა, გაიგებს რომ საჭიროა დაბრუნდეს და ერთ ღამეში 50 მანქანა მოიპაროს, რადგან მისი ძმის, კიფის სიცოცხლე საფრთხეშია. დახმარებისთვის იგი მისი წრის ხალხს შეკრიბავს. უამრავი მანქანის გატაცების სცენა, გააფთრებული პოლიცია და დიდი მღელვარება, სანამ რენდელი აქეთ-იქით დაჰქრის კიფის სიცოცხლის შესანარჩუნებლად..
მეექვსე დღე
The 6th Day
ფუტურისტული მძაფრსიუჟეტიანი ფილმი კაცზე, რომელიც საკუთარ კლონს გადაეყრება და აღმოაჩენს მსოფლიოს დაპყრობის მიზნით დაგეგმილ, დიდ საიდუმლო შეთქმულებას
ჟღალწვერიანი მამაკაცი
The Gingerbread Man
ადვოკატი რიკ მაგრუდერი წვეულებაზე აღნიშნავს გამარჯვებას, დაამარცხა რა პოლიციელის მკვლელი, როდესაც ერთ-ერთი ოფიციანტი აღმოაჩენს მანქანის დაკარგვას. რიკი მას შინ წაიყვანს და ერთი ღამის ურთიერთობით შემოიფარგლება. მას წარმოდგენაც კი არა აქვს თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს. ქალის სურვილიდან გამომდინარე იგი იძირება სიცრუის მორევში, შემდეგ კი ყველაფერი სულ უფრო რთულდება..