ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
აქვამენი 2: დაკარგული სამეფო | Aquaman and The Lost Kingdom
არტურ კარი დაიბადა მაინში უბრალო შუქურის მცველისა და ატლანტიდის წყალქვეშა სამეფოს დედოფლის სიყვარულით, რომელიც იზრდებოდა მისი წარმოშობის ცოდნის გარეშე, სანამ ერთ დღეს ნუიდის ვულკომ, მეცნიერების მთავარმა მრჩეველმა ატლანტიდაში, არ აჩვენა ბიჭს თავისი უჩვეულო შესაძლებლობები. მას შემდეგ ოკეანე გახდა მეორე სახლი არტურისთვის, მიწის ტოლფასი, მას შეეძლო წყლის ქვეშ სუნთქვა და წყალქვეშა მაცხოვრებლებთან საუბარი. თუმცა, მის ნახევარ ძმას, წყალქვეშა სამეფოს ახალ მმართველს, მეორე პოტენციური მემკვიდრის არსებობა აწუხებდა და მან გადაწყვიტა დაეღწია იგი. ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ არტურმა შეძლო ძმის დამარცხება, ციხეში ჩასმა და ატლანტიდის ტახტზე მისი კანონიერი ადგილი დაიკავა. ახლა მას უწევს თავისი ხალხის მართვა, მაგრამ მიწის მაცხოვრებლები აგრძელებენ საფრთხეს წყალქვეშა ცხოვრების სიმშვიდეს. საზღვაო ბიოლოგი სტივენ შინი წლების განმავლობაში იყო შეპყრობილი ატლანტისის პოვნით და ის ისევე ახლოსაა მის პოვნასთან, როგორც არასდროს. მეფე არტურმა ნებისმიერ ფასად უნდა შეინახოს თავისი სამყაროს საიდუმლო. მაგრამ, სამწუხაროდ, მისი ნახევარძმა სამუდამოდ გისოსებს მიღმა ჯდომას არ აპირებს და გაქცევის მცდელობას აკეთებს.
ცხრა იდეალური უცნობი
Nine Perfect Strangers
ლიან მორიარტის ამავე სახელწოდების რომანზე დაფუძნებული დრამატული მინი-სერიალი, რომელშიც მოვლენები ავსტრალიის შორეულ კუთხეში მდებარე, ელიტარულ პანსიონში ვითარდება, სადაც ათი დღით ცხრა ადამიანი – მარკონების ოჯახი, მწერალი ფრენსისი, მეუღლეები ბენი და ჯესიკა, ადვოკატი ლარსი, განქორწინებული დიასახლისი კარმელი და პენსიონერი ტონი ჩადის. ხოლო პანსიონის დირექტორი, რუსი ლამაზმანი მაშაა, რომელიც გმირებს სხეულისა და სულის განკურნებას ჰპირდება. მაგრამ შეუძლია თუ არა ათ დღეს ადამიანი სამუდამოდ შეცვალოს? ამას ეს ცხრა სრულიად უცხო ადამიანი მალე გაიგებს… მათ იციან, რომ ფუფუნების, ყურადღებისა და მედიტაციის მიუხედავად, ამ ათი დღის განმავლობაში შეიძლება ნამდვილი შრომა გახდეს საჭირო. თუმცა, არცერთ მათგანს არ შეეძლო წარმოედგინა, რა რთული იქნებოდა მომდევნო ათი დღე.
იყო რიკარდო ქართულად
iyo rikardo qartulad / Being the Ricardos
ლუსილ ბოლს და დესი არნაზს ექმნებათ კრიზისი, რომელმაც შეიძლება დაასრულოს მათი კარიერა და კიდევ ერთი რამ, რომელმაც შეიძლება დაასრულოს მათი ქორწინება
განადგურება
The Undoing
გრეის საქსი ისეთი ცხოვრებით ცხოვრობს, როგორსაც ნატრულობდა. წარმატებული თერაპევტია, ერთგული მეუღლე ჰყავს და პატარა ბიჭუნა, რომელიც ნიუ იორკის ელიტარულ კერძო სკოლაში დადის. ერთი ღამის განმავლობაში მრავალი უბედურება მოხდება მის თავს: ძალადობრივი სიკვდილი, გაუჩინარებული ქმარი და რიგი საშინელებანი. საერთო უბედურების პირისპირ დარჩენილი და თავისი უძლურების გამო სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი, ცდილობს ერთი ცხოვრება დაანგრიოს და მეორე შექმნას თავისთვის და ბავშვისთვის...
ჩიტბატონი
chitbatoni / The Goldfinch
დონა ტარტის რომანის ეკრანიზაცია ცამეტი წლის ბიჭის თეოდორ დეკერის შესახებ, რომლის მარტოხელა-დედა ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ-მუზეუმში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაიღუპება, ხოლო თავად სასწაულებრივად გადარჩება. მომხდარი ტრაგედია მთავარი გმირის ცხოვრებას მთლიანად შეცვლის, როდესაც მუზეუმის ნანგრევებიდან, ის ფასდაუდებელ ხელოვნების ნიმუშს მოიპარავს. ახალგაზრდა თეოდორს ზემო ისტ-საიდში მცხოვრები მდიდარი ოჯახი იშვილებს, სადიანც მოგვიანებით იგი მის მამასთან გაერთიანდება – ალკოჰოლიკი, აზარტული თამაშების მოყვარული, რომელიც მას ლას-ვეგასში წაიყვანს. ამ მომენტიდან იწყება ბიჭის მიწისქვეშა ხელოვნების სამყაროსადმი გაცნობა. ტრაგედიის ხსოვნა, დედის დაკარგვა და მსოფლიო შედევრის ქურდობა მთელ მის შემდგომ ცხოვრებაზე უარყოფითად იმოქმედებს
სექსსიმბოლო
Bombshell
ფილმი მოგვითხრობს \"ფოქს ნიუსის\" თანამშრომელ ქალებზე, რომლებიც როჯერ აილსის ხელმძღვანელობის პერიოდში მუშაობდნენ. როჯერ აილსი ამ სატელევიზიის ქსელის დამფუძნებელი და არქიტექტორი იყო, რომელიც 2016 წელს თანამდებობიდან გადადგა სექსუალური შევიწროების სკანდალის გამო
გამქრალი ბიჭი
gamqrali bichi / Boy Erased
ამერიკის ერთი პატარა ქალაქის ბაპტისტი მღვდლის ოჯახი გაიგებს, რომ მათი 19 წლის ვაჟი, ჯარედი, ჰომოსექსუალია. ჯარედს ულტიმატუმს წაუყენებენ: ან გეი კონვერტაციის თერაპიის პროგრამაში ჩაერთვება, ან სამუდამოდ გასახლებული და მოკვეთილ იქნება ოჯახიდან და გარიყული მეგობრებისგან
წმინდა ირმის მკვლელობა
wminda irmis mkvleloba / The Killing of a Sacred Deer
ფილმის მთავარი გმირი, კარდიოქირურგი სტივენი, ბედნიერია მის ცოლთან ერთად. იგი ხშირად ხვდება და დროს ატარებს 16 წლის მოზარდ მარტინთან ერთად, რომელიც ზუსტად იმ ასაკშია, როდესაც უფროსების თანადგომა სჭირდება. მაგრამ ვინ არის მარტინი? რატომ უთმობს ამდენ დროს ქირურგი მას?
ცდუნება
cduneba / The Beguiled
ქალთა პანსიონი გარე სამყაროსაგან დაფარული იყო იქამდე, სანამ თავშესაფარის მაძებარმა ადამიანმა არ შეაბიჯა მათ ჭიშკარში. ამ დღეიდან პანსიონი ცდუნების ტყვეობაში აღმოჩნდა
ფენგების ოჯახი
fengebis ojaxi / The Family Fang
და-ძმა ბრუნდება თავიანთი ბავშობის სახლში, რათა მოძებნონ საქვეყნოდ ცნობილი მშობლები, რომლებიც გაუჩინარდნენ.
სანამ დავიძინებ
Before I Go to Sleep
უკვე მეოცე წელია, იმ დღიდან, რაც მწერალი კრისტინა ავტოკატასტროფაში მოჰყვა და მეხსიერება დაკარგა. ყოველ დილით მას ავიწყდება რა მოხდა წინა დღეს. ექიმის რჩევით, ის ხმის ჩამწერი მოწყობილობის მეშვეობით იწერს ყველაფერს, რაც მის ცხოვრებაში ხდება. ერთ დღესაც კრისტინა აღმოაჩენს, რომ მის თავს ისეთი რაღაცები ხდება, რაც ჯობია სამუდამოდ დაივიწყოს.
გაზეთების დამტარებელი
The Paperboy
რეპორტიორი ბრუნდება თავის მშობლიურ ქალაქ ფლორიდაში, რათა გამოიკვლიოს სიკვდილმისჯილი პატიმრის განაჩენი
თავი მოაჩვენე ჩემს მეუღლედ
Just Go with It
პლასტიკური ქირურგი მასზე ახალგაზრდა სკოლის მასწავლებელთან ურთიერთობას გააბამს, სულელური ტყუილის გამოაშკარავების თავიდან ასაცილებლად კი მის ასისტენტს სთხოვს თავი ისე მოაჩვენოს თითქოს მისი ყოფილი მეუღლეა. ყველაფერი იქამდე მიდის, რომ ამ ამბავში ასისტენტის ბავშვებიც ერთვებიან და საბოლოოდ ყველა ერთად ჰავაიზე ამოყოფს თავს...
მარგო ქორწილში
margo qorwilshi / Margot at the Wedding
მარგო თავისი დის პოლინის მონახულებას გადაწყვეტს მის შემდეგ რაც მისი გაბედნიერების ამბავს შეიტყობს.უცნაურია, მაგრამ მან არაფრით გამორჩეულ მალქოლმი აირჩია. მოგზაურობაში მარგოსთან ერთალ მისი ვაჟიშვილი ქლოდიც მიდის.
ბეწვი:დიანა არბუსის წარმოსახვითი პორტრეტი | Fur: An Imaginary Portrait of Diane Arbus
დიანა არბუსს, ახალგაზრდა გოგონა ცნობილი და შეძლებული ოჯახიდან, შეუყვარდება თავისი საიდუმლო დამრიგებელი ლაიონელა სუინი, რომელიც გააცნობს ფოტოგრაფიით გატაცებულ დიანას სხვადასხვა მარგინალურ ადამიანებს...
დაბადება
dabadea / Birth
საყვარელი მეუღლის გარდაცვალებიდან ათ წელიწადში ანა(ნიკოლ კიდმანი) კვლავ აპირებს გათხოვებას. და ამ დროს მასთან 10 წლის ბიჭი მოვა და განუცხადებს, რომ ის მისი აწგანსვენებული ქმარია, რომელმაც რეინკარნაცია განიცადა. ამ ბიჭმა ანას ცხოვრების ყველაზე ინტიმური დეტალები იცის. ასე იწყება წარმტაცი მოგზაურობა ქალის სულის სიღრმეში, ვისი გონება უარს აცხადებს წარმოუდგენელი რამე დაიჯეროს, მაშინ, როდესაც გულისთვის ცნობილია სიმართლე
დოგვილი
Dogville
**„დოგვილი“ (Dogville, 2003)** არის დრამატული ფილმი, რომელიც რეჟისორ ლარს ფონ ტრიერსის შექმნილია და უნიკალური თეატრალური სტილითაა გადაღებული. სიუჟეტი ვითარდება პატარა, იზოლირებულ ქალაქ დოგვილში, სადაც ახალგაზრდა ქალი, გრეისი (ნიკოლ კიდმანი), თავს აფარებს ადგილობრივებს, რათა გაიქცეს განგსტერებისგან, რომლებიც მის კვალს მისდევენ. თავიდან, ქალაქის მაცხოვრებლები მას იცავენ, მაგრამ ნელ-ნელა მათგან უფრო და უფრო დიდ მოთხოვნებს უწესებენ, რაც საბოლოოდ გადაიზრდება ძალადობასა და ექსპლუატაციაში. ფილმი იკვლევს ადამიანის ბუნების ბნელ მხარეებს, ძალადობის მორალურ კომპლექსებსა და საზოგადოების ფარულ ბოროტებას. „დოგვილი“ გამოირჩევა მინიმალისტური სცენებითა და თეატრალური წარმოდგენის სტილით, რაც მაყურებელს ყურადღებას გამახვილებს პერსონაჟების ქცევასა და მორალურ დილემებზე. ეს არის რთული, მაგრამ ძლიერი ფილმი, რომელიც სვამს მნიშვნელოვან კითხვებს სამართლიანობისა და კაცობრიობის შესახებ.
ცივი მთა
civi mta / Cold Mountain
ინმანსა და ადას ერთი ნახვით შეუყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ ისინი ომმა დააშორა. მძიმედ დაჭრილი ინმანი უშედეგოდ ცდილობს შინ დაბრუნებას - გზად მრავალი წინააღმდეგობაა
საათები | The Hours
ცნობილი მწერალი, ვირჯინია ვულფი მორიგი რომანის, “მისის დელოუეის” წერას იწყებს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს არა მარტო მწერლის, არამედ მკითხველთა ცხოვრებაშიც - ფილმის ძირითადი სიუჟეტის პარალელურად მაყურებელს შესაძლებლობა აქვს თვალყური ადევნოს ამ რომანის გავლენას 50-იანი წლებისა და თანამედროვე დროის ორ მკითხველ ქალზე...
იუბილარი გოგონა
iubilari gogona / Birthday Girl
მორიდებული ბანკის მუშაკი, რუსეთიდან ინტერნეტით გამოიწერს საცოლეს და ამის შემდეგ მის ცხოვრებაში მოულოდნელი გადატრიალებები ხდება...
სხვები
The Others
ლამაზმანი გრეისი გადაწყვიტავს თავისი ბავშვები ქალაქიდან გაიყვანოს, რათა იქ დაელოდოს მეორე მსოფლიო ომის დამთავრებას.ბავშვებს უცნაური დაავადება სჭირთ, ვერ იტანენ დღის შუქს. ერთ დგეს გრეისი და მათ გარემოცვაში მყოფნი საბედისწერო ნაბიჯს გადადგამენ.
მშვიდობისმყოფელი
The Peacemaker
ფილმი გადაღებულია რეალურ ამბავზე, რომელიც ცნობილი გახდა არქივში აღმოჩენის შემდეგ. რუსეთის მატარაბელში მყოფ ატომურ ბომბს, რომელიც შორეულ რეგიონში, რუსეთის ჩრდილოეთით აფეთქდა.
ბეტმენი სამუდამოდ | Batman Forever
ქალაქ გოთჰემის ბნელი რაინდი ბოროტმოქმედთა დუეტს უპირისპირდება: ორსახას და რიდლერს. ყოფილი საოლქო პროკურორი ჰარვი დენტი,იგივე ორსახა, დარწმუნებულია, რომ სასამართლო დარბაზში მომხდარი ინციდენტი, საიდანაც იგი ნახევრად დასახიჩრებული გამოვიდა, ბეტმენმა მოაწყო. მილიონერ ბრიუს უეინის ყოფილი მუშაკი, კომპიუტერების გენიოსი ედუარდ ნიგმა, კი მზადაა გაუსწორდეს ფილანტროპს, ისევე როგორც რიდლერი. ცირკის ყოფილი აკრობატი დიკ გრეისონი კი, რომლის ოჯახიც ორსახამ ამოწყვიტა, უეინის მფარველობის ქვეშაა და ხდება მისი ახალი პარტნიორი - რობინი.
მალისა
malisa / Malice
თავბრუდამხვევი ისტორია. ქირურგისა, ახალგაზრდა მომხიბვლელი, პრესპექტიული ახალგაზრდისა. მის ირგვლივ იხლართება ინტრიგები
ჩემი ცხოვრება
chemi cxovreba / My Life
ფილმში აღწერილია ახალგაზრდა ცოლ-ქმრის ურთიერთობა .ექიმები ბობის მძიმე დიაგნოზს უსვავენ (კიბო) ამავე დროს მისი მეუღლე ორსულათ არი.ბობიმ გადაწყვიტა ვიდეო ფირზე დაეტოვა მომავალი შვილისთვის გზავნილი.
ჭექა-ქუხილის დღეები
cheqa-quxilis dgeebi / Days of Thunder
ვეტერანი მრბოლელის დახმარებით, ნიჭიერი მაგრამ გამოუცდელი კოულ თრიკლი თავადაც მრბოლელი ხდება. მას თავისი გუნდის წევრთან მუდმივი პაექრობა აქვს და როდესაც რბოლის დროს მათი მანქანები ერთმანეთს შეეჯახება, მისი კარიერა ეჭვის წვეშ დგება. შესაძლოა კოლი გამოჯანმრთელდეს და შიშსაც დაძლევს
დიდი პატარა ტყუილები
didi patara tyuilebi / Big Little Lies
სამი დედის ისტორია, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ერთი მკვლელობით, რომელიც საბავშვო ბაღის კრებაზე მოხდა