ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
კიმი | KIMI
კრიმინალური თრილერი, რომელშიც მოვლენები სიეტლში COVID-19-ის პანდემიის დროს ვითარდება და ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე მომუშავე, აგორაფობიით დაავადებული ახალგაზრდა გოგონას შესახებ მოგვითხრობს, რომელიც მისი კომპანიის მონაცემების ანალიზის დროს ძალადობრივი დანაშაულის მტკიცებულებებს აღმოაჩენს და წინააღმდეგობასა თუ ბიუროკრატიას ხვდება, როდესაც ის ცდილობს ამის შესახებ თავის კომპანიას შეატყობინოს. ახლა სიმართლის გამოსავლენად, გოგონა იძულებულია მის ყველაზე დიდ შიშს დაუპირისპირდეს და გავიდეს თავისი ბინიდან მომიტინგეებით სავსე ქალაქის ქუჩებში
მარტივი სირთულეები
It\'s Complicated
რომანტიკული ისტორია ქალზე, დიდი ოჯახის დედაზე, რომელიც თავისი ყოფილი ქმრის და ახალი მეგობრის შორის არჩევანს ვერ აკეთებს
აიმაღლე შენი ხმა
Raise Your Voice
ახალგაზრდა პროვინციელი გოგონა ტერი ფლეტჩერი ეკლესიაში გალობს, და ოცნებობს მომღერალი გახდეს. უფროსი ძმა მას არწმუნებს, რომ მან ხმა სრულყოფილებამდე უნდა მიიყვანოს და მიღწეულზე არ გაჩერდეს. პოლის ტრაგიკული სიკვდილის მერე მამის წინააღმდეგობის მიუხედავად გოგონა ლოს-ანჟელესში მიემგზავრება. სადაც ზაფხულის განმავლობაში, მან სერიოზული გამოსარჩევი კონკურსი უნდა გაიაროს, პრესტიჟულ მუსიკალურ სკოლაში მოსახვედრად. ამისათვის კი მთავარია თავი გამოიჩინოს მრავალ ნიჭიერ კონკურენტის შორის.
ისტორია ჩვენს შესახებ
The Story of Us
არსებობს საზღვარი დაშორების და განქორწინების შორის... ბენი და კეტი, წარმატებული ცოლ–ქმარი, ქორწილის 15 წლის შემდეგ განქორწინების საზღვარზე არიან. ისინი სცდილობენ საკუთარი ქორწინების გადარჩენას, მაგრამ წარსულში დაგროვილი უსიამოვნებები ზედაპირზე ამოდის. იქნებ გამოსავალი იმაშია, რომ ერთმანეთი ისეთები უყვარდეთ როგორებიც არიან? საუკეთესო იუმორი და ბრწყინვალე ჰოლივუდის მსახიობების თამაში
საშობაო საჩუქარი
Jingle All the Way
გაიცანით ჰოვარდ ლენგსტონი: იგი მატრასების კომპანიაში გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობს. მის შვილს იგი იმედს გაუცრუებს, როდესაც მის კარატეს წარმოდგენას გააცდენს. ამჯერად იგი შეპირებულია, რომ საშობაოდ საყვარელი სუპერ-გმირის, ტურბო-მენის სათამაშოს აჩუქებს. საუბედუროდ შობის წინა დღეს ჰოვარდი აღმოაჩენს, რომ ყველა ეს სათამაშო უკვე გაყიდულია, რის გამოც იგი იძულებული ხდება მთელ ქალაქში რამენაირად მოძებნოს შვილისთვის დაპირებული საჩუქარი...