ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
28 წლის შემდეგ
28 Years Later
თითქმის სამი ათწლეული გავიდა მას შემდეგ, რაც მძვინვარე ვირუსი გავრცელდა და ახლა, ჯერ კიდევ მკაცრ კარანტინში, ზოგიერთმა იპოვა გზა ინფიცირებულებს შორის არსებობისა. გადარჩენილთა ერთი ასეთი ჯგუფი ცხოვრობს პატარა კუნძულზე, რომელიც მატერიკთან ერთი, დაცული გზით არის დაკავშირებული. როდესაც ერთ-ერთი ჯგუფი მისიით მატერიკის ბნელ გულში მიემართება, აღმოაჩენს საიდუმლოებებს, საოცრებებსა და საშინელებებს, რომლებმაც მუტაცია განაცდევინა არა მხოლოდ ინფიცირებულებს, არამედ სხვა გადარჩენილებსაც.
ჰარი პოტერის 20 წლის იუბილე: ჰოგვარტსში დაბრუნება
Harry Potter 20th Anniversary: Return to Hogwarts
\"ჰარი პოტერის\" ყველა ფილმის მსახიობები გაერთიანდნენ რეტროსპექტივაში პირველი ფილმის იუბილეს აღსანიშნავად, ინტერვიუებისა და მსახიობების საუბრების ჩათვლით
მენიუ | THE MENU
ახალგაზრდა შეყვარებული წყვილი, მარგო და ტაილერი შორეულ კუნძულზე მდებარე ექსკლუზიური და უნიკალური რესტორნის მოსანახულებლად მიემგზავრებიან, რომელსაც ძალიან კარგი რეპუტაცია აქვს, სადაც ამ დაწესებულების შეფ-მზარეული სლოვიკი, ახლგაზრდა გმირებს სთავაზობს მდიდრულ მენიუს შოკისმომგვრელ სიურპრიზებთან ერთად…
დულიტლი
dulitli / Dolittle
ინგლისელი მწერლის, ჰიუ ჯონ ლოფტინგის ბავშვთა რომანის უჩვეულო ინტერპრეტაცია ექსცენტრიული ექიმი-ვეტერინარის ჯონ დულიტლის შესახებ, რომელიც სახალისო და მომხიბლავ ამბავს მოგვითხრობს, თუ როგორ აღმოაჩინა მისთვის მოულოდნელად უბრალო ექიმა, რომ მას ცხოველების ენის გაგება და მათთნ ლაპარაკი შეუძლია. და ახლა ყველაზე არაპროგნოზირებადი თავგადასავლების და მოგზაურობის დროს, მისი ახლო მეგობრები და თანამებრძოლები შინაური ცხოველები გახდებიან
ოფიციალური საიდუმლოებები
Official Secrets
ნამდვილი ამბავი, რომელიც ბრიტანეტის დაზვერვის აგენტის, კეტრინ განის (კირა ნაიტლი) შესახებ მოგვითხრობს, რომელმაც 2003 წელს ამერიკის ჯარების ერაყში შეჭრის მზადების დროს გაეროს უშიშროების საბჭოს წევრების წინააღმდეგ აშშ-ბრიტანეთის ერთობლივი უკანონო ჯაშუშური ოპერაციიების შესახებ NSA-ს (აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო) სრულიად საიდუმლო და სკანდალური ჩანაწერები პრესას გადასცა, სადაც ასახული იყო, თუ როგორ აშანტაჟებდა აშშ და ბრიტანეთი გაეროს უშიშროების საბჭოს ექვს წევრს, რათა მათ ერაყში შეჭრისთვის ხმა მიეცათ. პროფესიული რისკის მიუხედავდ, ჟურნალისტი მარტინ ბრაიტი საიდუმლო დოკუმენტებს ლონდონის გაზეთში აქვეყნებს, შედეგად ომის სასარგებლოდ გაეროს რეზოლუციის მიღების შანსები საბოლოოდ იმსხვრევა. მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ ბუში განაცხადებს, რომ მას გაეროს მხარდაჭერა აღარ უნდა, და მაინც შეიჭრება. როდესაც ერაყი ქაოსში ჩაიძირება, კეტრინს დააპატიმრებენ და სახემწიფო საიდუმლოს კანონის დარღვევაში დასდებენ ბრალს. მარტინიც ასევე პოტენციური ბრალდებების წინაშე აღმოჩნდება, რომლის გამოძიება კიდევ უფრო მოულოდნელ და საშიშ საიდუმლოებებს გამოავლენს
დიდება კეისარს!
Hail, Caesar!
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჰოლივუდში - ბრწინვალების, ფუფუნების და ცოდვის იმპერიაში. ერთხელაც მთავარი როლის შემსრულებელი ფილმში \"დიდება კეისარს!\" უკვალოდ ქრება. არც ცოლმა, არც მრავალრიცოვანმა საყვარლებმა, მის შესახებ არაფერი არ იციან. ფილმის პროდიუსერმა სასწრაფოდ უნდა იპოვნოს მთავარი გმირი, სანამ გაიგეს რეპორტიორებმა მისი დაკარგვის შესახებ, თუ უნდა გადაურჩეს აჟიოტაჟს და სკანდალს..
კუბო ლეგენდა სამურაიზე
kubo legenda samuraize / Kubo and the Two Strings
კუბო დიდი ოჯახის მემკვიდრე, მაგრამ როცა ბრუნდება შურისძიების სურვილით აღვსილი წარსულის სულები, მის დაცვას ბედავს მხოლოდ მეპატრონეთა უცნაური წყვილი. კუბოს გადარჩენის ერთადერთი შანსი აქვს - იპოვოს მამის ჯადოსნური, ლეგენდარული სამურაის აბჯარი
სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი
The Grand Budapest Hotel
ფილმი მოგვითხრობს ერთ საკმადო საინტერესო ისტორიას გრანდ ჰოტელ ბუდაპეშტზე და მის პერსონალზე. სასტუმროს უფროსი მსახური გამოირჩევა თავისი კლიენტების მიმართ ყურადღებიც რის შედეგადაც სასტუმროს ერთერთი კლიენტი ანდერჩით დაუტოებს მას უძვირფასეს ნახატს.
მერვე გვერდი
Page Eight
ჯონი უორიკერი დიდი ხანია რაც სადაზვერვო სამმართველო მი-5-ის ოფიცერია. თავისი საუკეთესო მეგობრის უეცარი გარდაცვალების შემდეგ ჯონი მასთან პოულობს უცნაურ დოკუმენტს, რომლის შინაარსი მთელი ორგანიზაციის სტაბილურობას ემუქრება. უორიკერი იძულებულია სამსახურიდან წავიდას, მოგვიანებით კი შეიცვალოს იერი, რათა ჭეშმარიტებას მიაკვლიოს.
ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები: ნაწილი 2
Harry Potter and the Deathly Hallows: Part 2
ჰარი პოტერი ტრაგიკულად კარგავს ყველა თავის მეგობარს. რჩებიან მხოლოდ გაბედულები. წინ ყველა სერიის კულმინაციაა და ბრძოლა ვოლან-დე-მორტთან.
ქალაქი სემეტრი
Cemetery Junction
ინგლისი, 70-იანი წლები. სამი მეგობარი დღეებს გართობაში, ლოთობაში, ჩხუბებში და გოგონების დევნაში ატარებს. ფრედის მუშათა კლასიდან თავის დაღწევა სურს, ბრიუსი და სნოკი კი ცხოვრებით კმაყოფილნი არიან. მაგრამ როდესაც ფრედი ახალ სამუშაოს იწყებს და თავის სკოლისდროინდელ სიყვარულს ხვდება, მეგობრებს გადაწყვეტილებების მიღება მოუწევთ, რომელიც მათ ცხოვრებას შეცვლის
უოლესი და გრომიტი: კურდღელი-მაქციას წყევლა
Wallace & Gromit: The Curse of the Were-Rabbit
მოუქნელი ვოლესი და მისი ერთგული ძაღლი გრომიტი, უცნაურ ცხოველზე ნადირობენ, რომელმაც მთელი მათი სტაფილოს და კარტოფილის მოსავალი, ზუსტად ბოსტნეულის კონკურსის წინ გაანადგურა.
ობობა
Spider
ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გატარებული 20 წლის შემდეგ, უცნაური დენის კლეგი ისტ-ენდში ბრუნდება, სახლში სადაც ბავშვობა გაატარა. ის, ობობის მსგავსად, გადაეშვება მოგონებებში, რომლებიც მის ავადმყოფურ წარმოსახვაში არსებობს... შიში და ტკივილი მისი განუყრელი მეგობრები ხდებიან და მშობლიური სახლი ჯოჯოხეთს ემსგავსება
რომანის დასასრული
The End of the Affair
ერთ დროს მორისი და სარა ერთად იყვნენ და მათ ვერანაირი ძალა ვერ დააშორებდათ. მათი გულები ერთად ერთ ხმად ცემდნენ, მაგრამ ერთადერთმა წამმა ყველაფერი შეცვალა. სასოწარკვეთილებაში გატარებული რამოდენიმე წლის შემდეგ, მორისი გადაწყვეტს გაარკვიოს რატომ მიატოვა სარამ. მაგრამ ის მალევე მიხვდება, რომ მათი სიყვარულის დასასრული მხოლოდ დასაწყისი იყო..
ოსკარი და ლუსინდა
Oscar and Lucinda
მეცხრამეტე საუკუნე. ბრიტანელ მღვდელს უყვარდება ავსტრალიელი მემკვიდრე. ისინი გადაწყვეტენ ავსტრალიის მოშორებულ სოფელში მინის ეკლესია ჩაიტანონ
შინდლერის სია
Schindler\'s List
ფილმში აღწერილი მოვლენები ოსკარ შინდლერის თვალითაა დანახული. შინდლერმა თავის ქარხანაში მომუშავე ათასზე მეტი ებრაელის სიცოცხლე იხსნა ნაცისტებისგან...
ქარიშხლიანი უღელტეხილი
Wuthering Heights
კეთილშობილი ოჯახის მოხუც მამას, სახლში მათხოვარი მოყავს, რომელიც ლივერპულში, მშიერ-მწყურვალი იპოვა. მას უნდოდა, რომ ღარიბი ადამიანი, ოჯახმა, სრულფასოვან წევრად მიიღოს. მაგრამ მამის სიკვდილის შემდეგ, უფროსი ძმა მას საჯინიბოში უშვებს. მიუხედავად ამისა დას უყვარს უთვისტომო.