ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
ბიჭი სახელად შობა
A Boy Called Christmas
ჩვეულებრივი ახალგაზრდა ბიჭი, სახელად ნიკოლასი, არაჩვეულებრივ თავგადასავალში მიემგზავრება თოვლიან ჩრდილოეთში, მამამისის მოსაძებნად, რომელიც ელფების ზღაპრული სოფლის, ელფჰელმის აღმოჩენაშია. თან წაიყვანს თავქარიან ირემს, სახელად ბლიცენს და ერთგულ შინაურ თაგვს, ნიკოლასი მალე ხვდება თავის ბედს ამ ჯადოსნურ და მიმზიდველ ისტორიაში, რომელიც ამტკიცებს, რომ შეუძლებელი არაფერია.
წითელი ზღვის დაივინგის კურორტი
The Red Sea Diving Resort (Operation Brothers)
ფილმი შთაგონებულია რეალური სამაშველო ისტორიებით და მოგვითხრობს გასაოცარ ამბავს მოსადის აგენტებისა და მამაცი ეთიოპიელების შესახებ. მოქმედება მიმდინარეობს 80-იანი წლების დასაწყისში, სუდანში. მისია დაეკისრა შესანიშნავ გუნდს, რომელსაც ხელმძღვანელობენ ქარიზმატული არი კიდრონი და მამაცი ადგილობრივი სახელად კაბედე ბიმრო
შენ შეუცვლელი ხარ
Irreplaceable You
ბავშვობის მეგობრების, ებისა და სემის ისტორია. ისინი რვა წლის ასაკიდან მეგობრობენ, მაგრამ ცხოვრება მათ განშორებას უწყობს. ების ასწავლის სემს, როგორ უნდა იცხოვროს მის გარეშე, მაშინ როდესაც სემი ასწავლის ების, როგორ უნდა მოკვდეს.
გერნსის წიგნებისა და კარტოფილის ნათალის ღვეზელის მოყვარულთა კლუბი
The Guernsey Literary and Potato Peel Pie Society
ომისშემდეგომ ლონდონში ახალგაზრდა მწერალი, ჯულიეტი, ცდილობს მოიფიქროს სიუჟეტი წიგნისათვის, მაგრამ ომის კოშმარზე დაწერა არ სურს, სხვა დანარჩენი თემები კი ან მოსაწყენი ეჩვენება ან სიტუაციისთვის შეუსაბამო. ერთი შემთხვევა ძალიან დაეხმარება მას - კუნძული გერნსიდან მეღორის წერილი მოდის. აღმოჩნდება, რომ მეღორეებსაც უყვართ კითხვა. დოუსის ხელში ჩაუვარდა წიგნი, რომელიც ადრე ჯულიეტს ეკუთვნოდა და სთხოვს მას ურჩიეოს კარგი წიგნების მაღაზია. საქმე იმაშია, რომ კუნძული ომის წლებში გერმანელების მიერ იყო ოკუპირებული და მაცხოვრებლები ცდილობენ აღადგინონ ცხოვრების რიტმი. წერილი ჯულიეტის ცხოვრებას თავდაყირა აყენებს. წიგნის კლუბი, რომელიც სოფლის მაცხოვრებელების აკრძალული შეხვედრების საფარველი გახდა ჩაითრევს მას. იწყება მიმოწერა სხვადასხვა ადამიანებთან
ჰილ ჰაუსის მოჩვენებები
The Haunting of Hill House
საშინელებათა დრამა შირლი ჯექსონის 1959 წლის ნოველაზეა დაფუძნებული
2:22
2:22 საათი. მოწმენდილ ცაზე უჩვეულო ნათებაა. ორი სამგზავრო თვითმფრინავის შეჯახება გარდაუვალია. ბოლო წამს ფრენის ოპერატორი ახერხებს მარშრუტების შეცვლას და შეჯახების თავიდან არიდებას, მაგრამ ამ წამიდან მისი ცხოვრება ძველებური ვეღარასოდეს იქნება.
ედელინის ასაკი
The Age of Adaline
ფილმის სიუჟეტის მიხედვით მთავარი მოქმედი გმირი მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიბადა და უკვე 100 წელია ცოცხლობს და არც ბერდება. ხანგრძლივი სიცოცხლის მიუხედავად მან ვერ მოძებნა საყვარელი ადამიანი. მაგრამ, აი გამოჩნდა ის მამაკაცი, რომლის გამოც ადალინი მზადაა გახდეს მოკვდავი
ჰარლი და დევიდსონები | Harley and the Davidsons
1903 წელს ორი სკოლის მეგობარი ახალგაზრდა კაცი, უილიამ ჰარლიმ და არტურ დევიდსონმა ავტოფარეხში ააწყვეს ჩვეულებრივი ველოსიპედი მოტორით. სწორედ აქედან იწყება ლეგენდა, რომელიც რეალურ მოვლენებზეა აწყობილი. \"ჰარლი დევიდსონი\" - ეს არამარტო მოტოციკლია, ეს ცხოვრების სტილია, კულტურის მიმდინარეობაა, ხოლო ზოგიერთებისთვის თითქმის რელიგიაა