ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
სიმართლე ითქვას | Truth Be Told
კეტლინ ბარბერის ამავე სახელწოდების რომანზე დაბფუძნებული დრამატული თრილერი, კრიმინალური პოდკასტერის – პოპი პარნერის (ოქტავია სპენსერი) შესახებ, რომელიც ახალი მტკიცებულებების გამოჩენის შემდეგ იძულებულია დიდი ხნის წინ დახურული მკვლელობის საქმეს დაუბრუნდეს, რამაც იგი ეროვნული სენსაციად აქცია. მთავარი გმირი მსჯავრდებული სერიული მკვლელის, უორენ კეივის (აარონ პოლი) საქმის გამოძიებას იწყებს, რომელმაც ტყუპი დების ჯოზის და ლეინის მამა მოკლა. ახლა პოპის, უორენთან პირისპირ შეხვდრა მოუწევს – ადამიანი, რომელიც, ალბათ, შეცდომით და მისი მონაწილეობით აღმოჩნდა 18 წლის წინ გისოსებს მიღმა. პარნერიმ უნდა გადაწყვიტოს, თუ სად გადის ხაზი დამნაშავესა და უდანაშაულოს შორის, როდესაც კეივი აღიარებს, რომ დანაშაული მას არ ჩაუდენია. გამოძიების დროს, პოპი კონფიდენციალურობის, მედიისა და რასის პრობლემების წინაშე დგება
ხოხობზე მონადირენი
The Absent One (Fasandræberne)
დეტექტივ კარლ მიორკს ხელში ჩაუვარდება ოცი წლის წინ მომხდარი მკლვლელობის საქმე. მაშინ, 1994 წელს, პატარა აგარაკზე მოხდა ტყუპი ბავშვების სასტიკი მკვლელობა
მისტერიუმი, დაწყება
The Keeper of Lost Causes
დეტექტივები მუშაობენ დეპარტამენტში Q. მათ გააგრძელეს ხუთი წლის წინ გაუჩინარებული ქალის საქმე, ისინი მოულოდნელად გავლენ მანიაკის კვალზე, მაგრამ ძიების დროს, ყოველთვის ერთი ნაბიჯით უკან რჩებიან..