ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
ტრანსფორმერები 6: მხეცების აღზევება | Transformers: Rise of the Beasts
ექშენ-ფრენჩაიზის ახალი ნაწილი, რომელშიც მოქმედება 2018 წლის ფილმში “ბამბლბი“ ასახული მოვლენებიდან 7 წლის შემდეგ ნიუ-იორკში და პერუში ვითარდება. 1994 წელს, როდესაც ოპტიმუს პრაიმი დედამიწაზე აკლიმატიზაციას წარმატებით გადის, პლანეტაზე დესეპტიკონები ჩამოდიან. არქეოლოგი და ყოფილი ჯარისკაცი ტრანსფორმერების ორ ყოფილ ფრაქციას მაქსიმებსა და პრედაკონებს შორის ბრძოლის კვალს აღმოჩაენს, რომლებიც მათი შენიღბული ფორმით, პრეისტორიული მხეცების ფორმას იღებენ და დროსა და სივრცეში მოგზაურობენ. ახლა ისინი ჩვენთან არიან დედამიწაზე. შედეგად, ოპტიმუს პრაიმს ახალ მტრებთან ტერორკონებთან და მათ მრისხანე ლიდერთან სკორჯისთან დაპირისპირება, ხოლო ავტობოტებს და მაქსიმებს კაცობრიობის გადანრჩენა მოუწევთ.
ის ჩემთან მოვიდა | She Came to Me
„ის ჩემთან მოვიდა“ არის რომანტიკული დრამა კომედიური ელემენტებით, რომელიც ურთიერთობების სირთულესა და მოულოდნელ სიყვარულზე მოგვითხრობს. ისტორიის ცენტრშია სტივენ ლაუდემი, ცნობილი კომპოზიტორი, რომელიც შემოქმედებით კრიზისშია. მისი ცხოვრება მოულოდნელად იცვლება, როდესაც ის შეხვდება არაჩვეულებრივ ქალს, რომელმაც შესაძლოა მისი კარიერისთვის ახალი ინსპირაცია გახდეს. ფილმი სავსეა სასაცილო და გულწრფელი მომენტებით, სადაც გმირებს უწევთ საკუთარ გრძნობებთან, შიშებთან და ურთიერთობებთან გამკლავება. „ის ჩემთან მოვიდა“ სარკესავით ასახავს სიყვარულის, შთაგონებისა და ცხოვრებისეულ გზებზე შემთხვევით შეხვედრების გავლენას.
კრუდსების ოჯახი 2
The Croods: A New Age
წინარეისტორიულ ქრუდსების ოჯახს მეტოქე ბეტერმანების ოჯახი გამოიწვევს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ უკეთესები და უფრო განვითარებულები არიან...
ბრაზიანი ჩიტები 2
The Angry Birds Movie 2
ყოველთვის მოღუშული მთავარი გმირი სახელად რედი მის მრავალფეროვან მეგობრებთნ ერთად კვალვ განაგრძობს ჩიტების საზოგადოებაში მშვიდობის დაცვას. მაგრამ მათი მტერები, მწვანე ღორები, დამარცხების გამო შურისძიებას გეგმავენ. იმავდროულად ფრინველების თბილ კუნძულს თავს ესხმის ფრთოსანი დამპყრობელი ზეტა, რომელიც თოვლში და ყინულში ცხოვრებით დაიღალა.
თავიდან გახსენება
Rememory
ფილმი მოგვითხრობს უნიკალურ მეცნიერზე, რომელიც მისი აღმოჩენის წარდგენამდე საიდუმლო მიზეზით ერთი დღით ადრე გარდაიცვალა. აღმოჩენის საშუალებით შესაძლებელია მოგონებების შენახვა და თავიდან განცდა.
ჩემი სადილი ერვესთან
chemi sadili ervestan / My Dinner with Hervé
ჟურნალისტი დენი ტეიტო გადის რთულ პერიოდს, როცა მოულოდნელი შანსი ეძლევა, ინტერვიუ ჩაწეროს ცნობილ მსახიობ ჰერვე ვილეჩაიზთან. ინტერვიუ, რომელიც უბრალოდ სამუშაო შეხვედრა უნდა ყოფილიყო, გადაიქცევა ღრმა და გულწრფელ საუბრად, სადაც ჰერვე საკუთარ სირთულეებს, ბრძოლებსა და ცხოვრებისეულ წარუმატებლობებს უზიარებს დენის.
შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი
Avengers: Infinity War
შურისმაძიებლები კვლავ ერთიანდებიან, რათა სამყარო ძლევამოსილი ტიტანი თანოსისგან დაიცვან. შეშლილი თანოსი არაფერზე იხევს, მისი მთავარი მიზანია – ხელში ჩაიგდოს უსასრულობის ექვსივე ქვა, რომელთა გაერთიანებით უძლიერესი არტეფაქტის – უსასრულობის ხელთათმანის, მართვას შეძლებს და ყველაზე ძლიერი არსება გახდება. სამყაროს საშინელი საფრთხე ემუქრება და ახლა მხოლოდ შურისმაძიებლებს შეუძლიათ მისი შეჩერება
ბოსი
The Boss
ბიზნესის ტიტანს აგზავნიან ციხეში მას შემდეგ, რაც ვაჭრობაში დაიჭერენ. როცა ის გამოაშკარავდება, ის მზადაა დაიწვას თავი. თუმცა როგორც ამერიკის უკანასკნელ მიჯნურს მალე მას ყველა აპატიებს და დაივიწყებს...
ბრაზიანი ჩიტები
The Angry Birds Movie
ფილმი მოგვითხრობს ბრაზიანი ჩიტებისა და ღორების შეკრინებაზე. ვიდეო თამაში რომელიც ფილმზეა დაფუძნებული
პიქსელები
Pixels
როცა უცხოპლანეტელებმა არკადული ვიდეო თამაშების სიგნალები შეითვისეს როგორც ომის გამოწვევა, დედამიწა მოულოდნელად თავს შეტევების ქვეშ აღმოჩნდა, სადაც მტრები კლასიკური ვიდეო თამაშების პერსონაჟების ფორმებს იღებენ. აშშ-ს პრეზიდენტი იძულებულია, ჩარევისთვის მისი ბავშვობის მეგობრები და ძველი არკადული თამაშების ოსტატები ჩართოს, რომლებიც ერთად ცდილობენ, მოიგონ ეს აბსურდული და სახიფათო ბრძოლა. ფილმი სავსეა 1980-იანი წლების ვიდეო თამაშების ნოსტალგიით, იუმორით და მძაფრსიუჟეტიანი მომენტებით, რაც კომიკურ და წარმოსახვით სამყაროს რეალურ სიცოცხლესთან აკავშირებს.
ყველაზე ბრაზიანი კაცი ბრუკლინში
The Angriest Man in Brooklyn
ექიმი შეცდომით ერთ-ერთ პაციენტს ეტყვის, რომ მას მხოლოდ ნახევარი საათის სიცოცხლე დარჩა. თავისი ჯოჯოხეთური დაუდევრობის გამოსასწორებლად, ის დაიწყებს ამ ადამიანის მოძებნას, რომელმაც გადაწყვიტა, სანამ გვიან არ არის გამოასწოროს თავისი ცხოვრების შეცდომები
საქმე შენშია
A Case of You
ფილმი მოგვითხრობს ბიჭზე რომელმაც ერთი გოგონა ანკეტა გამოიკვლია და ცდილობს მისთვის იდეალური მამაკაცი გახდეს, აკეთებს ყველაფერს რაც გოგოს პროფილში არის ნახსენები მისი სიმპატიის მისაღებად.
ციხესიმაგრის რაინდები ქართულად
cixesimagris raindebi qartulad / Knights of Badassdom
ჯოს მიატოვებს შეყვარებული, რის შედეგადაც მისი მეგობრები, რომლებსაც იტაცებს სიტუაციური თამაშები: ერიკი და ჰანგი შესთავაზებენ მას მოსაწევს და მოდუნებას. შედეგად, ჯო იღვიძებს სატვირთოში, მას აცვია რაინდის ფორმა და იგი თამაშის შუაგულშია
ელფი | Elf
უამრავი წლის წინ პატარა ბავშვი სანტა კლაუსის ტომარაში დაიმალა და მასთან ერთად შორეულ ჩრდილოეთ პოლუსზე გაემგზავრა. საცოდავი პატარა ელფების შორის აღმოჩნდა, სადაც ერთერთი მათგანი მას იშვილებს. მას ახალ სახსლს მისცემენ, დღეიდან მას ბადი ჰქვია. წლების შემდეგ ის ეცდება ელფების და პიგმეების ჯადოსნურ სამყაროში გამყარებას და წინ წაწევას. თუმცა არსებობს ერთი პრობლემა – ის ზედმეტად მაღალი და შესამჩნევია, იმისათვის, რომ ნამდვილი ელფი გახდეს..