ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
ეროლ ფლინის თავგადასავალი
In Like Flynn
\"In Like Flynn\" არის სათავგადასავლო ფილმი, რომელიც ეყრდნობა ჰოლივუდის ლეგენდარული მსახიობის, ეროლ ფლინის ახალგაზრდობის რეალურ ისტორიას, სანამ იგი ცნობილი კინოვარსკვლავი გახდებოდა. სიუჟეტი გვიჩვენებს ფლინის (ტომას კოკერელი) ავსტრალიაში გატარებულ თავგადასავლებს და მეკობრული ცხოვრებისეულ გზას, სანამ იგი მსოფლიოს ეკრანებზე გამოჩნდებოდა. ფილმი გადმოსცემს 1930-იანი წლების ველურ და დაუნდობელ ავსტრალიას, სადაც ფლინი თავის მეგობრებთან ერთად ოქროს მაძიებელი ხდება. ეს მოგზაურობა სავსეა სახიფათო და ექსტრემალური სიტუაციებით, სადაც მეგობრები უამრავ გამოწვევას ხვდებიან. ფლინი მხოლოდ ავანტიურისტი არაა; იგი ნამდვილი ლიდერია, რომელიც არ უშინდება ზღვებისა და იუნგლების უდაბურ სამყაროს. \"In Like Flynn\" სავსეა მძაფრი მოვლენებით, მეკობრებით, ბანდიტებით, ოქროს მაძიებლებითა და ბრძოლებით. ფილმი გასაგებად გადმოსცემს ეროლ ფლინის დაუკმაყოფილებელ სურვილს თავგადასავლებისა და მისი უშიშარი ხასიათის ჩამოყალიბებას, რაც მოგვიანებით მის კინოკარიერაშიაც აშკარად ჩანს. ეს ნამუშევარი არის დინამიკური და გასართობი ისტორია რეალური პიროვნების ახალგაზრდობის წლების შესახებ, რომელიც მოგვაგონებს კლასიკურ თავგადასავლებს და ეპიკურ მოგზაურობებს.
ლოცვა ბობისთვის
Prayers for Bobby
როცა მერი გრიფიტი - ღვთისმოსავი ქრისტიანი იგებს, რომ მისი შვილი ბობი - გეია, ფიქრობს რომ ამ ცოდვას ღმერთი მხოლოდ ლოცვით შეუნდობს და მოუწოდებს ეკლესიაში ეძიოს ნუგეში. ბობი კი დედის ამ რეაქციისა და უიღბლო სიყვარულის გამო სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს. დედა კი შვილის სიკვდილის შემდეგ სექსუალური უმცირესობების ინტერესების დამცველი ხდება.
ბოროტების სავანე 3
Resident Evil: Extinction
რაკუნ-სითის კატასტროფიდან წლების შემდეგ, ალისი ისევ თავისაზე დგას, რადგან კარგად აცნობიერებს , რომ გარშემო მყოფთათვის საფრთხის წყაროა და იბრძვის გადარჩენისა და კორპორაციის დამხობისათვის, რომელსაც ბოროტმოქმედი ალბერტ უესკერი და უფროსი მკვლევარი დოქტორი ისააკსი ხელმძღვანელობენ. ამავე დროს, ნევადის უდაბნოსა და ლას ვეგასის ნანგრევებში, კარლოს ოლივერა და ახალი გადარჩენილები: ქეი-მარტი, კლერ რედფილდი და ძიძა ბეტი იძულებულნი არიან იბრძოლონ, რათა თავი დააღწიონ ზომბების ხროვას, მვკლელ ყვავებს და ყველაზე საშიშ არსებებს, რომლებიც მომაკვიდინებელი T ვირუსის შედეგად წარმოიქმნენ მას შემდეგ, რაც ამ ვირუსმა მილიონობით ადამიანს ბოლო მოუღო
მიზანში
Silent Trigger
სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი თანამშრომელი ვაქსმანი, მუშაობას იწყებს საიდუმლო სამთავრობო სააგენტოში, მკვლელად. ერთ-ერთი მისიის დროს დაშვებული შეცდომის შემდეგ, ვაქსმანი და მისი თანამებრძოლი კოლეგა, ხდებიან მათივე დამსაქმებელი სააგენტოს მთავარი სამიზნეები...
მთიელი 2: აღორძინება
mtieli 2: agordzineba / Highlander 2: The Quickening
2025 წელს ოზონის შრე განადგურდა. ახლა მაკლეოდმა და რამერიზმა უნდა დაალაგონ ყველაფერი თავის ადგილას. ასევე ნელნელა ვიგებთ თუ როგორ გამოდევნეს მაკლეოდი და რამირეზი ზისტიდან.
მთიელი
mtieli / Highlander
მისი პირველი ბრძოლა შოტლანდიის მთებში მოხდა 1536 წელს. მის ყველაზე მნიშვნელოვან ბრძოლას იგი ნიუ-იურკკში გამართავს 1986 წელს. მისი სახელია კონორ მაკლეოდი. იგი უკვდავია
თვალწარმტაცი
tvalwarmtaci / Eye Candy
მთავარი პერსონაჟის ლინდის თვალწინ მის უმცროს დას ვიღაც უცნობი ადამიანი გაიტაცებს. სამი წლის მანძილზე ლინდი დის პოვნას ცდილობს, ხდება პროფესიონალი ჰაკერი და ეძებს გამტააცებელს, თუმცა უშედეგოდ. ერთ დღესაც იგი აღმოაჩენს, რომ გამტაცებელი მასაც უთვალთვალებს. როგორც გაირკვევა ეს ადამიანი სერიული მკვლელია, რომელიც ქალებს ინტერნეტით იცნობს, მათ პაეანზე პატიჟებს და პირველსავე პაემანზე სასტიკად კლავს. ლინდი ხვდება, რომ გამტაცებელს მხოლოდ მასთან პაემანზე წასვლით თუ მიაგნებს. ამიტომ ისს არაერთ ბიჭს გაიცნობს და მათთან პაემანზეც მიდის, ამით კი სიცოცხლეს საფრთხეში იგდებს. საბოლოო ჯამში კი მკვლელი მისი ერთ-ერთი ახლობელი ადამიანი აღმოჩნდება