ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
მატყუარები და მათი სანთლები
matyuarebi da mati santlebi / Yalancilar Ve Mumlari
ამავე სახელწოდების ავსტრალიურ სერიალზე დაყრდნობით, სერიალი მოგვითხრობს ოთხი მეგობარი ქალის შესახებ, რომლებიც იწყებენ სათავგადასავლო და სკანდალურ მოგზაურობას და პოულობენ რთულ ურთიერთობებთან გამკლავების სხვადასხვა გზებს.
ქალი
qali / Kadin
სერიალი ქალის მძიმე ხვედრზე მოგვითხრობს, რომელმაც ბედისწერის გადაწყვეტილებით, მშობლების გარეშე დარჩა და ახლა იძულებულია ორი პატარა ბავშვი, მარტომ გაზარდოს. მიუხედავად იმისა, რომ იგი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, შვილებს ყოველთვის ღიმილით შესცქერის. ის შეჩვეულია ცხოვრების სირთულეებს. ჯერ კიდევ 8 წლის იყო, როც დედამ მიატოვა. ის, მამამ და ბებიამ გაზარდა, რომლებიც რამდენიმე ხნის შემდეგ, გარდაიცვალნენ და ბაჰარი სრულიად მარტო დარჩა. როცა ის ცოლად გაჰყვა სარპს, დიდი იმედი მიეცა, რომ მფარველი გამოუნდა. მასთან ორი შვილი გააჩინა. მაგრამ, ქალს ახლაც უმტყუნა ბედმა - სარპიც მალე გარდაეცვალა... შემდეგ კი - ბაჰარს ბედმა ახალი სიურპრიზი გაუმზადა - საიდანღაც დედამისი გამოჩნდა
მოპარული ცხოვრება
O Hayat Benim
მეჰმეთ ემირი და ჰასრეთი შეყვარებულები არიან. ისინი დასაქორწინებლად ემზადებიან, მაგრამ ჰასრეთის მამა იუსუფი, ამ კავშირის წინაარმდეგია. მალე გოგონა გაიგებს, რომ ორსულადაა. უკანონო შვილის გაჩენით, ოჯახი შერცხვენას რომ გადაურჩეს, ჩვილს ბაჰარს დაარქმევენ და სტამბულის გარეუბანში ჩუმად გაიყვანენ. ის მთელ ბავშვობას აქ გაატარებს. როცა ბაჰარი 22 წლის გახდა, მან თავისი მშობლების პოვნა გადაწყვიტა. ახალგაზრდამ ჯერ არ იცის, რომ უზარმაზარი სიმდიდრის ერთადერთ მემკვიდრეს წარმოადგენს, რაც მის ცხოვრებას მალე შეცვლის
ტიტების დრო | Lale Devri
ტაშკირანების ოჯახი: კლასიკური და დახვეწილი ოჯახი სტამბოლიდან. მამის გარდაცვალების შემდეგ ოჯახში ფინანსური მდგომარეობა უარესდება და გაკოტრების წინაშე დგას. გამბედავი დედა ყველაფერს აკეთებს მაღალი სტანდარტების შესანარჩუნებლად, თუნდაც სხვების ჩათრევით თავის ინტრიგებში. ილგაზების ოჯახი: კონსერვატიული ოჯახი, ძალიან მდიდარი და თავისი ბიზნესის მწვერვალზე. ზუმრუტ ტაშკირანის ქალიშვილის, ლალესა და ილღაზების ოჯახის ერთადერთი ვაჟის, ჩინარის სიყვარული საიდუმლო ქორწინების შემდეგ კვლავ დააკავშირებს ამ ოჯახების ბილიკებს.
ვარდების ომი
vardebis omi / Güllerin Savaşı
ღარიბი მებაღე თავის ქალიშვილ გიულრუსთან ერთად, მდიდრულ ვილაში მუშაობდა. გიულრუ მაშინ 6 წლის იყო. მებაღე იმთავითვე, მხოლოდ იმაზე ოცნებობდა, რომ ქალიშვილი ცხოვრებით კმაყოფილი და ბედნიერი ჰყოლოდა. გიულრუს ბავშვობიდანვე შურდა სახლის მეპატრონის მდიდარი ქალიშვილის, რომელსაც სახელად ჯიულიდე ერქვა. გიულრე ბავშვობიდანვე ცდილობდა მისთვის ყველაფერში მიებაძა. ეს იყო ერთმანეთში გადახლართული ორ საპირისპირო გარემო - სიმდიდრე და სიღარიბე, ერთმანეთში არეულ სიტკბო და სიმწარე, რაც მაშინ თითქოსდა საფრთხის ელემენტებს არ შეიცავდა... მაგრამ, მუდმივმა მიმბაძველობამ და დაცინვამ, გოგონები რაღაც ძალიან საშიშ შედეგამდე მიიყვანა
სასოწარკვეთილი დიასახლისები
Sasowarkvetili diasaxlisebi / Umutsuz Ev Kadinlari
ეს თურქული სერიალი წარმოადგენს ამერიკული იუმორისტული სერიალის ანალოგს, ოღონდ თურქეთმა გადაწყვიტა ის ეროვნულ ქონტექსტში წარმოედგინა მაყურებლისთვის. სერიალი თურქი დიასახლისების იუმორზეა აგებული და აქ ზუსტადაა აღწერილი მათი ჩვეულებრივი ცხოვრება. მრავალი ქალის მოვალეობა სადილის მომზადება, სახლის დალაგება და თეთრეულის დარეცხვაა. ბევრი ისეა დაკავებული, რომ რამდენიმე დღით ვერ გამოდის გარეთ, ბევრს შუადღემდე სძინავს და ნებივრობს. სერიალში ნაჩვენებია თურქი დიასახლისების რამდენიმე ტიპი