ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
მენიუ | THE MENU
ახალგაზრდა შეყვარებული წყვილი, მარგო და ტაილერი შორეულ კუნძულზე მდებარე ექსკლუზიური და უნიკალური რესტორნის მოსანახულებლად მიემგზავრებიან, რომელსაც ძალიან კარგი რეპუტაცია აქვს, სადაც ამ დაწესებულების შეფ-მზარეული სლოვიკი, ახლგაზრდა გმირებს სთავაზობს მდიდრულ მენიუს შოკისმომგვრელ სიურპრიზებთან ერთად…
ისინი, ვისაც ჩემი სიკვდილი სურს
Those Who Wish Me Dead
მონტანას ეროვნულ ტყეში ორი მკვლელი დაედევნება ახალგაზრდა ბიჭს.ტყის მცველი და გადარჩენის ექსპერტი, ჰანა ფაბერი, მზადაა დაიცვას ბიჭი, მაგრამ როდესაც მკვლელები ტყეს ხანძარს გაუჩენენ, ჰანას და ბიჭის მიზანი ახლა უკვე ხანძრისგან თავის დაღწევა გადარჩენაა
კელის ბანდის ნამდვილი ამბავი
True History of the Kelly Gang
ფილმი გადაღეებულია პიტერ ქერის რომანის მიხედვით. ეს არის ავსტრალიელი ყაჩაღის ნედ კელისა და მისი ბანდის ამბავი, როდესაც ისინი 1870იან წლებში ხელისუფლების წარმომადგენლებს გაექცნენ და თავს უშველეს
დიადი
The Great
მეთვრამეტე საუკუნის ავსტრიაში მცხოვრები დიდგვაროვანი ქალი იძულებულია არჩევანი საკუთარ პირად ბედნიერებასა და რუსეთის მომავალს შორის გააკეთოს, როდესაც ცოლად იმპერატორს მიჰყვება
ტოლკინი
Tolkien
ფილმი გვიჩვენებს დაობლებული ავტორის ფორმირების წლებს სკოლაში, სადაც იგი ეზიარება მეგობრობის გრძნობას, სიყვარულს და მხატვრულ შთაგონებას თავის თანატოლ გარიყული თანაჯგუფელების გარემოცვაში. ასე მიდის მისი ცხოვრება პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე. რამაც მათ ერთადყოფნას შესაძლოა წერტილს დაუსვას. ეს გამოცდილება შემდგომ ტოლკინის შთაგონების წყარო იქნება მისი ცნობილი რომანებისთვის.
ფავორიტი
The Favourite
მე-18 საუკუნის დასაწყისი. ინგლისი საფრანგეთს ებრძვის. ამის მიუხედავად, გაცხარებული მიმდინარეობს იხვების შეჯიბრი და ანანასსაც არავინ იკლებს. ტახტზე ავადმყოფი დედოფალი ანა ზის, ხოლო ქვეყანას მისი ახლო მეგობარი, ლედი სარა განაგებს. როდესაც ახალი მოახლე, ებიგაილი ჩამოდის, სარა მისით იხიბლება. სარა მასზე ზრუნავს და ებიგაილსაც უჩნდება შესაძლებლობა, რომ თავის არისტოკრატულ ფესვებს დაუბრუნდეს. სარა ომისგან დაღლილია და ამ დროს ებიგაილი მას სიცარიელეს უვსებს, როგორც დედოფლის კომპანიონი
მიმდინარე ომი
The Current War: Director\'s Cut (The Current War)
ელექტროენერგიის ტიტანებს, თომას ედისონსა და ჯორჯ ვესტინგჰაუსს შორის დიდი კონკურენციაა მდგრადი სისტემის შქმნისა და ამერიკელი ხალხისთვის მისი მიყიდვის საკითხში
ავტობანი
avtobani / Collide
ამერიკელი ტურისტი კეისი მის მეგობართან ერთად აღმოჩნდება ორი განგსტერული დაჯგუფების გარჩევების მონაწილე. ამ მომენტიდან იწყება სასიკვდილო რბოლა გერმანიის ავტობანებზე
ბნელი საიდუმლოებები
bneli saidumloebebi / Dark Places
მთავარი პერსონაჟი, ლიბი დეი, 7 წლის იყო, როდესაც დედა და ორი და მოუკლეს. თვითონ იანვრის ცივ ამინდში მოახერხა ფერმიდან გამოქცევა, დაკარგა თითები, მაგრამ მაინც გადარჩა. ტრაგიკულ მოვლენას ეწოდებოდა ‘კინაკეს სატანური მსხვერპლი, კანზასი.’ ლიბი აღმოაჩენს, რომ მისი ძმა მკვლელია და დაკავებულია სატანისტური ქმედებებით. 25 წლის შემდეგ ლიბი იწყებს საქმის გამოძიებას. ფილმის სიუჟეტი წარსულსა და აწმყოში ვითარდება და მოვლენათა გადაბმულ ჯაჭვს ქმნის
თანასწორები
Equals
ფილმი \"თანასწორნი\" მოგვითხრობს საილასას ისტორიას, ის მომავალში ცხოვრობს, საზოგადოებაში სახელად \"კოლექტივი\". ამ თანამედროვე სამყაროს მცხოვრებნი არიან ადამიანთა ახალი თაობა, სახელად \"თანასწორნი\". ისინი მშვიდობისმოყვარული, წყნარი, ზრდილობიანი და სამართლიანი ხალხია. იქ ცხოვრება იდელურია. იმათთან არ არსებობს სიღარიბე, სიძუნწე, ძალადობა და ემოციები... მაგრამ მათ საშიშროება ელით: ავადმყოფობა სახელად \"SOS\". ამ სენით დაავადებულებს ემართებათ ყველაფერი ის, რისგანაც ფიქრობდნენ, რომ თავი დააღწიეს ქალაქის მცხოვრებმა სამუდამოდ: ესაა დეპრესია, სიზარმაცე, შიში და სიყვარული. მთავრობა თუ შეამჩნევს ადამიანს დაავადებულს «SOS»-ით. მას სასწრაფოდ აპატიმრებენ და აგდებენ სოროში, ამის შემდეგ მის შესახებ ვერავინ ვერაფერს ვერ გაიგებს.
იქს ადამიანები: პირველი კლასი
X-Men: First Class
ორი მუტანტი, ჩარლზ ხავიერი და ერიკ ლენშერი, იწყებენ ერთად მუშაობას, რათა შეაჩერონ მსოფლიო ომი, რომელიც ადამიანებსა და მუტანტებს შორის დაპირისპირებას გამოიწვევს. მათ უნდა გაერთიანდნენ და შექმნან მუტანტების გუნდი, რომელიც მზად იქნება ბრძოლისთვის. თუმცა, მათ შორის იდეოლოგიური განსხვავებები თანდათან იზრდება, რაც საბოლოოდ მათ დაპირისპირებას გამოიწვევს და მეგობრები მტრებად აქცევს.
ტიტანთა ბრძოლა | Clash of the Titans
ღმერთად დაბადებულ და ადამიანად აღზრდილ პერსევსს არ ძალუძს საკუთარი ოჯახი, შურისმაძიებელი მიწისქვეშეთის ღმერთის, ჰადესისგან დაიცვას. რადგან დასაკარგი აღარაფერი აქვს, პერსევსი მოხალისედ მიდის, რათა ჰადესის დამარცხების სახიფათო მისიას უხელმძღვანელოს, სანამ ჰადესი ზევსის ძალას არ დაპატრონებია და დედამიწაზე ჯოჯოხეთი არ მოუწყვია. უწმინდურ დემონებთან და საშინელ მხეცებთან ბრძოლაში პერსევსი და მისი მეომრები მხოლოდ იმ შემთხვევაში გადარჩებიან, თუ პერსევსი ღმერთის ძალას მიიღებს, ბედისწერას არ შეეპუება და საკუთარ ბედს თვითონვე შექმნის...
ბიჭის შესახებ
bichis shesaxeb / About a Boy
ცინიკოსსა და ჩამოუყალიბებელ ახალგაზრდა მამაკაცს პატარა ბიჭუნა ასწავლის, თუ როგორ მოიქცეს ზრდასრული მამაკაცივით...