ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
მია და თეთრი ლომი
Mia and the White Lion
ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა ლონდონელი გოგონაზე, რომელიც მშობლებთან ერთად, აფრიკაში გადადის საცხოვრებლად, სადაც ლომის ბოკვერს დაუმეგობრდება.
Mia and White Lion
ახალგაზრდა ლონდონელი გოგონა მშობლებთან ერთად, აფრიკაში გადადის საცხოვრებლად, სადაც ლომის ბოკვერს დაუმეგობრდება...
ოპერაცია \"ფინალი\"
Operation Finale
ისრაელის მოუსადის აგენტები, 1960 წელს, საიდუმლო ოპერაციას ატარებენ, რათა არგენტინაში დამალული ნაცისტი ომის დამნაშავე, ადოლფ აიხმანი, იპოვონ და ისრაელში სასამართლოსთვის გადაიყვანონ. აიხმანის პოვნა და მისი უსაფრთხოდ გადაყვანა რთულ და სახიფათო მისიად იქცევა, სადაც აგენტებს გამბედაობა და გამჭრიახობა ესაჭიროებათ.
ჰაერში
Aloft
ივანი პატარა ბიჭია,დედამისი ნანა ფერმაში მუშაობს.იგი მასზე და მის უმცროს ძმაზე ზრუნავს,რომლის ფსიქიკური მდგომარეობა სულ უფრო უარესდება ავადმყოფობის გამო.ერთ დღესაც მათთან მკურნალი ჩამოდის, რომლის წყალობით ნანა აღმოაჩენს თავში მაკურნებელ ძალებს...
ახლა მხედავ | Now You See Me
ფილმი მოგვითხრობს მსოფლიოს უდიდესი ილუზიონისტებისა და FBI-ს სპეციალური აგენტების კატა-თაგვობანას თამაშის ისტორიას, რომლებმაც პირდაპირ შოუს დროს გაძარცვეს ამერიკის ყველაზე კარგად დაცული ბანკი
ღამის მატარებელი ლისაბონამდე
Night Train to Lisbon
\"Night Train to Lisbon\" არის 2013 წლის დრამატული თრილერი, რომელიც შვეიცარიელი ფილოსოფოსისა და მწერლის, პასკალ მერსიეს ამავე სახელწოდების რომანის მიხედვითაა გადაღებული. ფილმი მოგვითხრობს შვეიცარიელი პროფესორის, რაიმუნდ გრეგორიუსის (ჯერემი აირონსი) ცხოვრებაში მოულოდნელად განვითარებულ მოვლენებს, რომლებიც მას ახალსა და იდუმალ მოგზაურობაში ჩათრევს. რაიმუნდი შვეიცარიის პატარა ქალაქში ცხოვრობს, სადაც ლათინურს ასწავლის და მარტოხელა ცხოვრებით ცხოვრობს. მისი ყოველდღიურობა რადიკალურად იცვლება, როდესაც ერთ დღეს, გზაზე გადაარჩენს ქალს, რომელიც აპირებდა ხიდიდან გადახტომას. შემთხვევის შემდეგ ქალს თავისი პალტო რჩება, რომლის ჯიბეში რაიმუნდი პორტუგალიელი მწერლის, ამადეუ დე პრადოს, ფილოსოფიურ წიგნს და ლისაბონის მატარებლის ბილეთს პოულობს. სპონტანურად, რაიმუნდი ამ მატარებელში ჩაჯდება და ლისაბონში მიემგზავრება, რათა მეტი გაიგოს წიგნის ავტორისა და მისი ფილოსოფიის შესახებ. ლისაბონში ყოფნისას, რაიმუნდი იკვლევს პრადოს ცხოვრებისეულ ისტორიას, რომელიც დაკავშირებულია პორტუგალიის დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლის, სიყვარულისა და მსხვერპლშეწირვის სევდიან თემებთან. პრადოს წარსულის საიდუმლოებები და მისი გავლენა ახლანდელ ცხოვრებაზე რაიმუნდისთვის ღრმა სულიერ გამოცდილებად იქცევა.
დამწყებები
Beginners
ერთ დღეს ახალგაზრდი შვილი მამას ორ ამბავს აცნობებს:პირველი,რომ იგი ავადაა და მეორე ის ,რომ სიყვარული ეწვია.
პარიზი
Paris
პარიზი - სიყვარულის, თავისუფლების და უდარდელი ცხოვრების ქალაქი. ყველა ოცნებობს ცხოვრებაში თუნდაც ერთხელ ნახოს ეიფელის კოშკი ან სენას სანაპიროზე დააგემოვნოს ახლადგამომცხვარი კრუასანი. საფრანგეთის დედაქალაქი მთელი მსოფლიოდან იზიდავს ტურისტებს თავისი სიმსუბუქით, მაგრამ აქაური მაცხოვრებლები სხვა კუთხითაც ხედავენ მას...