ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
ჯუდი
Judy
ბიოგრაფიული დრამა ლეგენდარული ჰოლივუდელი მსახიობის და მომღერლის, ჯუდი გარლენდის (რენე ზელვეგერი) და მისი უკანასკნელი გრანდიოზული კონცერტის შესახებ. ჯუდიმ ბავშვობაში უზარმაზარი კარიერული გზა გადალახა, რომელმაც თავისი აღზევება და დაცემა იხილა. წლების მანძილზე მან საკულტო ამერიკელი მომღერალისა და მსახიობის სტატუსის მოპოვება მოახერხა, რომლის კონცერტების ბილეთები ელვისებური სისწრაფით იყიდებოდა. 1968 წელს ჯუდი ლონდონში მიფრინავს, რათა მომდევნო ხუთი კვირის განმავლობაში უკვე სრულად გაყიდული წარმოდგენების შეუჩერებელი სერია გამართოს, სადაც მას წარმოუდგენელი ფიზიკური და ფსიქოლოგიური სტრესი გადატანა უწევს, რაც საგრძნობლად იმოქმედებს პოპულარული მომღერლის ჯანმრთელობაზე. ასეთი დამღლელი ცხოვრების წესი მალე ტრაგიკულ შედეგებს გამოიწვევს.
ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები: ნაწილი 2
Harry Potter and the Deathly Hallows: Part 2
ჰარი პოტერი ტრაგიკულად კარგავს ყველა თავის მეგობარს. რჩებიან მხოლოდ გაბედულები. წინ ყველა სერიის კულმინაციაა და ბრძოლა ვოლან-დე-მორტთან.
ღამე მშვიდობისა
The Good Night
**„ღამე მშვიდობისა“ (The Good Night, 2007)** არის დრამატული კომედია, რომელიც ეხება სიყვარულის, ოცნებებისა და რეალობის შორის ზღვარს. ფილმში მთავარი გმირი, გარი, დეპრესიაში მყოფი ყოფილი მუსიკოსი, ეძებს ცხოვრების აზრს და თავს იღებს საკუთარი ყოველდღიურობით. მისი ცხოვრება იცვლება, როდესაც იწყებს იდეალური ქალის სიზმრებში ხედვას, რომელიც რეალურ სამყაროში არ არსებობს. გარის ოცნებები და სურვილები მას ნამდვილ ცხოვრებას აშორებს და რთულ არჩევანს უდგება – იპოვოს ბედნიერება რეალურ სამყაროში თუ გაექცეს რეალობას და დარჩეს ფანტაზიაში. „ღამე მშვიდობისა“ არის ემოციური და სევდიანი ამბავი პიროვნულ ძიებაზე, სიყვარულზე და იმაზე, თუ როგორ შეიძლება იდეალის ძიებამ ადამიანი რეალობასთან დააკარგინოს კავშირი.
მოძღვარი
The Good Shepherd
ედუარდ უილსონი, მამამისის თვითმკვლელობის ერთადერთი მოწმე, თავის ქალის და ძვლების ორგანიზაციის წევრი და იელის უნივერსიტეტის სტუდენტი, წესიერი და მაღალი მორალის მქონე ახალგაზრდა კაცია, რომელიც აფასებს ღირსებას და კეთილგონიერებას. საქმისადი თავდადება მას ძვირად დაუჯდება,ის იძულებულია მსხვერპლად გაიღოს იდეალები და საკუთარი ოჯახიც კი...
გოსფორდ პარკი
Gosford Park
წვიმიან, ნოემბრის დღეს 1932 წელს სერ უილიამი მაკკორდალის მამულში სტუმრები შეგროვდნენ: ნათესავები და მეგობრები, არისტოკრატები და ცნობილი ადამიანები. სერ უილიამის მნახველები გეგმავენ მანდ რამოდენიმე დღის გატარებას ამ შესანიშნავ მდიდრულ სახლში.ყველაფერი მზადაა წვეულებისთვის. მაგრამ... მოულოდნელად სახლის მეპატრონეს გარდაცვლილს აღმოაჩენენ, და რაც ყველაზე არასასიამოვნოა, ეს ისაა, რ რომ ვიღაცამ ხელი შეუწყო მის საიქიოში გამგზავრებას.