ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
იქს-ადამიანები: მომავლის განვლილი დღეები
X-Men: Days of Future Past
იქს ადამიანების გუნდი გზავნის ლოგანს წარსულში, რათა შეცვალონ მომავალში მომხდარი მოვლენები. ის იძულებულია იმოქმედოს ძალიან ფრთხილად, რომ ეს გლობალურად არ აისახოს ადამიანთა და მუტანტთა მომავალზე.
შოკოლადი
Chocolat
კლოუნი \"შოკოლადი\" ისტორია, პირველი შავკანიანი მსახიობი საფრანგეთში, რომელმაც დიდ წარმატებას მიაღწია მეცხრამეტე საუკუნეში..
იურული სამყარო
Jurassic World
ათასობით ადამიანს სურს იურული პერიოდის სამყაროს ნახვა, მაგრამ ერთი შეხედვით, უსაფრთხო გართობა მთელი კაცობრიობისთვის დიდ საშიშროებად შეიძლება გადაიქცეს.
კარგი ხალხი
Good People
ფილმი მაყურებლებს ოჯახური წყვილის ისტორიას უყვება, რომელიც ვალებში იძირება. ფინანსური პრობლემების მოგვარების გზა მოულოდნელად ჩნდება: როდესაც მათი ნაქირავები ბინის მფლობელი კვდება, მთავარი გმირები მის სახლში ფულით სავსე ჩანთას პოულობენ. 370 000 დოლარს მარტივად შეუძლია წყვილის ფულადი პრობლემების მოგვარება, მაგრამ უღირთ კი მეუღლეებს მისი აღება? არჩევანს, რომელსაც გმირები აკეთებენ, მათი ცხოვრების რადიკალურად შეცვლა შეუძლია, მაგრამ არა უკეთესობისკენ.
დაუსრულებელი ფუსფუსი
Micmacs
მეგობრებმა გადაწყვიტეს ორი, ყველაზე დიდი იარაღის მწარმოებელი გაანადგურონ. ფილმების მოყვარულ ვიდეო მაღაზიის გამყიდველ ბაზილს ცხოვრებაში ყველაფერი ჰქონდა, მაგრამ საომარი იარაღის გამო ყველაფერი დაკარგა. მამამისი მაროკოში ნაღმზე აფეთქდა, თვითონ კი ერთ საბედისწერო ღამეს ბრმა ტყვია მოხვდა თავში და ახლა ნებიესმიერ წამს შეიძლება გარდაიცვალოს. სამსახურ და სახლდაკარგული ბაზილი ქუჩაში მოსეირნობდა, როდესაც შემთხვევით ციხიდან გამოსული სლამერი გაიცნო. მისი დახმარებით გაცნობილ სხვა ქუჩის ბანდის წევრებთან ერთად ბაზილი იარაღის მწარმოებლების წინააღმდეგ შურისძიებას გეგმავს.