ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
ქილერი ბაბუ
Old Guy
პენსიაზე გასული დაქირავებული მკვლელი ტერი იუბანკსი, რომელიც კვლავ თვლის თავს საუკეთესოდ თავის საქმეში, სიხარულით უბრუნდება პროფესიას, რათა მოამზადოს რთული ხასიათის მქონე – ახალგაზრდა ახალბედა ვუნდერკინდი მკვლელი ვილბორგი. შედეგად, მათ სთხოვენ, გაანადგურონ კონკურენტი კრიმინალური სინდიკატის საუკეთესო წევრები და ამ პროცესში გმირები გამოავლენენ დამსაქმებლის ნამდვილ მოტივებს: ძველი გვარდიის ლიკვიდაცია და სინდიკატის ხელში ჩაგდება. თუმცა, ორგანიზაცია არ ელოდა, რომ ტერის გამოცდილება და ვილბორგის გონებრივი შესაძლებლობები, შექმნიდა მათ შორის ასეთ წარმოუდგენელ კავშირს...
ადამიანი რკინის მუშტებით
The Man with the Iron Fists
მოქმედება ფეოდალურ ჩინეთში მიმდინარეობს. პატარა სოფლის მჭედელი სოფლისთვის იარაღს ამზადებს ამ დროს მას მოუწევს თავის დაცვა და თანასოფლელებიც მის გადასარჩენად იბრძვიან..
ჩანაცვლება | Detachment
\"შეცვლა\"- სამი კვირის განმავლობაში, კოლეჯის ადმინისტრაციის,სტუდენტებისა და მასწავლებლების ცხოვრებას ერთერთი მასწავლებლის- ჰენრი ბართსის თვალით დანახულს გვიჩვენებს. ის დიდხანს ერთ ადგილას ვერ ჩერდება და როდესაც მორიგ სკოლაში გააგზავნიან,სამი სხვადასხვა ქალის დახმარებით, ის ცდილობს სასტიკ სამყაროში მშვენიერება იპოვნოს.
კუნგ-ფუ პანდა 2
Kung Fu Panda 2
პო ახლა მისი ოცნების ცხოვრებით ცხოვრობს, ის უკვე დრაკონის მებრძოლად ითვლება და ხეობას იცავს მის კუნგ-ფუს ოსტატ მეგობრებთან ერთად. პოს ახალ ცხოვრებას საშინელი არამზადა ემuქრება, რომელიც გეგმავს საიდუმლო დაუმარცხებელი იარაღის გამოყენებით ჩინეთის დაპყრობას და კუნგ-ფუს განადგურებას. ახლა პომ და მძვინვარე ხუთეულმა უნდა გადაიარონ ჩინეთი და აღმოფხვრან საფრთხე.
მულანი 2
Mulan II
შენგი და მულანი ქორწილისათვის ემზადებიან, ამ დროს ისინი მიიღებენ საიდუმლო დავალებას. პატარა დრაკონი მუშუ ისევ საქმეშია , მონღოლების მოულოდნელი თავდასხმა იწყება.
ჩარლის ანგელოზები 2
Charlie\'s Angels: Full Throttle
ამერიკის ყველაზე ძლიერი საიდუმლო იარაღი კვლავ მოქმედებაშია! ჩარლის ანგელოზები მზად არიან ახალი გმირობების ჩასადენად! ამ ჯერად მთავარი ბოროტმოქმედი პრაქტიკულად თვალმომჭრელია. ის ლამაზი და სექსუალურია, მას ყვალაფრი ეხერხება - სერფინგი, მოტორბოლები. გოგოებს გაუჭირდებათ გატაცებული ვერცხლის სამაჯურების პოვნა. ეს უბრალოდ სამკაული კი არ არის, არამედ ინფორმაციის მატარებლები, რომლებზეც მიკროტექსტით ამობეჭდილია მოწმეთა დაცვის ფედერალური პროგრამის მონაწილეების სახელები და მისამართები. დილამშვიდობისა, ანგელოზებო!.
მოკალი ბილი | Kill Bill: Vol. 1
პროფესიონალი მკვლელი საკუთარ ქორწილში იქნა მოკლული, მისივე სასტიკი დამქირავებლის, ბილის და მკვლელების ბანდის სხვა წევრების მიერ. მაგრამ \"პატარძალი\" ცოცხალია, იმისათვის რომ შური იძიოს. შურისძიების დაგეგმვისას იგი მსხვერპლთა სიას შეადგენს და იწყებს ნადირობას მათზე, ვინც სასიკვდილოდ გაიმეტა. ბილს კი ბოლოსთვის დაიტოვებს.
ჩარლის ანგელოზები
Charlie\'s Angels
უმშვენიერესი და მოხერხებული დეტექტივი ქალები საიდუმლოებით მოცული ხელმძღვანელის სარისკო დავალებას ასრულებენ..
ჩიხში
chixshi / Gridlock\'d
მას შემდეგ, რაც მეგობარი დოზის გადაჭარბებით იღუპება, სფუნი და სთრეჩი გადაწყვეტენ ნარკოტიკის მოხმარების ჩვევას თავი დააღწიონ და ცდილობენ დეტოქსის სახელმწიფო პროგრამაში დარეგისტრირდნენ. მათ მცდელობას აშკარა და დაუსრულებელი ბიუროკრატია აბრკოლებს, რის გამოც მეგობრები ერთი ოფისიდან მეორეში დაეხეტებიან. ამ დროს მათ ნარკომოვაჭრეები და პოლიცია გამუდმებით უკან დასდევს..