ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
ველურები
Savages
ახალგაზრდა მილიონერები ბენი და ჩონი საქმეებს კალიფორნიის სანაპიროზე აწარმოებენ. ბენი-გამოჩენილი ბოტანიკოსი და ნიჭიერი ბიზნესმენია, ჩონი-ვალების დაბრუნებასა და კონკურენტებთან ბრძოლაშია ოსტატი. მათ სამუშაოში ბევრი რთული მომენტია, ისინი ხომ მსოფლიოში საუკეთესო ბალახს აწარმოებენ. განსაკუთრებულად რთულ პრობლემებს აგვარებს ფედერალული გამოძიების ბიუროს ნაცნობი აგენტი. მაგრამ ერთში ისიც ვერ დაეხმარება. ზეშემოსავლიანი ბიზნესით მექსიკელი კარტელი დაინტერესდება. მას მშვენიერი ელენა მეთაურობს და მან მეგობრების მთავარი სისუსტე იპოვა, ბენის და ჩონის გულიც ერთ გოგოს ეკუთვნის. მშვენიერი ო-ს გამო ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელნი. სიყვარული კი მათ განსაკუთრებულად საშიშებს ხდის.
ბინდის საგა: განთიადი - ნაწილი 1
The Twilight Saga: Breaking Dawn - Part 1
ბელა სვონი და ვამპირი ედვარდ ქალენი დაქორწინდნენ. თაფლობის თვის გასატარებლად ისინი რიო დე ჟანეიროში მიემგზავრებიან, სადაც ბელა მალე აღმოაჩენს რომ ფეხმძიმედაა. ბავშვის გაჩენისას სიკვდილის პირას მყოფი, ის ედვარდის დახმარებით უკვდავი ხდება. მათი გოგონას დაბადება მოვლენების ჯაჭვს გამოიწვევს, რომელიც აიძულებს ქალენების კლანსა და მათ მომხრეებს ვამპირთა საბჭოს ლიდერებს დაუპირისპირდნენ..
პოსეიდონი
Poseidon
ატლანტიკის ოკეანეში გემს უზარმაზარი ტალღა დაეცემა და საშინელი დრამა დატრიალდება. მგზავრები სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძვიან...
მოტოციკლისტის დღიური
The Motorcycle Diaries
\"მოტოციკლისტის დღიური\" კუბის რევოლუციის ლიდერის ჩე გევარას დღიურებზეა დაფუძნებული. მოგონებებში ის თავის საუკეთესო მეგობართან ალბერო გრანადოსთან ერთად სამხრეთ ამერიკაში მოტოციკლით მოგზაურობის შესახებ მოგვითხრობს.
პეპლების დრო
peplebis dro / In the Time of the Butterflies
1960 წლის ნოემბერში დომიკოს რესპუბლიკის ჩრდილოეთ სანაპიროზე სამი ქალის ცხედარი აღმოაჩინეს. პოლიციამ გაარკვია, რომ ცხედრები დებს ეკუთვნის, რომლებსაც ყველა პეპლებს ეძახდა. გოგონების გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი უბედურმაგრამ შემთხვევას მიაწერეს. მაგრამ ზედმეტად უცნაურმა გარემოებებმა პოლიცია აიძულა დამატებითი გამოძიება ჩაეტარებინათ, რის შედეგადაც შოკისმომგვრელი ფაქტები გაირკვა პეპლების შესახებ
შტამი
The Strain
ნიუ-იორკის აეროპორტში დაჯდება ტრანსატლანტიკური ლაინერი, მკვდარი მგზავრებით. ცოტა ხანში მკვდრები ცოლცხლდებიან, მაგრამ ისინი ადამიანები აღარ არიან, ისინი დაუნდობელ ვამპირებად გადაიქცნენ