ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
ალიბი.ქომ
Alibi.com
ალიბი გჭირდებათ, რათა მეუღლის გარეშე მეგობრებთან ერთად დაისვენოთ? თქვენ გჭირდებათ სააგენტო, რომელიც ალიბის შექმნა. გრეგი და მისი გუნდი ამის სპეციალისტები არიან. მაგრამ როდესაც ის ხვდება ფლოს, მისი ოცნების გოგონას, რომელიც ვერ იტანს მატყუარებს , მას მისი საქმიანობის შესახებ მოტყუება მოუწევს. ყველაფერი ისე რთულდება, პროფესიონალი მატყუარაც კი ჩიხში აღმოჩნდება.
ოცნების გუნდი
La Dream Team
მას ჰქონდა ყველაფერი – პერსპექტიული კარიერა, ადგილი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელებს შორის, მრავალ მილიონიანი კონტრაქტები, დიდება. შემდეგ კი, ხდება ის, რომ სულელური ტრავმა მას სათადარიგო სკამზე სვამს. ახლა იგი იძულებულია დაბრუნდეს თავის მშობლიურ პროვინციაში, მის მიტოვებულ და თითქმის დავიწყებულ მამასთან და გაწრთვნას ახალბედა სოფლის საფეხბურთო გუნდი. გაუძლებს კი ამ გამოცდას მთავარი გმირი? ალბათ ეს არის საუკეთესო გზა, რათა იპოვოს სიყვარული და აღიარება.
უკანასნკელი უმისამართო ზარი
Last Call for Nowhere
რიგით კანონმორჩილი მოქალაქე სახელად აკიმი რომელიც შეცდომით ტერორისტში შეეშლებათ გადაწყვეტენ მის ექსტრადირებას საფრანგეთიდან ავღანეთში. ამ საქმეს ავალებენ ფრანგ პოლიციელს ხოსეს. მიუხედავად იმისა, რომ აკიმი არასოდეს არ ყოფილა ავღანეთში, ხოსესთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
რით დავიმსახურეთ ეს?
Serial (Bad) Weddings (Qu\'est-ce qu\'on a fait au Bon Dieu?)
ფრანგმა წყვილმა არისტოკრატული მანერებით გაზარდა 4 გოგო. ახლა მშბლებმა უნდა გაათხოვონ ისინი. რა თქმა უნდა მათ სურთ რომ ღირსეული ქმრები შეხვდეთ. თუმცა ყოველი ქორწილი მშობლებისთვის ნამდვილი შოკია. მათ არ სურდათ ასეთი რჩეულები თავისი შვილებისთვის: ებრაელი, ჩინელი და არაბი. იმედებს ახლა უმცროს გოგოზე ამყარებენ, რომელიც ასევე თხოვდება. მშობლები ბედნიერები არიან, რადგან მის რჩეულს ფრანგული სახელი აქვს და ის კათოლიკეა. მაგრამ გაოგნდნენ, როდესაც სიძე გაიცნეს: მათი შვილი შავკანიანზე თხოვდება