ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
ველურები
Savages
ახალგაზრდა მილიონერები ბენი და ჩონი საქმეებს კალიფორნიის სანაპიროზე აწარმოებენ. ბენი-გამოჩენილი ბოტანიკოსი და ნიჭიერი ბიზნესმენია, ჩონი-ვალების დაბრუნებასა და კონკურენტებთან ბრძოლაშია ოსტატი. მათ სამუშაოში ბევრი რთული მომენტია, ისინი ხომ მსოფლიოში საუკეთესო ბალახს აწარმოებენ. განსაკუთრებულად რთულ პრობლემებს აგვარებს ფედერალული გამოძიების ბიუროს ნაცნობი აგენტი. მაგრამ ერთში ისიც ვერ დაეხმარება. ზეშემოსავლიანი ბიზნესით მექსიკელი კარტელი დაინტერესდება. მას მშვენიერი ელენა მეთაურობს და მან მეგობრების მთავარი სისუსტე იპოვა, ბენის და ჩონის გულიც ერთ გოგოს ეკუთვნის. მშვენიერი ო-ს გამო ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელნი. სიყვარული კი მათ განსაკუთრებულად საშიშებს ხდის.
უოლ სტრიტი: ფულს არასდროს სძინავს
Wall Street: Money Never Sleeps
გორდონ გეკო გამოდის ციხიდან. იგი დროს ტყუილად არ კარგავს, იწყებს ახალ გზას ფინანსური სამყაროს დასაპყრობად, რომელიც მისი არყოფნის დროს უფრო სუმბურული და მშფოთავი გახდა. ახლა უკვე ვერავინ გადაუდგება გორდონს გზაზე
მსოფლიო სავაჭრო ცენტრი
World Trade Center
2001 წლის 11 სექტემბერს, მას შემდეგ რაც ტერორისტებმა მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობა დაანგრიეს მაშველი რაზმი გადარჩენილების მოძებნას ცდილობს. უილ ჯიმენო და სერჟანტი ჯონ მაკლოულინი ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილები, მაშველი რაზმი კვლავ განაგრძობს ბრძოლას მათ გადასარჩნად..
ნიქსონი
niqsoni / Nixon
ბიოგრაფიული ფილმი მოგვითხრობს ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, რიჩარდ ნიქსონის პოლიტიკური და პირადი ცხოვრების შესახებ
4 ივლისს დაბადებული
Born on the Fourth of July
რონ კოვიკი მოხალისედ ჩაეწერება ჯარში.წლების შემდეგ იგი ომიდან პარალიზებული დაბრუნდება.მან მთელი თავისი სიცოცხლე ომთან ბრძოლებს მიუძღვნა
უოლ სტრიტი
Wall Street
ახალგაზრდა და ამბიციური ბროკერი ყველაფერზე წამსვლელია წარმატების მისაღწევად,მათ შორის უზარმაზარი კომპანიების დამპყრობლისაგან მიღებული ინფორმაციის გავრცელების გზით.
ოცეული
oceuli / Platoon
„ოცეული“ არის ოლივერ სტოუნის მძაფრი და დაუნდობელი ფილმი ვიეტნამის ომის შესახებ, რომელიც მოგვითხრობს ახალგაზრდა ჯარისკაცის, კრის ტეილორის, თვალით დანახულ ომის სისასტიკესა და მორალურ დილემებზე. კრისი, რომელიც მოხალისედ ჩადის ვიეტნამში, მალევე ხვდება ომის რეალობას – ბრძოლის ველზე მისი ოცეული ორ ნაწილად იყოფა ორი სერჟანტის, სერჟანტ ბარნსის და სერჟანტ ელაიასის, მორალურ დაპირისპირებაში. ბარნსი წარმომადგენელია დაუნდობელი, ცივსისხლიანი მეთაურისა, რომელიც ომში მიზნის მისაღწევად არაფერს ერიდება, ხოლო ელაიასი ცდილობს შეინარჩუნოს ადამიანურობა და ღირსება საომარი მოქმედებების მიუხედავად. ფილმი სავსეა მძიმე სცენებითა და მტკივნეული რეალობებით, რომელიც ასახავს ომის ზემოქმედებას ადამიანურ ფსიქიკაზე, მორალსა და მეგობრობას. „ოცეული“ არის ომის ნამდვილი სახის გადმოცემა, სადაც გმირობა ხშირად ჩრდილში რჩება და ბრძოლის ველის სისასტიკე მთავარი ფოკუსია.