ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
იუდა და შავი მესია | JUDAS AND THE BLACK MESSIAH
ილინოისის „შავი პანტერების პარტიის“ თავმჯდომარის, ფრედ ჰამპტონის ისტორია, და გამოძიების ფედერალური ბიუროს ინფორმანტის - უილიამ ო’ნილის მიერ მისი საბედისწერო ღალატი.
12 ძლევამოსილი ობოლი
12 dzlevamosili oboli / 12 Mighty Orphans
ნამდვილი ამბავი ფორტ-უერთის ბავშვთა სახლის საფეხბურთო გუნდის შესახებ. დიდი დეპრესიის დროს, მტკიცე სულით ისინი ქალაქის, ქვეყნისა და ერის შთაგონების წყარო გახდებიან და პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტის ყურადღებაც კი მიიპყურობენ. მათი წარმატების არქიტექტორი, ლეგენდარული სკოლის მწვრთნელი რასტი რასელი იყო, რომელმაც შოკში ჩააგდო თავისი კოლეგები, როდესაც უარი თქვა მწვრთნელის პრივილეგირებულ თანამდებობაზე და ბავშვთა სახლში დაიწყო მუშაობა. თუმცა, ცოტამ თუ იცოდა რასტის საიდუმლო: ის თავად იყო ობოლი. საბოლოოდ რასელი შეიმუშავებს ინოვაციურ სტრატეგიას, რომელიც წარმატების განმსაზღვრელი გახდება თანამედროვე ფეხბურთში
წესების გარეშე
Rules Don\'t Apply
„წესების გარეშე“ (Rules Don\'t Apply, 2016) არის რომანტიკული დრამა, რომელიც ვითარდება 1950-იანი წლების ჰოლივუდში, სადაც ბრწყინვალების მიღმა მძლავრი კონტროლი და წესები დომინირებს. სიუჟეტი მოგვითხრობს ახალგაზრდა მსახიობზე, მარიას, და მის მძღოლზე, ფრენკზე, რომლებიც მუშაობენ ცნობილი მილიარდერისა და ავიამაგნატის, ჰოვარდ ჰიუზის, სამსახურში. მიუხედავად იმისა, რომ ჰიუზის მკაცრი წესები კრძალავს თანამშრომლების რომანტიკულ ურთიერთობებს, მარიასა და ფრენკს შორის თანდათან ვითარდება ქიმია, რაც მათ რთულ დილემის წინაშე აყენებს – დაემორჩილონ მკაცრ წესებს თუ მიჰყვნენ თავიანთ გრძნობებს. ფილმი სავსეა 50-იანი წლების ელეგანტური ატმოსფეროთი, დაუვიწყარი პერსონაჟებით და ასახავს, თუ როგორ ეჯახება სიყვარული და ამბიციები, როცა სამყარო კონტროლისა და წესების გარშემო ტრიალებს.
გასაოცარი ადამიანი-ობობა
The Amazing Spider-Man
პიტერ პარკერი, ჩვეულებრივი სკოლის მოსწავლეა, რომელიც ცდილობს დაიმკვიდროს საკუთარი ადგილი ცხოვრებაში. ერთხელ ის აღმოაჩენს საიდუმლო ჩემოდანს, რომელიც მამამისს ეკუთვნოდა და მიხვდება, რომ მისი მშობლები ასე უბრალოდ არ გამქრალან. ამის შემდეგ ის ცდილობს გამოიძიოს, თუ რა მოხდა წლების წინ..
ორმაგი აგენტი
The Double
აშშ–ს სენატორის იდუმალებით მოცულ მკვლელობას საბჭოთა კავშრის ლეგენდარულ მკვლელ \"კასიუსს\" მიაწერენ. პოლ შეპარდსონი (რიჩარდ გირი) პენსიაზე გასული ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ოპერატიული მუშაკი, ფედერალურ აგენტ ბენ გირისთან (ტოფერ გრეისი) ერთად იძიებს ამ მკვლელობას. შეპარდსონი მისი მთელი კარიერის განმავლობაში \"კასიუსს\" დასდევდა და დარწმუნებულია, რომ იგი დიდი ხნის მკვდარია, მაგრამ მისი ყოფილი უფროსი მას აიძულებს ამ საქმეს ხელი მოკიდოს. ეს ორი აგენტი ერთად მუშაობისას აღმოაჩენს, რომ \"კასიუსი\" შესაძლოა არ არის ის ადამიანი, რომელიც მათ ამდენი ხნის განმავლობაში ეგონათ, რის გამოც ისინი ყველაფრის თავიდან გადახედვას იწყებენ...
სიყვარული არსებობს
Love Happens
სულით განადგურებული მწერალი, ბერკი რაიანი, რომელმაც წიგნი დაწერა ცხოვრების ტკივილთან გამკლავების შესახებ, მოულოდნელად სულიერი მხარდაჭერის სპეციალისტად იქცა და ხალხის ინსპირაციის წყაროდ იქცა. თუმცა, თავად ბერკი ვერ ახერხებს საკუთარი ჭრილობების მოშუშებას, რაც მისი გარდაცვლილი მეუღლის გამო გრძნობდა. როდესაც ის ელოს, უბრალო ყვავილების მაღაზიის მფლობელს შეხვდება, აღმოაჩენს, რომ ახალი სიყვარული და სულიერი განკურნება იქვე, მის გვერდით არის, მაგრამ პირველ რიგში, უნდა გაუმკლავდეს საკუთარ შიშებს და წარსულის ტკივილებს.
განდგომილები
The Departed
სამხრეთ ბოსტონის ირლანდიელ მაფიოზთა კლანის დასამარცხებლად პოლიცია ფარულად თანამშრომელს შეაგზავნის, რომ შიგნიდან ინფორმაცია მიიღოს. ისინი ვერ ხვდებიან, რომ სინდიკატმაც მსგავსი რამ განახორციელა.როდესაც შეგზავნილი პოლიციელი მაფიის უფროსს დაუახლოვდება, პარალელურად პოლიციაში შეპარულ კრიმინალს კარიერაში წარმატებები აქვს და აწინაურებენ. მაგრამ ორივე მხარე მალევე აღმოაჩენს, რომ მათ შორის დამსმენია.
უნაყოფო ნიადაგი
Badlands
1959 წელს ახალგაზრდა ყმაწვილი სახელად კიტი და მისი არასრულწლოვანი მეგობარი გოგონა ჰოლი გარბიან სახლიდან, გოგონას მამის მკვლელობის შემდეგ, რომელიც მათ შეხვედრებს უკრძალავდა. მონტანას უნაყოფო მიწებზე მგზავრობისას წყვილი დაუნდობელი მკვლელობების სერიას ჩაიდენს..
ცნობისმოყვარეობა
cnobismoyvareoba / Curiosity
ადამიანების ინტერესების სფერო განსხვავებულია, ზოგს ტექნიკა იზიდავს, სხვებს ლიტერატურა, ხელოვნება, სპორტი, მუსიკა... მაგრამ არის საკითხები, რაც ყველას გვაინტერესებს. კითხვები, რომლებზე პასუხსაც კაცობრიობა საუკუნეების განმავლობაში ეძებდა. თანამედროვე ტექნოლოგიებმა და სამეცნიერო მიღწევებმა ბევრ ამოუხსნელ მოვლენას, საიდუმლოებით მოცულ ისტორიას მოჰფინა ნათელი, თუმცა რაც მეტი ვიცით, მეტი გვაინტერესებს. DISCOVERY-ის ცნობილი სერიალი „ცნობისმოყვარეობა\" მასშტაბური სატელევიზიო პროექტია. დოკუმენტურ სერიალში ცნობილი ადამიანები, მეცნიერები, წამყვანები და მაყურებელი ერთად ცდილობენ სამყაროს არსის, სიცოცხლის, ღმერთის არსებობის, პარალელური განზომილებისა და სხვა ფუნდამენტური საკითხების შესახებ პასუხების პოვნას