ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
შობა ტენესიში
A Christmas in Tennessee
ალისონ ბენეტი, თავის ქალიშვილ, ოლივიასთან და დედასთან, მარტასთან ერთად, ტენესის შტატის ერთ ქალაქში ცხოვრობს და პატარა საცხობს ფლობს. როდესაც მეთიუ, უძრავი ქონების დეველოპერული კომპანიის მომხიბვლელი ხელმძღვანელი ქალაქის ყიდვას ცდილობს, რათა იქ სათხილამურო კურორტი გააშენოს, ალისონს და ქალაქის მაცხოვრებლებს დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ ამის აღსაკვეთად. და სწორედ მაშინ, როდესაც ბენეტებს თითქოს იღბალი არ სწყალობთ, მოულოდნელი სტუმარიეწვევა საცხობს, რომელმაც შესაძლოა ფაქტიურად ყველაფერი მოაგვაროს
ყოფილი გოგონების მოჩვენებები
Ghosts of Girlfriends Past
როდესაც ცნობილი მექალთანე კონორ მიდი მისი ძმის, პოლის ქორწილში მიდის, იძულებული ხდება მისი საქციელი გადააფასოს, რადგან ყოფილი, ახლანდელი და მომავალი შეყვარებულების და ასევე მისი გარდაცვლილი ბიძის მოჩვენებებთან შეხვედრა უწევს. ეს მოვლენები მის ცხოვრებას შეცვლის და კონორს მის პირველ და ნამდვილ სიყვარულთან დააბრუნებს..