ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
აჩრდილებიანი სახლი | HAUNTED MANSION
უოლტ დისნეის ამავე სახელწოდების თემატურ პარკზე დაფუძნებული კომედიური ჰორორი, ახალგაზრდა მარტოხელა დედის, სახელად გაბის და მისი მცირეწლოვანი ვაჟს შესახებ, რომელებიც აუქციონზე იყიდიან ნიუ-ორლეანში მდებარე სასახლეს, სადაც ისინი აღმოაჩენენ, რომ ახალ სახლში აჩრდილები ცხოვრობენ. შედეგად, მთავარი გმირი იძულებულია დაიქირაოს მგლოვიარე ქვრივი, რომელიც მუშაობს მოჩვენებების გიდად, ექსტრასენსად, მღვდლად და ისტორიკოსად, რათა დაეხმაროს მათ ახლად შეძენილი სასახლიდან შურისმაძიებელი ბოროტი სულის განდევნაში.
იქორწინე ჩემზე | Marry Me
პოპ დივა კეტ ვალდესი და მისი საქმრო ბასტიანი წლის ყველაზე სასაუბრო წყვილები არიან, მათ ყოველ ნაბიჯს პირდაპირ ეთერში მილიონობით ადამიანი უყურებს. მაგრამ თაყვანისმცემლების გულშემატკივრების წინაშე საყვარელთან ქორწინებამდე წამით ადრე, კეტი აღმოაჩენს, რომ მან მოატყუა იგი….
ნეტარება
Bliss
სამეცნიერო ფანტასტიკური დრამა, გრეგის თავბრუდამხვევი სიყვარულის ამბის შესახებ, რომელიც ცოტა ხნის წინ განქორწინების და სამსახურიდან განთავისუფლების შემდეგ, ქუჩაში მცხოვრებ იდუმალ ქალს იზაბელას შეხვდება. ის დარწმუნებულია, რომ მათ გარშემო დაბინძურებული და დამსხვრეული სამყარო უბრალოდ კომპიუტერული სიმულაციაა. თავდაპირველად, გრეგი ეჭვის თვალით უყურებს მის ნაამბობს, მაგრამ საბოლოოდ აღმოაჩენს, რომ იდუმალი იზაბელას ველურ შეთქმულებაში გარკვეული ჭეშმარიტება შეიძლება მართლაც იყოს
ლოკი
Loki
ლოკი – 2019 წლის ფილმის «შურისმაძიებლები 4: თამაშის დასასრულის« მოვლენების დროს, ცეცხლის, ცბიერების და მზაკვრობის ღმერთი — ლოკი, ტესერაქტს იპარვას და მასთან ერთად გაქცევას ახერხებს. მალე თავისუფლების და უსასრულობის ქვის მოპოვების შემდეგ, მთავარი გმირი ტესერაქტის გამოყენებით დროში მოგზაურობას და კაცობრიობის ისტორიის შეცვლას იწყებს, რის შედეგადაც თავისი კრიმინალური თრილერის ხაფანგში აღმოჩნდება, რასაც საბოლოოდ იგი «თორის მეოთხე ნაწილში» მიჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ მინი-სერიალში მოვლენები სრულიად სხვა სამყაროში ვითარდება, ის ფილმების, «შურისმაძიებლები 4: თამაშის დასასრულის« გაგრძელება და 2022 წლის «დოქტორი სტრეინჯი 2: სიგიჟის მულტივერსში»-ის პრიკველი, და ასევე Marvel-ის კინოსამყაროს მეოთხე ფაზის მესამე ტელესერიალი გახდება
საფრანგეთის მოამბე | THE FRENCH DISPATCH
საფრანგეთში დაფუძნებული ამერიკული ჟურნალის თანამშრომლები აქვეყნებენ თავის ბოლო ნომერს, სადაც მოთხრობილია სამუდამო თავისუფლების აღკვეთა მისჯილი მხატვრის, სტუდენტების არეულობისა და გატაცების შესახებ, რომელიც მოგვარებულია შეფ-მზარეულის მიერ.
მანქანები 3
Cars 3
მთავარ გმირს კვლავაც სურს პირველობა შეინარჩუნოს ტრასაზე, მაგრამ გამარჯვების მისაღწევად უფრო და უფრო მეტი ძალისხმევა დასჭირდება. მას ახალი თავგადასავლები და დაბრკოლებები ელის წინ..
ლურჯი
lurji / Blue
ჩაყვინთეთ ოკეანეის გულში, რათა აღმოაჩინოთ, გაიგოთ, შეიყვაროთ სამყარო, რომელიც ჯერ კიდევ იდუმალი და გასაოცარია. სამყარო, სადაც ბუნება ქმნის მშვენიერ ფერებს, ფორმებსა და ბგერებს. ის ყველგან არის, მოიცავს დედამიწის 70% -ზე მეტს და ჩვენს სახლს აძლევს თავის ფერს და სახელს: ლურჯი პლანეტა. ამ მხიარულ და მყიფე გარემოში დელფინები გვიხელმძღვანელებენ და გვაზიარებენ ოკეანის დიდ ისტორიას
საოცრება | Wonder
ავგუსტი ჩვეულებრივი ბიჭია, რომელსაც უყვარს ვიდეო თამაშები, მის ძაღლთან ერთად სეირნობა, \"ვარსკვლავური ომების\" ყურება, დაიკოსთან ჩხუბი და შერიგება. მაგრამ ამავე დროს იგი ჩვეულებრივი ბიჭი არაა, მას არასოდეს უვლია სკოლაში. იგი გენეტიკური დეფორმაციით დაიბადა - მას სახე არ აქვს. მან 30 ოპერაცია გადაიტანა და მიუხედავად ამისა, მაინც არ გავს სხვა ბავშვებს. ერთ დღეს კი მას სკოლაში წასვლა მოუწევს. მისი თანატოლები ცუდად ექცევიან, მაგრამ მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი დაამტკიცოს , რომ გარეგნობას მნიშვნელობა არ აქვს...
ლონდონში დაკარგული
Lost in London
მსახიობ ვუდი ჰარელსონის მოგზუარობა ლონდონში საკმაოდ წარუმატებელი აღმოჩნდება
გაქცევა შეუძლებელია
No Escape
ამერიკელი ინჟინერი ჯეკ დუაიერი მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად მიემგზავრება სამხრეთ აზიაში, რათა მუშაობა დაიწყოს ახალ ამერიკულ კომპანიაში, თუმცა ჩასვლიდან მეორე დღეს ქვეყანაში იწყება სამოქალაქო ომი, რომლის მონაწილეები უცხოელებს სასტიკად უსწორდებიან
ღამე მუზეუმში: აკლდამის საიდუმლოება
Night at the Museum: Secret of the Tomb
\"ღამე მუზეუმში: სამარხის საიდუმლო\" არის კომედიური სათავგადასავლო ფილმი და \"ღამე მუზეუმში\" სერიის მესამე ნაწილი. ფილმში კვლავ ვხვდებით ლარი დეილის (ბენ სტილერი), ნიუ-იორკის მუზეუმის უსაფრთხოების ღამის მცველს, რომელსაც ამჯერად განსაკუთრებული მისია აქვს – გადაარჩინოს მუზეუმის ცხოვრებისეულად მნიშვნელოვანი მაგიური არტეფაქტი. ისტორია იწყება, როცა მუზეუმის მაგიური ტაბლეტი, რომელიც მუზეუმის ექსპონატებს ცოცხლებს აქცევს ღამის განმავლობაში, უცნაურად იწყებს ფუნქციონირების დაკარგვას. ლარი და მისი მეგობრები აღმოაჩენენ, რომ ტაბლეტი თავის ძალას კარგავს, და მათი ერთადერთი შანსი მისი საიდუმლოს ამოხსნაა. ამისთვის კი, ისინი ლონდონის ბრიტანეთის მუზეუმში მიემგზავრებიან, სადაც ტაბლეტის შექმნის ამბავი და მისი საიდუმლოებები იმალება. ფილმში უამრავი სასაცილო და სახალისო სიტუაცია ვითარდება, რადგან ცოცხალი ექსპონატები ლონდონის მუზეუმის სხვა ისტორიულ ფიგურებსა და ცხოველებს ხვდებიან. ლარი კვლავ აერთიანებს გუნდს – ტედი რუზველტს (რობინ უილიამსი), ატილა ჰუნს, ჯედედიას და ოქტავიუსს – რათა შეაჩერონ მაგიის გაქრობა და გადაარჩინონ მუზეუმის უცნაური, მაგრამ საყვარელი სამყარო.
ქალბატონი არეულობა
qalbatoni areuloba / She\'s Funny That Way
ფილმი მოგვითხრობს ერთი მეძავი ქალბატონის ისტორიას ის ერთ სამუშაო დღეს შეხვდა კლიენტს რომელმაც მისი ცხოვრების შესაცვლელად 30 000$ აჩუქა.
სტაჟირება
The Internship
ორი ორმოცს მიღწეული მეგობარი რჩება უმუშევარი. ისინი მთელი ცხოვრება გაყიდვების სფეროში მუშაობდნენ. ერთი მათგანი აღმოაჩენს, რომ GOOGLE-ს აქვს სტაჟირების პროგრამა და გადაწყვეტს მეგობართან ერთად ბედი სცადოს...
ინდაურები
Free Birds
ინდაურები რეჯი და ჯეიკი იპოვნიან დროის მანქანას, რათა დაბრუნდნენ სამი წლით უკან, იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ წაშალონ ინდაური სადღესასწაულო მენიუდან
თავისუფალი კვირა
Hall Pass
საუკეთესო მეგობრებს რიკს და ფრედს ცოლები აძლევენ უფლებას 1 კვირა თავისუფალი ურთიერთობით ისარგებლონ, და სხვა ქალებს შეხვდნენ. სიტუაცია იძაბება, როდესაც ცოლებიც გადაწყვეტენ სხვა მამაკაცებთან პაემანზე წასვლას.
მანქანები 2
Cars 2
ელვა მაქუინის და ტავისი მეგობარი მეტერის მომდევნო თავგადასავალი. ჩვენი გმირები მსოფლიო ჩემპიონატისთის რალში ემზადებიან. მაქვუინს მოუწევს ერთდროულად ლამაზ და საშიშ გზებზე რბოლა იაპონიის, იტალიის, და საფრანგეთის მაშტაბით. მაქუინი თავის მეგობარ მეტერთან ერთად დიდ გაუგებარ სიტვაციაში ეხვევიან.
დიდებული წელი
The Big Year
ჩიტებზე მოთვალთვალე 3 პროფესიონალის კონკურენციის ისტორია
საიდან იცით?
How Do You Know
ისტორია სასიყვარულო სამკუთხედის შესახებ, რომელშიც ჯეკი ბეისბოლის პროფესიონალ მოთამაშე მეთის, მშვენიერი ლიზას სიყვარულში მეტოქეობას უწევს ...
პატარა ფაკერები
Little Fockers
10 წელი და 2 პატარა ფაკერი დასჭირდა გრეგს იმისათვის, რომ სიმამრ ჯეკს შეგუებოდა. თუმცა მას შემდეგ, რაც გრეგი ფარმაცევტულ კომპანიაში იწყებს მუშაობას, ჯეკის ეჭვები სიძის მიმართ ისევ ბრუნდება. ახლოვდება ტყუპების დღეობა და გრეგმა უნდა დაამტკიცოს ვინ არის მთავარი ოჯახში
გადარჩენის სკოლა
gadarchenis skola / Drillbit Taylor
სკოლის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს მცირებიუჯეტიანი მცველი აიყვანონ იმ იმედით, რომ ის მათ მოჩხუბარი თანაკლასელებისგან დაიცავს. მაგრამ მცველს საქმისადმი მიდგომა საკმაოდ არატრადიციულია.
მარლი და მე
Marley and Me
ფილმი დაფუძვნებულია ჟურნალისტ ჯონ გროგანის მემუარების წიგნზე და მოგვითხრობს იმაზე, თუ რას ნიშნავს მსოფლიოში ყველაზე მავნებელ ძაღლთან ერთად ცხოვრება.
მატარებელი დარჯილინგის მიმართულებით
matarebeli darjilingis mimartulebit / The Darjeeling Limited
სამი ერთმანეთისგან გაუცხოებული ძმა, ინდოეთში მოგზაურობას გადაწყვეტს, რომ აღადგინონ ის ურთიერთობა რაც ბავშვობაში ჰქონდათ, მაგრამ მათი მოგზაურობა მოულოდნელობებით აღსავსე თავგდასავლად გადაიქცევა..
მანქანები
Cars
ფილმის გმირია მრბოლელი მანქანა მაკკუინი, ზედმეტსახელად \"ელვა\". ერთ-ერთი რალის დროს ის შეცდომით რბოლას ეთიშება და მიყრუებულ სოფელში გადადის. სადაც ახალ მეგობრებს იძენს.
ქორწილების ჩამშლელები
Wedding Crashers
ჯონმა და მისმა მეგობარმა ჯერემიმ შესანიშნავად იციან როგორ გამოიყენონ ქალბატონების ოცნებები და იმედები თავიანთ საკეთილდღეოდ. მათი ძირითადი საქმიანობა ქორწილების ჩაშლაა, მაგრამ როდესაც ჯონი კლერს შეხვდება, ის გაიგებს თუ რა არის ნამდვილი სიყვარული და გულის ტკენა...
ცხოვრება წყალქვეშ
The Life Aquatic with Steve Zissou
ოკეანის ცხოვრებაზე დოკუმენტური ფილმის გადამღები ზისუ გამოივლის ყველანაირ ცხოვრებისეულ სიტუაციას, რომლის წარმოდგენაც კი შეიძლება, აგრეთვე ცხოვრებისეულ კრიზისსაც, როცა იგი შეეცდება გადაიღოს ფილმი იმ არსების შესახებ,რომელმაც მას ტკივილი მიაყენა
დიდი ძარცვა
The Big Bounce
ფილმი მოგვითხრობს ჯეკ რაიანზე ადამიანზე რომელსაც შესანიშნავი ცხოვრებააქვს, ყოველდღე სერფინგით ერთობა, სანაპიროზე ზაგარს იღებს, სვავს ცივ ლუდს. მაგრამ ამ ყველაფრისთვის ფული რომ ჰქონდეს ის დროდადრო იპარავს ყველაფერს რაც მის თვალს ესიამოვნება.
სტარსკი და ხათჩი
Starsky and Hutch
დევიდ სტრაქსი გამოცდილი აგენტია.მას არასოდეს რჩება დანაშაული დაუსჯელი.იგი ცდილობს თავისი დედის სახელისგან განთავისუფლდეს,რომელიც პოლიციელი იყო და დაამტკიცოს რომ მასაც შეუძლია საუკეთესო პოლიციელი გახდეს.
შანხაის რაინდები
Shanghai Knights
ველური დასავლეთის დამორჩილების შემდეგ კომედიაში \\\'შანხაის შუადღე\\\', ჩონ ვანგი და როი ო \\\'ბანონი – კვლავ ცხენზე არიან ამხედრებულნი, ამჯერად საერთოდ სხვა ადგილას აღმოჩნდნენ, ცივილიზირებულ ლონდონში
ზულენდერი
Zoolander (განახლებული ხარისხით)
გაათავისუფლეთ პოდიუმი VH1-ის არხის სამგზის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო მამაკაცი მოდელის, დერეკ ზულენდერისათვის. ზულენდერი შეშფოთდება, როდესაც \"მუდამ მიმზიდველი\" ჰანსელ სკუტერსი მას წლის ჯილდოს ართმევს. მოდის სამყაროს ბოროტი გურუ, მუგატუ გამოიყენებს შესაძლებლობას, რომ დერეკისგან სიკვდილის მანქანა შექმნას. ეს არის კარგად მოფიქრებული შეთქმულება, და ახლა მხოლოდ ჰანსელის დახმარებითა და რამოდენიმე კარგად შერჩეული აქსესუარით ,დერეკმა უნდა შეძლოს სამყაროს გადარჩენა.
მტრის ზურგში
Behind Enemy Lines
აშშ-ს საჰაერო სამხედრო ძალების ახალგაზრდა ლეიტენანტი კრის ბერნეტი, ერთერთი საუკეტესო მფრინავია, ოცნებობს ნამდვილ საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობის მიღებას, იმის მაგივრად, რომ თავისი კოლეგების სწავლებას თვალი ადევნოს. მაგრამ მის მეთაური, ადმირალი რეიგარტი თვლის, რომ კრისი ჯერ კიდევ არ არის მზად..