ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
სტაჟიორი
The Intern
**„სტაჟიორი“ (The Intern, 2015)** არის კომედიური დრამა, რომელიც მოგვითხრობს 70 წლის პენსიონერ ბენ უიტეკერზე (რობერტ დე ნირო), რომელიც გადაწყვეტს კვლავ სამსახურს დაუბრუნდეს და ახალგაზრდული სტარტაპის „ფიტნესი“ სტაჟიორად ჩაეწერება. კომპანიას ახალგაზრდა და ენერგიული აღმასრულებელი დირექტორი, ჯულსი ოსტინი (ენ ჰეთეუეი), ხელმძღვანელობს, რომელიც თავდაპირველად სკეპტიკურად უყურებს ბენის როლს თანამედროვე ბიზნესში. თუმცა, დროთა განმავლობაში, ბენი ჯულსისთვის არა მხოლოდ გამოცდილი მრჩეველი, არამედ საიმედო მეგობარიც ხდება. „სტაჟიორი“ არის გულისამაჩუყებელი და ამავდროულად სახალისო ფილმი, რომელიც იკვლევს თაობათა განსხვავებებს, სამუშაო ცხოვრების მნიშვნელობას და მეგობრობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობას.
მარტივი სირთულეები
It\'s Complicated
რომანტიკული ისტორია ქალზე, დიდი ოჯახის დედაზე, რომელიც თავისი ყოფილი ქმრის და ახალი მეგობრის შორის არჩევანს ვერ აკეთებს
შვებულება
The Holiday
მოღალატე მამაკაცებთან ჩიხში შესული ურთიერთობების შემდეგ ,ლოს -ანჯელესელმა ამანდამ და ლონდონელმა აირისმა გადაწყვეტეს სახლები გაცვალონ. ისინი ვერასდროს წარმოიდგენდნენ, რომ ეს გაცვლა სასიყვარულო რომანების საწინდარი გახდებოდა...
რა სურთ ქალებს
What Women Want
საქსუალური ნიკ მარშალი - პლეიბოი ჩიკაგოდან, რომელიც თავის თავს დედამიწის ქალებისთვის ღვთის საჩუქრად თვლის. ის კარიერი მწვერვალზე იმყოფება ერთერთ წამყვან სარეკლამო სააგენტოში და მალე ახალი უფრო მაღალი თანამდებობა უნდა მიიღოს...ან უნდა მიეღო... სააგენტოს მეთაური თვლის, რომ ქალი უკეთ ერკვევა ქალთა ბაზრის საქონელში. და მალე სააგენტოში გაჩნდება ძალიან ნიჭიერი ექსპერტი და მომხიბვლელი ქალბატონი დარსი მაკგუაერი, რომელიც ნიკის ხელმძღვნელი ხდება. პირველი დავალების საშინაო გადამუშავების დროს ნიკს უბედური შემთხვევა ემართება, რომლის მერე ის ტავის თავში უნიკალურ ნიჭს აღმოაჩენს: მას ქალთა აზრების კითხვა შეუძლია. ამ თვისებას თავიდან ნიკი სიგიჟემდე მიყავს, მერე კი შანსს აძლევს, დარსის აზრების კითხვის და მათი მოპარვის... და როდესაც ცბიერი გემის რეალიზაცია თითქმის შესულებული იყო სიყვარული შემოიჭრა მის ცხოვრებაში
მახე მშობლებისთვის
The Parent Trap
ჰოლი პარკერი ცხოვრობს მზიან კალიფორნიაში ყველაზე შესანიშნავ მამასთან ერთად მთელ ქვეყანაზე, მისი თანატოლი ენი ჯეიმსი კი – ლონდონში მშვენიერ მოსიყვარულე დედასთან. პირველი ოცნებობს დედაზე, რომლის გარეშეც მას ძალიან უჭირს, მეორე კი ოცნებობს მამა ყავდეს. როდესაც გოგონები შემთხვევით შეხვდებიან საზაფხულო ბანაკში, მათ აქვთ, რა გაუზიარონ ერთმანეთს...