ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
ოფიციალური საიდუმლოებები
Official Secrets
ნამდვილი ამბავი, რომელიც ბრიტანეტის დაზვერვის აგენტის, კეტრინ განის (კირა ნაიტლი) შესახებ მოგვითხრობს, რომელმაც 2003 წელს ამერიკის ჯარების ერაყში შეჭრის მზადების დროს გაეროს უშიშროების საბჭოს წევრების წინააღმდეგ აშშ-ბრიტანეთის ერთობლივი უკანონო ჯაშუშური ოპერაციიების შესახებ NSA-ს (აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო) სრულიად საიდუმლო და სკანდალური ჩანაწერები პრესას გადასცა, სადაც ასახული იყო, თუ როგორ აშანტაჟებდა აშშ და ბრიტანეთი გაეროს უშიშროების საბჭოს ექვს წევრს, რათა მათ ერაყში შეჭრისთვის ხმა მიეცათ. პროფესიული რისკის მიუხედავდ, ჟურნალისტი მარტინ ბრაიტი საიდუმლო დოკუმენტებს ლონდონის გაზეთში აქვეყნებს, შედეგად ომის სასარგებლოდ გაეროს რეზოლუციის მიღების შანსები საბოლოოდ იმსხვრევა. მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ ბუში განაცხადებს, რომ მას გაეროს მხარდაჭერა აღარ უნდა, და მაინც შეიჭრება. როდესაც ერაყი ქაოსში ჩაიძირება, კეტრინს დააპატიმრებენ და სახემწიფო საიდუმლოს კანონის დარღვევაში დასდებენ ბრალს. მარტინიც ასევე პოტენციური ბრალდებების წინაშე აღმოჩნდება, რომლის გამოძიება კიდევ უფრო მოულოდნელ და საშიშ საიდუმლოებებს გამოავლენს
გერნსის წიგნებისა და კარტოფილის ნათალის ღვეზელის მოყვარულთა კლუბი
The Guernsey Literary and Potato Peel Pie Society
ომისშემდეგომ ლონდონში ახალგაზრდა მწერალი, ჯულიეტი, ცდილობს მოიფიქროს სიუჟეტი წიგნისათვის, მაგრამ ომის კოშმარზე დაწერა არ სურს, სხვა დანარჩენი თემები კი ან მოსაწყენი ეჩვენება ან სიტუაციისთვის შეუსაბამო. ერთი შემთხვევა ძალიან დაეხმარება მას - კუნძული გერნსიდან მეღორის წერილი მოდის. აღმოჩნდება, რომ მეღორეებსაც უყვართ კითხვა. დოუსის ხელში ჩაუვარდა წიგნი, რომელიც ადრე ჯულიეტს ეკუთვნოდა და სთხოვს მას ურჩიეოს კარგი წიგნების მაღაზია. საქმე იმაშია, რომ კუნძული ომის წლებში გერმანელების მიერ იყო ოკუპირებული და მაცხოვრებლები ცდილობენ აღადგინონ ცხოვრების რიტმი. წერილი ჯულიეტის ცხოვრებას თავდაყირა აყენებს. წიგნის კლუბი, რომელიც სოფლის მაცხოვრებელების აკრძალული შეხვედრების საფარველი გახდა ჩაითრევს მას. იწყება მიმოწერა სხვადასხვა ადამიანებთან
ჯადოქრების აღმოჩენა
A Discovery of Witches
სიყვარულის ისტორია ოქსფორდის აკადემიური ცხოვრების ფონზე. ისტორიკოსი დიანა ბიშოლი ძველი ხელნაწერების სპეციალისტია. ერთხელაც აღმოაჩენსმაგიასთან დაკავშირებულ მანუსკრიპტს. ამის შემდეგ დიანას ცხოვრება კოშმარად იქცევა, მაგრამ ცხოვრება მას მიიყვანს მეთიუმდე. სიტუაცია საკმაოდ პიკანტურია რადგან დიანა მოწოდებით ჯადოქარია და მეთიუ ვამპირი
ძარცვა ჰატონ გარდენში
The Hatton Garden Job
2015 წლის აპრილში ლონდონის ჰატონ გარდენში ძვირფასეულობის მიწისქვეშა საცავი გაძარცვა ოთხმა მოხუცმა, რომლის საერთო თანხა შეადგენდა დაახლოებით 200 მილიონი ფუნტს
ბელი
beli / Belle
ფილმი რეალურ ისტორიაზეა. XVIII საუკუნე, ინგლისი, დაიდო ელიზაბეტ ბელი სამეფო საზღვაო ფლოტის კაპიტან ჯონ ლინდსისა და შავკანიანი ქალის სახელად მარია ბელის ქალიშვილია. გოგონა არისტოკრატულ გარემოში გაიზარდა, ის ბიძამ ლორდმა მენსფილდმა და მისმა მეუღლემ აღზარდეს
ქალაქი სემეტრი
Cemetery Junction
ინგლისი, 70-იანი წლები. სამი მეგობარი დღეებს გართობაში, ლოთობაში, ჩხუბებში და გოგონების დევნაში ატარებს. ფრედის მუშათა კლასიდან თავის დაღწევა სურს, ბრიუსი და სნოკი კი ცხოვრებით კმაყოფილნი არიან. მაგრამ როდესაც ფრედი ახალ სამუშაოს იწყებს და თავის სკოლისდროინდელ სიყვარულს ხვდება, მეგობრებს გადაწყვეტილებების მიღება მოუწევთ, რომელიც მათ ცხოვრებას შეცვლის
მცველები
Watchmen
ფილმში მოთხრობილია საზოგადოებაზე სადაც არიან ნამდვილი სუპერგმირები, უფრო ზუსტად სადაც ისინი იყვნენ. მათი მოღვაწეობა უკვე სასტიკად აკრძალულია. ეხლა ისინი ცხოვრობენ როგორც უბრალო მოკვდავები თუმცა, წარსული წლები მათ ხშირად ახსენდებათ. ძირითადი სიუჟეტი სუპერგმირ რორშახის ირგვლივ ვითარდება, რომელიც თავისი ყოფილი მეგობრის მკვლელობის გამოძიებას ცდილობს
მოთვალთვალე
The Lookout
კრისი მეგობრებთან ერთად ავტოკატასტროფაში ხვდება. კომაში გატარებული 4 წლის შემდეგ ნერვიული მოშლილობის კომპლექსებით იტანჯება. სამუშაოდ ბანკში დამლაგებლად ეწყობა. კრისს თავდაჯერებულობას ახალი მეგობარი გარი ჰმატებს, მაგრამ არ არის გამორიცხული ის სპეციალურად შედიოდეს ნდობაში ინვალიდთან, რათა ბანკთან უფრო ახლოს მივიდეს
წარმოიდგინე ჩვენი თავი ერთად
Imagine Me and You
ხეკი და რეჩელი - ერთი შეხედვით იდეალური წყვილია. თავიანთი ურთიერთობის განსამტკიცებლად უკვე საკურთხეველთან დგანან. მაგრამ ამ დროს რეიჩელი ხალხში ერთ ადამიანს დაინახავს, რომელიც მასში ეჭვს წარმოქმნის: ნამდვილად სწორი არჩევანი გააკეთა თუ არა?
ცეკვები ზღვარზე
cekvebi zgvarze / Dancing on the Edge
ლუის ლესტერის ბენდის ისტორია, მოთხრობილი 5 სერიან მინი-სერიალში. ფილმი ნომინირებულია ოქროს გლობუსზე