ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა
Charlie and the Chocolate Factory
პატარა ბიჭი მსოფლიოში ყველაზე გრანდიოზულ შოკოლადების ქარხანაში მოგზაურობას მოიგებს. ქარხანას მსოფლიოში ყველაზე უცნაური კონდიტერი მართავს.
სუნელების პრინცესა
The Mistress of Spices
კარისთვის და კორმასისთვის ინგრიდიენტების ყიდვის დროს, სან–ფრანცისკოს გარეუბანში მდებარე სუნელების მაღაზიის კლიენტები შეიძენენ რაღაცას ბევრად უფრო ფასეულს – სანუკვარი სურვილების ასრულებაში დახმარებას. ინდიელი ლამაზმანი ტილო, მაღაზიის მეპატრონე, მაგიური ნიჭითაა დაჯილდოვებული, მას ადამიანების წარსულის და მომავლის დანახვა შეუძლია და მათ ბედისწერის შეცვლა, განსაკუთრებული სუნელების შერჩევით. მაგიური ნიჭის შესანარჩუნებლად, ტილო სამ მკაცრ წესს იცავს: არასოდეს ტოვებს მაღაზიას, არ ეკარება ადამიანებს და მხოლოდ ბალახებს ემსახურება. ანუ მას არანაირი პირადი ცხოვრება არააქვს. მაგრამ ერთხელაც მომხიბვლელი არქიტექტორი მისი მაღაზიის კარებთან ავარიაში მოყვება. ამ დღიდან მისი ცხოვრება სამუდამოდ იცვლება. ის ვერ ეწინააღმდეგება გრძნობებს და ყველა წესს დაარღვევს.
პატარძალი და ცრურწმენა
patardzali da crurwmena / Bride & Prejudice
ჯეინ ოსტინის კლასიკური ისტორიის ბოლივუდური ვერსია რომელშიც ქალბატონ ბაკშის მისი ქალიშვილებისათვის შესაფერისი საქმროების პოვნა სურს.როდესაც მათთან სტუმრად ორი მდიდარი მამაკაცი ბალრაჯი და დარსი ჩამოდიან, ბაქშის ოჯახში დიდი იმედი გაჩნდება. თუმცა ,სხვადასხვა გარემოებები და მოსაზრებები სიყვარულს წინ ეღობება.