ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
ჯინჯერი და ფრედი
Ginger e Fred
ოცდაათი წლის წინ მათი სახელები მთელმა იტალიამ იცოდა. იმათმა გამოიყენეს ლეგენდარული ჯინჯერ როჯერსის და ფრედ ასტერის სტილი. 80–ნი წლების შუაში იტალიელი ჯინჯერის და ფრიდის შესახებ თითქმის ყველას დაავიწყდა. და აი, საშბაო შოუს ერთ რეჟისორმს დიდი სურვილი გაუჩნდა ყოფილი კაბარეს და ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით \'რაღაცა\' შეექმნა. მათი შეხვედრა მიზეზი გახდება არა მარტო ახალგაზრდობის გახსენების, არამედ წარსულის გადახედვის და ერთმანეთისთვის წარსულში უთქმელი სიტყვების თქმის ცეკვის მეშვეობით.
განსაკუთრებული დღე
gansakutrebuli dge / A Special Day
იტალია, 1938 წელი. ანტონეტა, მარტოხელა დიასახლისი, სახლში რჩება, როცა მისი ოჯახი ჰიტლერის მისასალმებელ ღონისძიებაზე მიდის. ის შემთხვევით ხვდება მეზობელს, გაბრიელეს, რომელიც რეჟიმის მიერ გარიყული ჟურნალისტია. ეს მოულოდნელი შეხვედრა ორივეს ცხოვრებაში მნიშვნელოვან კვალს ტოვებს, რადგან ერთმანეთთან ერთად შვებას პოულობენ.
ქალი კვირა დღეს
The Sunday Woman
ფილმში მოვლენები ვითარდება იტალიის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ტურინში, სადაც კომისარი სალვატორე სანტამარია იძიებს ცნობილი არქიტექტორის მკვლელობის საქმეს
ადგილი შეყვარებულთათვის
adgili sheyvarebulebisatvis / A Place for Lovers
1968 წლის ფილმი, რომელიც ვიტორიო დე სიკამ გადაიღო, მოგვითხრობს მდიდარ, მაგრამ დაავადებულ დიზაინერ ჯულიაზე, რომელსაც სიცოცხლე მობეზრდა. ქალი უკანასკნელ შვებულებას იტალიაში ატარებს, სადაც ახალგაზრდა ვალერიოს გაიცნობს. მათ მალევე უყვარდებათ ერთმანეთი, თუმცა ჯულია შეყვარებულს არ ეუბნება დაავადების შესახებ. როცა ვალერიო გაიგებს, რომ მისი საყვარელი ქალი ავადაა და კვდება, თავს იკატუნებს, რომ არაფერი იცის, რათა სიყვარული არ გააუფერულოს.
8½ ქართულად
კრიზისი, ძებნა, წარმოსახვა, ინტელექტუალური კლიმატი, შეუწვიტავი სუბიექტური და ობიექტური დინება და, რა თქმა უნდა, უამრავი ქალი, მთავარი გმირის ირგვლივ, მისი ილუზიური გარემო, რომელშიც ის ყველას გამონაკლისის გარეშე უყვარს..
ტკბილი ცხოვრება
La Dolce Vita
ჟურნალისტი მარჩელო ტკბილი ქალაქური ცხოვრების ქარ–ცეცხლში ტრიალებს. ის შეიძლება უმწეოს შევადაროთ, რომლის გარშემოც თანამედროვე ჯოჯოხეთი მძვინვარებს. მარჩელო 50–იანი წლების მიწურულს რომის \"ღვთაებრივ კომედიას\" ადევნებს თვალყურს. ქალები კი აჩრდილებივით ცვლიან ერთმანეთს.