ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
ახალი პაპი
The New Pope
ყოფილი რომის პაპი – პიე XIII კომაშია. პაპის ტახტზე ზომიერი, მომხიბვლელი და დახვეწილი ინგლისელი არისტოკრატი – სერ ჯონ ბრანოქსი ახერხებს ასვლას, რომელიც საიდუმლოებებს მალავს და გარკვეულ სისუსტეებს ავლენს. ამავდროულად, კათოლიკური ეკლესია სკანდალებში ეხვევა, რამაც შესაძლოა არსებული იერარქიების რღვევა გამოიწვიოს. როგორც ყოველთვის, ვატიკანში ყველაფერი ისე არ არის, როგორც ჩანს. სიკეთე და ბოროტება ისტორიასთან ერთად მოძრაობენ
ლორო | Loro
ფილმი - ლორო მოგვითხრობს ბიზნესმენთა და პოლიტიკოსთა ჯგუფის შესახებ, რომლებიც სილვიო ბერლუსკონის, მედია მაგნატისა და პოლიტიკოსის, სიახლოვეს ცხოვრობენ და მოქმედებენ 2006-2009 წლებში.
ახალგაზრდა პაპი | The Young Pope
ლენი ბელარდო, ახალგაზრდა და პირველი ამერიკელი პაპი ისტორიაში. ის ცდილობს, რომ პაპის თანამდებობაზე ფეხი მყარად მოიკიდოს და მისი გავლენა გაზარდოს
დიდებული სილამაზე
The Great Beauty
არისტოკრატი ქალები, თანამედროვე მდიდრები, პოლიტიკოსები, კრიმინალები, ჟურნალისტები, მსახიობები, კეთილშობილური ოჯახების პირმშოები, მღვდლები, მხატვრები, რეალური თუ მოჩვენებითი ინტელექტუალები… ყველა მათგანს შთანთქავს თანამედროვე ბაბილონი, მანამ სანამ ისინი ქსოვენ მყიფე ურთიერთობების ქსოვილს, მიეცემიან მოუსვენარ ცხოვრებას უძველესი სასახლეების, დიდი ვილების და ბრწყინვალე ტერასების ფონზე..
სიყვარულის შედეგები
The Consequences of Love
ტიტა ჯიროლამო უკვე ათი წელია ლუგანოში, პატარა სასტუმროში ცხოვრობს. ეს მისი სასჯელია, ერთხელ ჩავარდნილი საქმის გამო მაფიამ ის არ მოკლა და განსაკუთრებული დავალებების შესასრულებლად შვეიცარიის პატარა ქალაქში დაასახლა. მისი ცხოვრება მოსაწყენი და ერთფეროვანია, სანამ არ შეუყვარდება..