ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
ლომი ზამთარში
lomi zamtarshi / The Lion in Winter
1183 წელი. დამდეგი შობის დღეებში ინგლისის მოხუცმა მეფემ, ჰენრიხ მეორემ ტახტის მემკვიდრე უნდა გამოაცხადოს. ამ მოვლენისთვის სპეციალურად ჩამოდიან: ჰენრიხის მეუღლე - ელეონორა აკვიტანელი, რომელიც ქმრის წინააღმდეგ შეთქმულებში მონაწილეობისთვის ციხეში იჯდა, მეფის საყვარელი - პრინცესა ალე, მისი ბოროტი ძმა, საფრანგეთის მეფე - ფილიპი და ჰენრიხ მეორის შვილები - რიჩარდ ლომგული, ჯეფრი და ჯონი. ოჯახის წევრები ერთმანეთს სასტიკად ვერ იტანენ. მათ მხოლოდ ერთი რამ აერთიანებს - ეს არის ძალაუფლების უსაზღვრო წყურვილი, რომლისთვისაც ისინი ყველაფერზე წავლენ. მაგრამ მათ მისაბაძი მაგალითი ყავთ - ეს თავად მრისხანე და ძალაუფლების მოყვარული მეფე ჰენრიხ მეორეა.
მრისხანების მტევნები
The Grapes of Wrath
მკვლელობისთვის მოხდილი სასჯელის შემდეგ, ტომ ჯოადი ციხიდან საოჯახო რანჩოში ბრუნდება, რომელიც დანგრევის პირასაა მისული. ოკლაჰომაში სამუშაოს პერსპექტივის არქონის გამო, მთელი ოჯახი \"აღთქმულ მიწაზე\" - კალიფორნიაში მიემგზავრება. ფილმი გადაღებულია ჯონ სტეინბეკის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით.