ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
შეუმჩნეველი წასვლა
sheumchneveli wasvla / French Exit
“ჩემი გეგმა იმაში მდგომარეობს, რომ მოკვდე იქამდე, სანამ ფული გამითავდება” – ამბობს 60 წლის მანჰეტენელი გაღატაკებული ბანოვანი და ქვრივი ფრენსის პრაისი (მიშელ პფაიფერი), მაგრამ ყველაფერი ისე არ წარიმართება, როგორც ის გეგმავდა. როდესაც 20 წლის წინ გარდაცვლილი მისი მეუღლის ფრანკლინის უზარმაზარი მემკვიდრეობიდან აღარაფერი აღარ დარჩება, ფრენსისი უკანასკნელ ნივთს ყიდის და პარიზში ანონიმურად ნაქირავებ მოკრძალებულ ბინაში ცხოვრებას იწყებს, სადაც მას თან თვისი უმიზნო და ხელმოცარული ვაჟი მალკომი და კატა, სახელად პატარა ფრენკი მიჰყავს, რომელშიც, როგორც ის ფიქრობს, ქმრის სული ცხოვრობს
ტკბილი ბიჭი
Honey Boy
ახალგაზრდა მსახიობის მშფოთვარე ბავშვობა, ადრეული ზრდასრული წლებია, როდესაც ის ცდილობს მამასთან შერიგებას და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან გამკლავებას
ბენის დაბრუნება
BEN IS BACK
19 წლის ბენ ბერნსი შობის დილას მოულოდნელად თავის სააგარაკო სახლში ბრუნდება. ბენის დედის, ჰოლისთვის, ეს ერთგვარად შვების მომგვრელი და სასიხარულოცაა, თუმცა სადარდებელიც, რადგან არ იცის, რამდენად „სუფთად“ გამოძვრება ბენი. 24 დაძაბული საათის შემდეგ, სიმართლე გარკვეულწილად გამჟღავნდება, ხოლო დედის სიყვარული მისი ვაჟისადმი გამოცდას გადის - მან შვილის გადასარჩენად ყველაფერი უნდა გააკეთოს.
90-იანი წლები
Mid90s
სიუჯეტი ვიტარდება 1990-იანი წლების ლოს ანჯელესში. იმის ნაცვლად, რომ მომავალზე ფიქრობდეს, 13 წლის სტივენი სკეიტბორდზე კატაობითა და მეგობრებთან ერთად გართობით არის დაკავებული. სწორედ ქალაქის ქუჩებში მიიღებს პირველ ცხოვრებისეულ გაკვეთილებს და იპოვის საკუთარ თავს ..
გამქრალი ბიჭი
gamqrali bichi / Boy Erased
ამერიკის ერთი პატარა ქალაქის ბაპტისტი მღვდლის ოჯახი გაიგებს, რომ მათი 19 წლის ვაჟი, ჯარედი, ჰომოსექსუალია. ჯარედს ულტიმატუმს წაუყენებენ: ან გეი კონვერტაციის თერაპიის პროგრამაში ჩაერთვება, ან სამუდამოდ გასახლებული და მოკვეთილ იქნება ოჯახიდან და გარიყული მეგობრებისგან