ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
სექს ვიდეო
Sex Tape
ფილმი მოგვითხრობს ერთი ჩვეულებრივი ცოლქმარის შესახებ რომელთა სექსუალური ლტოლვაც ოჯახის ყოველდღიურმა ცხოვრებამ იმსხვერპლა, ამის გამოსასწორებლად ისინი ერთ დღესაც გადაწყვეტენ სექს ვიდეოს ჩაწერას. ეს მათ ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს როდესაც ქმარი სრულიად შემთხვევით მთელ თავის სამეგობრო წრეს გაუზიარებს ამ ვიდეოს ICloud ის მეშვეობით...
სხვა ქალი
The Other Woman
ლამაზმანი სახელად კარლი წარმატებული ადვოკატია, რომელსაც ძალიან მოსწონს მამაკაცები. მან ერთდროულად რამდენიმე მამაკაცთან გააბა ურთიერთობა და ამაზე გაჩერებას არც აპირებს. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, ის მომხიბვლელ მარკს გაიცნობს და როგორც სჩანს ქალი მას საბედოდ თვლის. მარკი ქალს სამსახურის შემდეგ, ხელში ყვავილებით ხვდება და ყველაზე რომანტიკულ პაემნებს უნიშნავს. ასე, რომ ჩვენი გმირი ქალბატონი, ვერც კი ხვდება, რომ კაცი შეუყვარდა და ახლა მასთან ხანგრძლივი ურთიერთობის გაბმა სურს. თუმცა ყველაფერი ასე მარტივად არაა...
მრჩეველი
The Counselor
იურისტი აღმოჩნდება ჩათრეული კრიმინალურ საქმეში, მან არ იცის როგორ მოახერხოს რთული სიტუაციიდან თავის დაღწევა.
გაქცევა დედამიწიდან
gaqceva dedamiwidan / Escape from Planet Earth
ვარსკვლავთშორისი მოგზაური ჰუმანოიდი უსიამოვნებაში გაეხვევა მას შემდეგ, რაც დედამიწიდან სიგნალ “SOS” - ს უპასუხებს
რა გელოდება, როცა ბავშვს ელოდები
ra gelodeba, roca bavshvs elodebi / What to Expect When You\'re Expecting
ამბავი სხვადასხვა წყვილების შესახებ, რომლებიც ბავშვის დაბადებას ელოდებიან და ამ დროს აღმოაჩენენ,რომ ცხოვრება მოულოდნელობებით არის აღსავსე..
მწვანე ონავარი
The Green Hornet
ბრიტ რეიდი წვეულებების მოყვარული ლოს-ანჯელესის სახელოვანი მედია მაგნატის შვილი და აბსოლუტურად უაზრო ცხოვრების შენარჩუნებით ბედნიერი ადამიანია, იქამდე სანამ მამამისს გაურკვეველ ვითარებაში არ მოკლავენ, ბრიტს კი მისი დიდი იმპერია დარჩება
დღის რაინდი
Knight and Day
გაქცეული წყვილის მომხიბლავი და ზოგჯერ სასიკვდილოდ საშიში თავგადასავალი, სადაც არაფერი და არავინ სინამდვლეში არ არის ისეთი, როგორიც ერთი შეხედვით სჩანს.
შრეკი 4: სამუდამოდ
Shrek Forever After
მას შემდეგ რაც მწვანე გოლიათმა იხსნა პრინცესა, დაქორწილდა და ეყოლა სამი შვილი, შრეკი გახდა ძალიან მეოჯახე. იმისთვის რომ დაიბრუნოს კაციჭამიას იმიჯი, შრეკი მოილაპარაკებს რუმპელშტილცხენთან. მოლაპარაკება ეშმაკ ჯუჯასთან ისე არ განვითარდება როგორც მოლაპარაკებული იყო, შრეკს მოუწევს იხილოს სამეფო შორი-შორს ისეთი სახით როგორიც იქნება სამეფო რომ შრეკს არ ეარსებ
ჩემი მფარველი ანგელოზი
My Sister\'s Keeper
ადვოკატს ძალიან უცნაური საქე შეხვდა.13 წლის გოგონამ სარჩელი შეიტანა სასამართლოში მშობლების წინააღმდეგ,როდესაც გაიგებს,რომ ხელოვნურად მხოლოდ იმიტომ ჩასახეს,რომ მისი და გადაერჩინათ,რომელსაც ლეიკემია აქვს.
შრეკის შობა
Shrek the Halls
ამჯერად შრეკი იდეალური დღესასწაულის მოწყობას აპირებს იმისათვის ,რომ ფიონა და მშვენიერი ონავრები გააკვირვოს
შვებულება
The Holiday
მოღალატე მამაკაცებთან ჩიხში შესული ურთიერთობების შემდეგ ,ლოს -ანჯელესელმა ამანდამ და ლონდონელმა აირისმა გადაწყვეტეს სახლები გაცვალონ. ისინი ვერასდროს წარმოიდგენდნენ, რომ ეს გაცვლა სასიყვარულო რომანების საწინდარი გახდებოდა...
შრეკი 2
Shrek 2
თაფლობის თვის შემდეგ შრეკი სიდედრისა და სიმამრის გასაცნობად მიემგზავრება. ფიონას მშობლებმა არ იციან, რომ მათი სიძე კაციჭამია გოლიათია. პრინცესას ნათლია მეფეს ახსენებს წლების წინ დადებულ პირობას, რომ ფიონა მისი ვაჟის ცოლი უნდა გამხდარიყო. შრეკის მოსაკლავად ჩექმებიან კატას აგზავნიან
ვანილის ზეცა
Vanilla Sky
ავტოავარიის შემდეგ მდიდარი და წარმატებული გამომცემელის, დევიდის ცხოვრება კოშმარულ სიზმარს დაემსგავსა, რომელშიც უსიამოვნებებს ბოლო არ უჩანთ
იყო ჯონ მალკოვიჩი
Being John Malkovich
კრეგი და მაქსინი უცნაურ კარებს აღმოაჩენენ, რომლის გავლითაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ცნობილი მსახიობის, ჯონ მალკოვიჩის სხეულში მოხვედრა. ისინი ცდილობენ ეს აღმოჩენა შემოსავლის წყაროდ აქციონ. ყველა კმაყოფილია საწყალი ჯონ მალკოვიჩის გარდა
გადარეული გოგონები
Very Bad Things
კეილ ფიშერის ცხოვრებაში სანატრელი წამი დგება - როგორც იქნა მომხიბვლელ ლორაზე ქორწინდება. ქორწილამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი. მანამდე კი კეილი მეგობრებთან ერთად ლას-ვეგასში დაუვიწყარ წვეულებას აწყობს.
ნიღაბი
The Mask
თავმდაბალი და მორცხვი ბანკის მოხელე აღმოაჩენს ძველებურ, ჯადოსნურ ნიღაბს, რომელიც მის ყველაზე იდუმალ სურვილებს გამოააშკარავებს. ნიღბის მეშვეობით იგი ყოვლისშემძლე სუპერგმირად იქცევა და ჯადოსნური ნიღბის მაძიებელ განგსტერებს დაუპირისპირდება...