ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
ვიცე პრეზიდენტი
Vice
ფილმი მოგვითხრობს დიკ ჩენის შესახებ, რომელიც ვიცე პრეზიდენტი იყო ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის პერიოდში. მისი საქმეების ისტორიები დღესდღეობითაც ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე გავლენას..
მაუგლი: ჯუნგლების ლეგენდა
Mowgli: Legend of the Jungle
პატარა ბიჭი მაუგლი, რომელიც მგლების ხროვამ გაზარდა და ახლა ჯუნგლების სრულფასოვანი წევრია, უპირისპირდება სასტიკ კაციჭამია ვეფხს, შერხანს
თასების რაინდი
Knight of Cups
ლოს-ანჯელესში მცხოვრები სცენარისტი ცდილობს გაერკვეს თავის ცხოვრებაში და უცნაურ მოვლენებში, რომელიც მის ცხოვრებაში ხდება.
ამერიკული აფერა
American Hustle
ფილმი მოგვითხრობს თაღლითზე და მის პარტნიორზე, რომლებიც იძულებულები არიან ითანამშრომლონ ფედერალურ ბიუროსთან, რათა დაეხმარონ სხვა თაღლითების, ყაჩაღების და პოლიტიკოსების დაჭერაში...
შავი რაინდის აღზევება
The Dark Knight Rises
8 წლის შემდეგ ბეთმენი იძულებულია გამოჩნდეს და იბრძოლოს ბოროტების წინააღმდეგ, რომელსაც სათავეში ტერორისტი, სახელად ბეინი უდგას
ტერმინატორი 4 | Terminator Salvation
პოსტ-აპოკალიპტურ 2018 წელს, ჯონ კონორი მრავალრიცხოვანი მეომარი რობოტების წინააღმდეგ ადამიანთა ამბოხებას უნდა გაუძღვეს. მაგრამ, როდესაც მარკუს რაითი გამოჩნდება, კონორი ვერ ხვდება ეს ადამიანი მომავლიდან არის თუ წარსულიდან და მეგობრად არის მოსული თუ მტრად.
საზოგადოებისთვის საშიშნი
Public Enemies
დიდი დეპრესიის ჩრდილში - სახელგანთქმული კრიმინალები ჯონ დილინჯერი, \"ბავშვის სახიანი\" ნელსონი და \"ლამაზი ბიჭი\" ფლოიდი დანაშაულს გეგმავენ. ედგარ ჰუვერსა და გამოძიების ფედერალურ ბიუროზეა დამოკიდებული მათი დამარცხება ,ამ მწარე რეალობით აღსავსე კრიმინალურ დრამაში.
შავი რაინდი
The Dark Knight
ბეტმენი კრიმინალურ სამყაროსთან ბრძოლის ფსონებს მაღლა სწევს. ლეიტენანტ ჯიმ გორდონთან და პროკურორ ჰარვი დენტთან ერთად იგი ცდილობს ქალაქის ქუჩებში კრიმინალური ფორმირებების თარეში აღმოფხვრას. ეს პარტნიორობა საკმაოდ ეფექტურად მუშაობს მანამდე, სანამ,ძალიან მალე ისინი ქაოსში არ აღმოჩნდებიან. ამ ქაოსს გენიოსი კრიმინალი, ქალაქ გოთჰემის დამწიოკებელი ჯოკერი გამოიწვევს
იუმას მატარებელი
3:10 to Yuma
\"3:10 იუმასკენ\" არის ვესტერნ ჟანრის დრამატული ფილმი, რომელიც ძველი ამერიკის პირქუშ და დაუნდობელ სამყაროში გვამოგზაურებს. სიუჟეტის ცენტრში დენ ევანსი (კრისტიან ბეილი) დგას, რომელიც ომის ვეტერანი ფერმერია. მისი ცხოვრება რთულ პირობებშია, ფერმას გაკოტრების პირას მიაქვს, და ოჯახს უკიდურეს გაჭირვებაში უწევს ცხოვრება. იმედგაცრუებული დენი მოულოდნელად შანსს იღებს, გამოასწოროს თავისი ოჯახური მდგომარეობა და მორალური ღირსება. დენს დაევალება სასტიკი დამნაშავის, ბენ ვეიდის (რასელ კროუ), იუმასკენ მიმავალ ციხის მატარებელზე გადაყვანა. ბენი დაუნდობელი ბანდის ლიდერია, რომელსაც უამრავი სისხლიანი საქმე აქვს შესრულებული. თუმცა, მისი გადაყვანა მარტივი არ აღმოჩნდება, რადგან ვეიდის ბანდა ცდილობს, გაათავისუფლოს ის და არც დენის მორალური პრინციპები არ დარჩება უცვლელი ამ გზაზე. ფილმი გლობალურ მორალურ კითხვებს სვამს – სად გადის ზღვარი სიკეთესა და ბოროტებას შორის, როცა ადამიანის გადარჩენის ინსტინქტები იღვიძებს? \"3:10 იუმასკენ\" გვთავაზობს დაძაბულ სიუჟეტს, ღრმა ფსიქოლოგიურ დრამასა და შთამბეჭდავ პერსონაჟთა ურთიერთობებს, სადაც გმირობა და ცოდვა ხშირ შემთხვევაში ერთმანეთთან ახლოს დგას.
განთიადის იმედი | Rescue Dawn
1966 წელი, ვიეტნამის ომის დრო. საიდუმლო დავალების დროს პილოტი დიტერ დენგლერის თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ტყვეობაში მოხვედრისას, დიტერი არ აპირებს ფარხმლის დაყრას – ის კიდევ რამოდენიმე პატიმართან ერთად გაქცევას გეგმავს..
რთული დრო
Harsh Times
უმუშევარი მაიკ ალვარეზი ყველანაირი ძალებით ცდილობს რამენაირი შემოსავალი მაინც ნახოს. ნარკოტიკებთან ბრძოლის განყოფილებაში ახალი გადაყვანილი ჯიმ დევიდი კი, თავის მძიმე სამუშაოს ეწევა ქალაქის ქუჩებში. მეგობრები ორი დღე ლოს-ანჟელესის ქუჩებში დაკატაობენ და უკან პრობლემებს ტოვებენ, რაც მერე უკან უბრუნდებათ...
ბეტმენი: დასაწყისი
Batman Begins
როდესაც ბრიუს უეინი დაინახავს, რომ მისი მშობლიური ქალაქი გოთჰემ სითი კრიმინალმა მოიცვა, ის გადაწყვეტს გაიდაიქცეს ბეტმენად. გმირად, რომელიც გოთჰემს ასე ძალიან სჭირდება.
მემანქანე
memanqane / The Machinist
ტრევორ რეზნიკს უკვე მთელი წელი არ სძინებია. ცოცხალ ჩონჩხად გადაქცეული, ის ბალანსირებს რეალობის და სიზმრის ზღვარზე. ის დაიღალა საშიში ხილვების უცნაური მოვლენებისგან გარჩევით თავისი ყოველდღიური ცხოვრებიდან. ჭკუიდან რომ არ შეიშალოს ტრევორი საკუთარი უცნაურობების კვლევას იწყებს, ცდილობს გაერკვევს საკუთარ თავში და გაიგოს რამ აქცია ასეთად? საშინელი მოვლენების და მიხვედრების ლაბირინთში სარისკო ძიებისას, ის ვერც კი ხვდება იმას, რის გაგება მოუწევს...
ეკვილიბრუმი | Equilibrium
ფაშისტურ მომავალში არანაირი გრძნობა არაა დაშვებული. კაცი, რომელიც კანონის დაცვას ედგა სათავეში, სისტემის დასამხობად აღსდგება...
მზის იმპერია | Empire of the Sun
ფილმი მოგვითხრობს ინგლისელი ბიჭის ისტორიას, რომელიც მშობლებთან ერთად შანხაიში ცხოვრობს. პერლ ჰარბორზე იერიშის შემდეგ, იაპონელებმა შანხაიში მცხოვრები უცხოელების დასახლება დაიკავეს და ჯიმი ამ არეულობაში მშობლებს დაკარგავს...