ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
მეოთხე ბრაიტონი | Brighton 4th
ქართველი მოჭიდავე ბრუკლინში ჩადის, რათა შვილს ვალის გადახდაში დაეხმაროს
შემთხვევითი პაემნები
Blind Dates
მარტოხელა სკოლის მასწავლებელი, 40 წლის სანდრო ჯერ ისევ თავის ხმაურიან, მუდმივად მოკამათე მშობლებთან ერთად ცხოვრობს, მათი ყოველდღიური კონტროლის ქვეშ. როდესაც შემთხვევითი პაემანი უემოციო აბსურდულობად გადაიქცევა, სანდრო უქმე დღეების გასატარებლად ზღვის წვიმიან სანაპიროზე გაემგზავრება თავის ძველ მეგობარ ივასთან ერთად
ქუჩის დღეები
Street Days
ფილმის მთავარი გმირი, 45 წლის თბილისელი ნარკომანი, თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე დგას. კორუმპირებული პოლიციელები მისგან მეგობრის შვილის, 16 წლის ბიჭის ჩაშვებას ითხოვენ. თუ იგი დათანხმდება, პოლიციელები მას წამლით და ფულით დაასაჩუქრებენ. თუ უარს ეტყვის, მას 10 წლით გაუშვებენ ციხეში და ამით მისი ცხოვრება პრაქტიკულად დასრულდება
მამის კვალდაკვალ
mamis kvaldakval / Сын за отца
ახალგაზრდა მამაკაცი სახელად ვადიმი ინტელიგენტური ოჯახიდან, ცხოვრობს ჩვეულებრივი ცხოვრებით. მუშაობს ისტორიის მასწავლებლას სკოლაში, ის აპირებს დაქორწილებას თავის შეყვარებულ ვერაზე. მაგრამ მამამისის სიკვდილის მერე დედამ გაუმხილა, რომ ის ნაშვილევი იყო. ვადიმმა გადაწყვიტა მოეძებნა ნამდვილი მშობლები. მან მიაგმო ბიოლოგიურ მამას, რომელიც იმ დროისთვის კრიმინალურ ავტორიტეტად ითვლებოდა.