ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
ებიგეილი
Abigail
მისტიკური დაავადების გავრცელების შემდეგ, მთავრობა ქალაქის იზოლაციას მოახდენს, ხოლო დაავადებულებს გაუკვეველ ლოკაციაზე გადაიყვანს, მათ შორის მოხვდება ებიგეილის მამაც. როდესაც გოგონა გაიზრდება, ის საკუთარ თავში ჯადოსნურ შესაძლებლობებს აღმოაჩენს და გაიგებს, რომ სინამდვილეში ქალაქის მაცხოვრებლები არა დაავადებულები, არამედ ზებუნებრივი ძალების მქონე ადამიანები არიან
კომა
Coma
საშინელი და იდუმალებით მოცული უბედური შემთხვევის შემდეგ, ახალგაზრდა ნიჭიერი არქიტექტორი გონს მოვა ძალიან უცნაურ სამყაროში, რომელიც რეალობას მხოლოდ გავს. ეს სამყარო აგებულია მათ მოგონებებზე, ვინც იქ ცხოვრობენ - ადამიანები, რომლებიც ამჟამად ღრმა კომაში არიან. ადამიანური მეხსიერება არაერთგვაროვანი, ქაოტური და არასტაბილურია. ასეთია „კომა“ - ხსოვნებისა და მოგონებების უცნაური კრებული -სადაც ქალაქები, მყინვარები და მდინარეები ერთ ოთახში შეიძლება აღმოჩნდეს, სადაც ფიზიკის ყველა კანონი დარღვეულია. არქიტექტორმა კომის ზუსტი კანონები უნდა გამოარკვიოს, როდესაც იგი თავისი ცხოვრების სიყვარულს შეხვდება, იბრძვის რა სიცოცხლისთვის და ეძებს რა გასასვლელს რეალური სამყაროსკენ, რომელსაც ხელახლა უნდა გაეცნოს კომიდან რომ გამოვა
მიზიდულობა
Attraction
მოსკოვის თავზე ჩამოგდებული ამოუცნობი ობიექტი შესაძლოა არამიწიერი წარმოშობის იყოს...