ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
უკეთესი ცხოვრება
uketesi cxovreba / A Better Life (Une vie meilleure)
მზარეული იანი და ოფიციანტი ნადია, რომელსაც 9 წლის შვილი ყავს გადაწყვეტენ გარისკონ და საკუთარი რესტორანი გახსნან. პროცესი საკმაოდ რთული გამოდგა და ფინანსურმა პრობლემებმა თავი მალევე იჩინეს. ენთუზიაზმის და საქმისადმი სიყვარულის მიუხედავად ფინანსური მდგომარეობა სულ უფრო უარესდება. კრედიტორებთან და ბანკებთან ბრძოლაში ნადიას უწევს კანადაში სამუშაოდ გადასვლა, იანი და მისი შვილი კი რესტორნის გადასარჩენად რჩებიან. ბოლოს იანი ხვდება რომ ნადიასთან კანადაში გადასვლა ცხოვრების გაუმჯობესების ერთადერთი შანსია
წინასწარმეტყველი
A Prophet
მალიკ ელ ჯებენას ექვსი წელი აქვს მისჯილი. ის 19 წლისაა და სხვა პატიმრების ფონზე უსუსურად გამოიყურება. მან არ იცის არც წერა და არც კითხვა. ციხის გარეთ არ ჰყავს ახლობლები. ყველაფერი იცვლება, როდესაც კორსიკელთა დაჯგუფების ლიდერი ლუჩანო მალიკს რამოდენიმე სარისკო მისიას აკისრებს. ყოველი ახალი დავალება მას აძლიერებს და მალე მალიკი საკუთარ მზაკვრულ გეგმებზე იწყებს ფიქრს.